უსიტყვო, უდაბნოსავით მშრალი პირი, გაფართოებული თვალები, მკერდში ძლიერი სიხშირით მოძრავი გული...
...და ბოლოს, ხელის გამოსტაცვის მცდელობა.
საბოლოო გვირგვინი, ამ არეულობის.მათ სხეულებს, ნახევარმთვარის ფორმა მიეღოთ.
მწოლიარე სხეული, თითქოს არაამქვეყნიური სინათლით იყო განათებული.
მჯდომარე სხეული კი, სრულ, უკუნ სიბნელეს მოეცვა.
მხოლოდ თვალებთან აკრისტალებული, უცნობი ელემენტები ჰმატებდა, სიცოცხლის ნიშანწყალს.
მოწოლილ ცრემლებს მიაწერა მწოლიარემ, ეს უცნაური ფორმის სხივები და მკაცრი სახე, რამდენიმე წამის წინანდელი შეუპოვრობა, სულ ატომურ ნაწილაკებად დაიშალა მის შიგნით.
სახე დაუთბა.კიდევ ერთხელ დაიჭირა, გასაწევად მომზადებული ხელი, მწოლიარე სხეულმა.
თავი გადააქნია ოდნავ.
უარყოფა.
არ გაშვების ჟესტი.
თვალები უკუნის ვარსკვლავებს მიაპყრო.
ორ ვარსკვლავს, ერთი მეტრის რადიუსიდან რომ უმზერდნენ და კიდევ ერთი ემოცია გაუკრთა თვალებში.
მუდარა.საკუთარ მკერდთან, მისივე ხელში მომწყვდეული, მისი ხელი, ნელი მოძრაობით ჩაიტარა მკერდზე.
თვალები ნელა მოხუჭა.
მუცელთან მიახლოებული ხელი, ცოტა ხნით იქ შეასვენა.
საკუთარი ხელი, მისი ხელის თითებში ახლართა, ოდნავ დაძაბა მტევნის კუნთები.
მსუბუქი ამოხვნეშება დასცდა ორივეს, როცა ერთმანეთზე გადაჯაჭვული ხელები საზარდულს მიუახლოვდა.
წამით, ისევ შეჩერდა მოძარობა.
არც სუნთქავდნენ თითქოს.
მწოლიარე სხეულის, უცნაურმა ნათებამ, მჯდომარე სხეულზე ჰპოვა გაგრძელება.
ნელი ტემპით მატულობდა სხივი და საბოლოოდ, მის სახეზე აირეკლა.
მოციმციმე კრისტალები, უფრო აციმციმდა.ფართოდ გახელილი თვალები, მოხუჭული თვალების პირისპირ აღმოჩნდა, უცებ.
თითქოს მათ წინააღმდეგ, მაგრამ მხარდასაჭერად.
ცხელი სუნთქვა ელამუნებოდა, მიახლოვებულ სახეს, სულ მილიმეტრები აშორებდა, ოდნავ შეღებულ ბაგეებს.
STAI LEGGENDO
Graffîtî
Fanfiction01/07/2020-16/11/2020 -ცას თითქოს ფერი სამყაროსთვის უწილადნია, ცისფერ ყვავილებს დაეფარათ გარშემო მიწა.- 🗣️ ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნ...