2.2K 198 137
                                    


-კიდევ ერთხელ დაიწუწუნებ და ფანჯრიდან გისვრი, - თვალების ატრიალებით მოაცილა ფურცლებს ყურადღება თეჰიონმა და მის წინ მჯდომ ბიჭს გახედა. - შენი აზრით, რაიმეს გიშველის?

-რამდენიმე დღე დამრჩა, თე, - ისევ აგრძელებდა ბიჭი წუწუნს. - ნატურა მჭირდება, ასე ადვილად ვერ გავუშვებ ხელიდან ამ საქმეს.

-მერე, ბიბლიოთეკაში მოსვლა და ჩემთან წუწუნი საქმეს არ გამოასწორებს, - ისევ დახედა მის წინ დადებულ რვეულს თეჰიონმა. - მეც არ მაცდი წერას და შენც დროს კარგავ.

-აბა, რა გავაკეთო?

-მაგალითად, რომელიმე შენი კურსელი მოძებნე და სთხოვე. ამაზე ადვილი რა არის? - თვითონაც იცოდა, ასე ადვილი რომ არ იყო, მაგრამ რა ექნა? ეს სადიპლომო უნდა დაესრულებინა და რაც უნდა დიდი ყოფილიყო ჯონგუკისადმი მისი სიმპატია, მაინც არ ჰქონდა ახლა ამისთვის დრო.

-კარგად მაინც თუ დააკვირდი, რა უნდა დავხატო? თანაც, ბიჭი მჭირდება და რომელი ნორმალური დამთანხმდება ასე მარტივად ამაზე?

-ხოდა, ვინმე არანორმალური იპოვნე, მე შემეშვი.

-არადა, იცი, რამდენიხანია ასეთი კარგი საქმე არ გამოჩენილა? კარგად მიხდიან, როგორ გავუშვა ეს შანსი ხელიდან? ან სხვას როგორ ვუთხრა?

-ჯონგუკ, ბიბლიოთეკაში ამაზე საწუწუნოდ არ დადიან! თუ ღმერთი გწამს, გაჩუმდი და მაცადე ეს რაღაც ჯანდაბა დავასრულო!

მაგრამ არაფერმა გაჭრა, ჯონგუკი მაინც იმაზე წუწუნებდა, როგორ არ უნდოდა ეს საქმე ვინმესთვის გადაებარებინა, მაგრამ მაინც მოუწევდა, თუკი დღის ბოლომდე ვერავის იპოვნიდა. ახლა კი დღის ხუთი საათი იყო და დრო კიდევ და კიდევ უფრო მალე გადიოდა, ჯონგუკი დროში იწურებოდა და ვერავის პოულობდა, არადა, ხელიდან გასაშვები საქმე ნამდვილად არ იყო. თეჰიონი კი, თუკი დამატებით ხუთი წუთი მაინც გაჩერდებოდა ამ ბიჭთან ერთად, ჭკუიდან გადავიდოდა ან ამ ყველაფერს დახევდა, რაც წინ ედო ან კიდევ, ჯონგუკს დაუშავებდა რაღაცას.

Nature - .Taekook. 🍂Where stories live. Discover now