ხმა სამოთხიდან

517 86 38
                                    

საკუთარ, კოცნით დაბუჟებულ ბაგეებს უმზერდა წითელთმიანი. კიდევ უფრო ახლოს იწევდა ანარეკლისკენ და ხედავდა გამოკვეთილ სისხლჩაგცევებს ტუჩებზე.
ისევ გრძნობდა თეჰიონის კბილებს, ისევ თავიდან განიცდიდა მტკივნეულ სიამოვნებას.
თითქოს ისევ იქ იყო, სახლის პარმაღზე, ერთადერთი საყრდენი კი თეჰიონის ხელები გახლდათ, წელზე რომ ჰქონდა შემოჭდობილი ძლიერად.
ისევ ესმოდა კოცნებს შორის ნათქვამი წყვეტილი სიტყვები.

"არავინ~ არავინ~ ჩემს გარდა~"

თითქოს ისევ კოცნაში ითრევდა უფროსი და უფრო მეტად ცდილობდა, თავისი კვალი დაეტოვებინა ბიჭის ბაგეებზე, რომელიც მისი აზრით, მხოლოდ მას ეკუთვნოდა.

ეს ეგოიზმი იყო.
ხმამაღლა ამოთქმული ეგოიზმი, მაგრამ ჯონგუკი თანახმა იყო, გაჰყოლოდა ამ ეგოიზმით გაკვალულ გზას.

ყოველ შეხებაზე თავადაც რწმუნდებოდა, რომ არ სურდა, სხვა ასე შეხებოდა.
არ სურდა ეგრძნო, როგორ აასრიალებდა სხვა თავის ხელებს მის სხეულზე.
კოცნის შემდეგ თვალებში უყურებდა თეჰიონს და ფიქრობდა, რომ არ სურდა სხვის თვალებს ემზირათ ასე მისთვის.

საპირისპირო ეგოიზმი არც არსად წასულა მასში.
უფრო ნათლად ხედავდა თითქოს, მესაკუთრეობის დემონს საკუთარ თავში.

თუ თეჰიონი უნდა ყოფილიყო უფალი მისი სხეულის, თავადაც სურდა ყოფილიყო ერთადერთი თეჰიონისთვის.

... და მოიშორა იგი.

"ასე გაღიზიანებს იმის წარმოდგენა, როგორ მეხება სხვა?"

თეჰიონი ისევ იწევდა საკოცნელად, მაგრამ ვერ აღწევდა სასურველ მიზანს.

"შენივე შხამი იგემე მაშინ..."

საკუთარი სხეული გამოსტაცა უფროსს და მას შემდეგ იყო, იქ რომ იდგა,
საკუთარი ანარეკლის პირისპირ.

არც ისე დიდმა ხანმა განვლო, ამ შემთხვევიდან.
თეჰიონს დაჩვეულ ქცევაში, მცირე დეტალიც არ შეუცვლია.

Graffîtî   Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ