არც ისე დიდ სამყაროს მოიცავდა ჯონგუკი თავად, მაგრამ მისი სამყარო ყოველ დღე კიდევ უფრო იკლებდა, პატარავდებოდა.
მოლეკულურ ნაწილებად იშლებოდა მისი სურვილები და მხოლოდ ერთი, თეჰიონისკენ სწრაფვა იმატებდა მოცულობაში, სხვა სწრაფვების განადგურების ხარჯზე.
თითქოს ამოკვიატებად ექცა, ახლად აღმოჩენილი სამყაროსკენ გზის გაკაფვა.
კიმი მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ იმ ღამის შემდეგ, სამყაროდ, უსასრულობად იქცა.
შავ ხვრელად, რომელიც საფრთხის მიუხედავად, უფრო და უფრო იწოვდა.
ძალას აკარგვინებდა, უუნაროს ხდიდა.
საუკეთესო მეგობრის ცნება, რომანტიული სიყვარულის, ლტოლვის და ფანტაზიების სამყარომ ჩაანაცვლა.
და თუ აქამდე, არასდროს გაუაზრებია თავისი თეჰიონისადმი სიყვარულის, სხვა მხარე.
და თუ აქამდე, მხოლოდ მეგობრობის ფარდას ამოფარებული, მეგობრობის რბილ ბუმბულს თავშეფარებული, არც კი ცდილობდა სხვა მომენტის დაჭრას.
აქამდე, აღარ იყო აქამდე.
ჯეონ ჯონგუკისთვის, აქამდე აღარ არსებოდა.
ახლა მხოლოდ იყო_დღეს_და ეს_დღეს_ ყოველ დღე ახლიდან იწყებოდა.
მხოლოდ ის დღე და თეჰიონი."თანამედროვე არქიტექტურის საფუძვლები საკმაოდ აუჩქარებლად და გააზრეულად ყალიბდებოდა. მოდერნისტულ სტილში განვითარდა სამშენებლო სტილებისა და დეკორატიული ფორმები, სადაც ლითონის კონსტრუქციებს ორნამენტული ფანტაზიები ერთვოდა. მაგრამ მომავალი იმ წამოწყებებს ეკუთვნოდათ, სადაც... აააგჰ..."
ხმამაღლა წამოიყვირა წითელთმიანმა და სახელმძღვანელო, თანამედროვე არქიტექტურის ჩამოყალიბების შესახებ, ხმაურით დახურა.
უკვე მესამედ კითხულობდა ერთი და იგივეს. ჯერ მხოლოდ თვალით, შემდეგ ბუტბუტით, მალე ხმამაღალ კითხვაზეც გადავიდა, თუმცა შედეგი ისევ ნული და ჯონგუკის ნერვები გაღიზიანების მესამე ეტაპზე იდგა უკვე."რა?"
გაღიზიანებულმა შეუბღვირა ბიჭმა, დივნის კუთხეში მიყუჟულ თეჰიონს, რომელიც მოულოდნელი ქმედებისგან, გაკვირვებით შესცქეროდა უმცროსს.
YOU ARE READING
Graffîtî
Fanfiction01/07/2020-16/11/2020 -ცას თითქოს ფერი სამყაროსთვის უწილადნია, ცისფერ ყვავილებს დაეფარათ გარშემო მიწა.- 🗣️ ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნ...