მშვიდად იძინე

516 91 21
                                    

ჯერ კიდევ ნახევრად გახელილ თვალებს, ოფლი ცვარად დაჰფენვოდა წამწამებზე.
გულაღმა გადმოტრიალებული, რკალისებრად აღიქვამდა გარემოს და ვერ გაერკვია, ეს ყოველივე ცხადად ხდებოდა, თუ მოზღვავებულმა ფანტაზიებმა თავისი ეფექტი იქონიეს, მის გონებაზე.
სიამოვნების პირველი ტალღა, ჯერ კიდევ ღრმად მძინარემ იგრძნო და გამოფხიზლების უფლებას არ აძლევდა თავს, მას შემდეგაც კი რაც თვალები გაახილა.
მშფოთვარე აზრები აშინებდა.
აშინებდა ფიქრი, რომ თვალს გაახელდა და მის გვერდით საწოლს, ისევ სიცარიელე შეავსებდა.
რომ ზმანება, რადაც აღიქვამდა იმ წამს.
რომ ზმანება, რომელიც უკიდეგანო სიამოვნებას ჰგვრიდა.
რომ ზმანება, სადაც იმ ერთადერთს შეიგრძნობდა, სადღაც გაუჩინარდებოდა.
დარჩებოდნენ ის, ღამე და სიცარიელე.

შემოდგომის ცივი ღამე იყო, მაგრამ მის სხეულში თაკარა ზაფხულს დაედო ბინა.
ოფლი უკვე დისკომფორტს იწვევდა.
წვის შეგრძნებას უჩენდა.
ქავილს.
მაგრამ კიდევ ერთხელ უარს ამბობდა ზედმეტ მოძრაობაზე.
ისევ შიშით, რომ მისი გაცოცხლებული ფანტაზია, ჰაერში აორთქლდებოდა და ლექად, მხოლოდ იმედგაცრუებას დაუტოვებდა.

"მშვიდად იძინე."

თვალებზე ხელი ჩამოუტარა, ზმანებამ მისმა.

ჩუმი სლუკუნი აღმოხდა სხეულს.
ხმა ვედრების და სურვილის, განცდილი სიამოვნება, სამუდამოდ გაგრძელებულიყო.

არ გაუძალიანდა.
თვალები დახუჭა.
დაძაბულ სხეულს, მოდუნების უფლება მისცა და მოჩვენებად ნაგრძნობი შეხება, კადრებად გააცოცხლა ფიქრებში.

ისევ იგივე გზას გადიოდა ხელები მის კანზე.
მკერდთან ჩერდებოდა, წრეებს ხაზავდა.
შემდეგ მუცლის ჩაღრმავებაზე ტოვებდა ლანდებს.
საცვლის ხაზს მთელი სიზუზტით მიუყვებოდა.
თითქოს ცდილობდა, დაეცვა საზღვარი.

Graffîtî   Where stories live. Discover now