ჯონგუკი ჯერ გაკვირებული, უყურებდა მას, შემდეგ კი სახეზე უნებლიე დამცინავი ღიმილი გამოესახა.
- სულ გაგიჟდი არა! რატომ გგონია რომ ამას გავაკეთებ?!
თეჰიონი ჯონგუკის გვერდით ჩამოჯდა. აკვირდებოდა მის სახეს, ამჩნევდა მის სახეზე აშკარა მღელვარებას, თუმცა ის ხომ ჯეონ ჯონგუკია, ყველაფერზეა წამსვლელი თავისი საყვარელი ადამიანებისათვის. ოდესღაც თვითონც ასე ეგონა თუმცა, როგორც ჩანს ყოველთვის არ მოხდება ის რაც გვინდა.
რამდენიმე წუთი აკვირდებოდა ჯონგუკის სახეს, ბოლოს კი საუბარი დაიწყო.- პირველი, ალბათ იმიტომ, რომ თუ ამას არ გააკეთებ ვიღაც მოკვდება😏
მეორე, ის რომ ვიცი რაზეც ხარ წამსველი, ძვირფასი ადამიანის გამო. ასე რომ ვფიქრობ არ გაქვს სხვა გამოსავალი.ის მართალი იყო, ჯონგუკი ფიქრობდა, რომ თუ მას შეეწინააღმდეგებოდა აუცილებლად შეასრულებდა თავის სიტყვას. მაგრამ
ვერ გაერკვია თუ რატომ თხოვდა თეჰიონი ამის გაკეთებას.ჯონგუკმა თავი ოდნავ ქვემოთ ჩახარა.
- რატომ... რატომ გინდა რომ ეს გავაკეთო?! ის არ გეყო, მიას რაც გაუკეთე?!ამჯერად გადაწყვიტე იგივე ჩემი ხელით გამაკეთებინო არა?!
- ოჰო, როგორც ჩანს მიხვდი რომ ეს მე გავაკეთე😏 არ იდარდო, იმის განმეორებას ნამდვილად არ ვაპირებ, რაც შენს ცოლს გავუკეთე. თამაში მთავარი პერსონაჟის გარეშე მოსაწყენია, ასე არ ფიქრობ?😈
ჯონგუკმა თავი მაღლა წამოწია, და მზერა ისევ მას გაუსწორა. მარტივად შეამჩნევდით მის თვალებში ბრაზს და მწუხარებას ერთად.
- ესეიგი... ეს მართლა შენ იყავი..._მართალია ის თავიდანვე ხვდებოდა, რომ მიას მკვლეობაში თეჰიონი იყო დამნაშავე, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც იტოვებდა იმედს, მისი უდანაშაულობისა. ახლა კი როდესაც თავისი პირით აღიარა, თეჰიონმა, ჯონგუკს სხვა გზა აღარ დარჩენოდა გარდა გაეკეთებინა ის, რასაც ეუბნებოდნენ.
KAMU SEDANG MEMBACA
༒︎ნამდვილი სისხლი༒︎
Romansa" ის უნდა შეიყვარო ვისაც უყვარხარ, სხვა შემთხვევაში დაიტანჯები."