წვიმის წვეთები ფილტვებად იქცა.
გზა, სადაც თავისივე ნაბიჯების ხმა მკაფიოდ ესმოდა, წყლის ჭყაპუნთან ერთად, სანატრელი ჰაერი გახდა, რომლისკენაც თავგამოდებით მიილტვოდა.
დილით მარტოს გაეღვიძა.
უნივერსიტეტშიც თვალი არ მოუკრავს მისთვის და დღის ბოლოს, როცა ყველაფერზე გადაბიჯება და მიწერა გადაწყვიტა, კლავიატურაზევე გაეყინა, საბეჭდად მომზადებული თითები.
ის დერეფნის კუთხეში იდგა, ზურგით კედელთან და მასზე აკრულ სხეულს თავდავიწყებამდე ჰკოცნიდა.
გოგონა გამუდმებით ცდილობდა სხეულით კონტაქტს, მოურიდებლად.
დღის ბოლო იყო, არც არავინ ჰყავდა მათ მხურვალე სესიას მოწმე-შემფასებელი.
არავინ, გარდა იმ ერთისა, უკვე გაქცევის გეგმას, რომ ადგენდა თავში, უკან ფრთხილი ნაბიჯებით იხევდა, უჩუმრად სურდა გასცლოდა იქაურობას.
მისი იქ ყოფნის კვალსაც კი წაშლიდა, რომ შესძლებოდა.
ცრიდა, წვიმასაც ვერ უწოდებდით, მაგრამ ამ გრილი, ნოტიო ჰავის დამსახურება იყო, ჯერ კიდევ სიფხიზლეს, რომ ინარჩუნებდა ბიჭის გონება.
ჩქარი ნაბიჯით მიილტვოდა უნივერისტეტის ტერიტორიის დატოვებისკენ.
დროდადრო ხელს პირზე იფარებდა, წამოწოლილი ცრემლები, ღიად რომ არ გამოემზეურებინა.
ისევ თვალწინ ედგა კადრი, როგორ ეხებოდა ის გოგო მას, იქ, იმ ადგილს, რასაც ჯერ კიდევ წინა ღამით, თავისი სხეულით გრძნობდა, თავისი თვალებით ხედავდა, გონებაში სურვილის საწინააღმდეგოდ იბეჭდვადა, და მომავალი მოგონებებისთვის არეზერვებდა.ჯერ ისედაც გაურკვევლობაში აგდებდა თეჰიონის 'გამოხტომა', ისევ რომ უწითლებდა ლოყებს, ამაზე გაფიქრებაც კი და ახლა სულ მთლად უფსკერო ჭურჭელს დაემსგავსა მისი ფიქრები.
რას ნიშნავდა, თუ დღეს ეს უნდა ეხილა.
იქნებ არ უნდა ეხილა.
მერე რა მოხდებოდა?
თეჰიონი სახლში დაბრუნდებოდა, ვინ იცის იქნებ, წინა ღამე საერთოდ არ გაეხსენებინა.
მეტიც სასმელისთვის დაებრალებინა.
შემდეგ ისევ ივახშმებდნენ, როგორც 'ნამდვილი მეგობრები' აკეთებენ.
როგორც დაეჩვივნენ ბოლო ხანებში.
ფილმს უყურებდნენ და სასიამოვნო სიზმრებს უსურვებდნენ ერთმანეთს?
ისევ წინ გასწრებული, მომავლის წინასწარმეტყველება და დაჟინებული სიგნალის ხმა.
ČTEŠ
Graffîtî
Fanfikce01/07/2020-16/11/2020 -ცას თითქოს ფერი სამყაროსთვის უწილადნია, ცისფერ ყვავილებს დაეფარათ გარშემო მიწა.- 🗣️ ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნ...