რთულია გულს მოარგო

453 86 35
                                    

საიდანღაც ხომ უნდა დაწყებულიყო.
სადღაც ხომ უნდა არსებობდეს სათავე.
უსარგებლო რუზრუზს აიგნორებდა. ნელ მუსიკაზე აყოლილ სხეულს გაჰყურებდა მის წინ და ფიქრობდა_როდის?
ხელში პლასმასის ცარიელ ჭიქას ჭმუჭნიდა, მასზე გადაჰქონდა აზვირთებული გრძნობა, კოდური სიტყვით_ეჭვიანობა.
რამდენიმე ნაცნობს მოჰრა თვალი წვეულებაზე, როგორც ეტყობოდა სანის უკვე მოესწრო დამეგობრება უნივერსიტეტის ცნობილ საზოგადოებასთან, ან იქნებ სწორედ ამ წვეულებით ცდილობდა, ახალი მეგობრების შეძენას.
_დიდხანს აპირებს დარჩენას.
კიდევ ვერ ინელებდა ამ სიტყვებს, ჯიმინის პირიდან რომ გაიგონა და დიახ თუ აპირებდა დარჩენას, ნამდვილად სჭირდებოდა სამეგობრო წრე.
ძირითადად მას უყურებდა, სხვას მხოლოდ მაშინ შეავლებდა თვალს, თუ მის წინ კადრს დაჩრდილავდა ვინმე.
მასზე ფოკუსირებულ მზერას, არც სანი რჩებოდა უყურადღებოდ.
რატომ?
ხო, ალბათ იმიტომ რომ სანი სულ მის გვერდით იდგა.
მხოლოდ რამდენიმე წუთით ტოვებდა ხოლმე, ისიც ალბათ სტუმრებთან მისასალმებლად.
სხვა თუ არაფერი, მასპინძელი იყო და თავს ვალდებულად თვლიდა.

მან მხოლოდ ერთი-ორჯერ გაცვალა მზერა წითელთმიან ბიჭთან.
ერთხელ გვერდითაც ამოუდგა და ჰკითხა, როგორ ერთობოდა.
მიღებული ღიმილის შემდეგ კი ალბათ ჩათვალა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, ამიტომ ზედმეტი კომუნიკაცია აღარ გაუცვლია უმცროსთან.

უკვე თორმეტს გადასცდა, მეორე დღე დაიწყო იმ წამს.
მაგრამ არ ეტყობოდა, რომ დაშლას აპირებდა ვინმე.

წითელთმიანის დაღლილი სახიდან კი მხოლოდ ერთს ამოიკითხავდით. ერთი სული ჰქონდა, როდის გაეცლებოდა იქაურობას.
დაღლილი იყო გართობის იმიტაციით, ყალბი ღიმილით და გრძნობით, რომელიც გულ-მუცელზე მჟავას ასხამდა თითქოს.

წვეულებაზე თითქმის ყველამ იპოვა სასურველი წყვილი.
თითქოს დაწყვილებისთვის გამართეს ეს მასკარადი.
კიდევ ერთი ჭიქის და ღრმად ამოხვნეშების შემდეგ, ფეხზე წამოდგა წითელთმიანი.

Graffîtî   Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ