საკუთარ სახეს, თვალს ვერ უსწორებდა წითელთმიანი ბიჭი.
რცხვენოდა საკუთარი თავის და იმ შეგრძნების, რომელმაც დროზე, ერთი საათით ადრე გააღვიძა.
კიდევ ერთხელ მიისხა სახეზე წყალი და საკუთარ ანარეკლს წამიერად შეეჩეხა, თვალი აარიდა, სიმართლე დამალა, თავი დაარწმუნა, ეცადა დაერწმუნებინა.აზვირთდა სიმხურვალე თვალის უპეებზე და დაღვარა ცრემლი იგი სანატრელი...
ისევ უვლიდა სხეულში ცხელება.
ისევ გრძნობდა თითქოს, გაუაზრებლად, ჯერ კიდევ მძინარე, როგორ ეკვროდა მის სხეულს.
როგორ ეჭირა მისი ხელი, საკუთარ მუცელზე დასვენებული და როგორ ცდილობდა სხეულზე რამე სახის კონტაქტი მაინც ეგრძნო.
თვალი შეშინებულმა გაახილა და ეს შიში დიდხანს გაჰყვებოდა ალბათ.
სწრაფად წამოდგა საწოლოდან, მხოლოდ მაშინ დახედა თეჰიონს ეღვიძა თუ არა.
შემდეგ კი...
მას შემდეგ კი..
საკუთარი საცოდავობით ტკბებოდა სააბაზანოში.ონკანის წყალმა არც გამოაფხიზლა და არც შვება მოჰგვარა, მის სწრაფად მოძრავ ჰორმონებს სხეულში.
ეს სიზმარი არ იყო, ეს მართლა გააკეთა და ახლა ტკივილამდე სურდა საკუთარ თავს შეჰხებოდა, მაგრამ ამას არ გააკეთებდა.
არა, იმის შემდეგ, რაც ჩაიდინა სულ რაღაც ნახევარი საათით ადრე.დახურული უნიტაზის თავზე იჯდა, თმები ხელებში მოექცია და ცდილობდა ჩუმად ეტირა.
თავის თავს დასტიროდა.
მეგობრობას დასტიროდა.
იმას დასტიროდა, რაც ჯერ არ მომხდარა.
ებრძოდა გონებას, მაგრამ დამარცხდა.
შეიძლება სულაც დედამისის სიტყვებმა მისცეს ბიძგი.
რატომაც არა, გადაბრალება ხომ ადვილი საქმეა.
თვითონ არც კი გაიელვებდა გონებაში, არც კი გაუელვებია.
მართლა არ უფიქრია ამაზე.
მხოლოდ ის ახსენდებოდა, როგორ სიამოვნებდა მისი კოცნა თავზე, შუბლზე, ხანდახან ყელში, ვითომ მოსაღუტუნებლად.
როგორ სიამოვნებდა მისი ჩახუტება და სხეულის სითბოს საკუთარ ტანში გატარება.
ახსენდებოდა, რამდენად მნიშვნელობანი იყო მისთვის სურნელი, მისი სურნელი და ამ სურნელის შეგრძნება.
მხოლოდ ეს, სხვა არაფერი უფიქრია არასდროს.
მაშინ რატომ?
ყველას და ყველაფერს შორის, რაღა ის?
იუგიუმთანაც კი არაფერი უგრძვნია მსგავსი.
იუგიუმთან საერთოდ არაფერი უგრძვნია.
მეტიც მართლა ბრაზობდა საკუთარ თავზე, პირველი კოცნა მასთან, რომ გაცვალა.
რა თქმა უნდა ამას თეჰიონთან არასდროს აღიარებდა.
BINABASA MO ANG
Graffîtî
Fanfiction01/07/2020-16/11/2020 -ცას თითქოს ფერი სამყაროსთვის უწილადნია, ცისფერ ყვავილებს დაეფარათ გარშემო მიწა.- 🗣️ ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნ...