აბა აღიარე!

549 87 15
                                    

ერთი კვირა გავიდა თითქმის და უმოძრაო გახდა ცხოვრება თითქოს.
საათის ისრებმაც შეაჩერეს სვლა და დროის იმ მონაკვეთში გაიჭედნენ, მაშინ იმ ორის ბაგეები, რომ შეერთდა პირველად.
ერთმანეთზე განრისხებულები დააბოტებდნენ, სრულიად უცნობებივით.
არ გრძნობდნენ დისკომფორტს გაცვლილი ამბორის გამო.
ცალ-ცალკე ერთ რამეზე ფიქრობდნენ, მაგრამ საერთო აზრამდე ვერ მიდიოდნენ. არც აპირებდნენ ფიქრების გაცვლას.
უფრო მეტად უჯინიანდებოდნენ ერთმანეთს.
აბა, რომელი გადადგამდა პირველ ნაბიჯს.
ერთმანეთს იწვევდნენ სასიკვდილო ბრძოლაში, ცეცხლოვან ტანგოს აქსოვდნენ მზერაში, და ტუჩების ღრეცვით შანის მოგებას ცდილობდნენ.
ოფლში იწურებოდნენ, სიახლოვეს ვერ უძლებდნენ, მაგრამ შორსაც ვერ რჩებოდნენ.
მთელი დღები არიდებდნენ თავს საერთო კამპანიას, მაგრამ დღის ბოლოს ისევ ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ, მდუმარე ვახშამს უწყობდნენ თავებს და ისევ ვნებების ქარცეცხლში გაცვლილი მზერით უსწორებდნენ თვალს სიზრებს.

წითელთმიანი დღემუდამ ჩაფიქრებული დადიოდა.
თეჰიონის ამგვარი ცვლილება აოცებდა და თან სასიამოვნოდ აოცებდა.
თამამი ნაბიჯები, რომელიც არც კი წარმოედგინა უფროსისკან, თვალწინ სპონტანურ კადრებად ცოცხლდებოდა, და ისევ როდის? კითხვაზე პასუხი, ისევ არ იყო.
არ შეიძლებოდა გამორჩენოდა თეჰიონის ლტოლვა, თუ ამას საერთოდ ლტოლვას დაარქმევდა.
ან იქნებ გამორჩა.
იმდენად იყო დაკავებული საკუთარი თავით. ბედნიერების დაკარგვა-ძიებით, იქნებ რაღაც გაეპარა.
წლებით უკან ახვევდა გონებაში კადრებს და ეძებდა დასაბუთებულ ფაქტებს, მიზეზის საპოვნელად.

კადრი ერთი_თეჰიონის მზრუნველობა. სითბო. სიტყვები, რომლებიც ყოველთვის უნერგავდა რწმენას. მისი ლიდერი იყო თეჰიონი. გაჰყვებოდა ყველგან, სადაც არ უნდა ეთხოვა.

კადრი ორი_თეჰიონის ნათქვამი მიყვარხარ, რომელსაც თავადაც გულით პასუხობდა. მაგრამ ამ სიტყვაში არასდროს უცდია, სხვა აზრის დაჭერა.

Graffîtî   Donde viven las historias. Descúbrelo ahora