ბევრი საიდუმლო ჰქონია ბავშვობიდან.
მისი საიდუმლო იყო, სიბნელის გადაულახავი შიში, რომელსაც ზრდასთან ერთად, მამაცურად ებრძოდა და შემდეგ ამაყობდა თავისი მიღწევებით.
მისი საიდუმლო იყო, აბეზარი მეზობლის ჭერში ვირთხის შეშვება და ამით სამაგიეროს გადახდა, ყველა იმ აკრძალვებისთვის, რასაც ეს უკანასკნელი, პატარა ბიჭს უყენებდა.
მისი საიდუმლო იყო, ცუდი სიზმრის შემდეგ, რომ ტიროდა.
მისი საიდუმლო იყო ისიც, რომ არ ეგულებოდა ადამიანი სამყაროში, ვისზეც იტყოდა, რომ მთელი გულით უყვარდა. გარდა ერთისა.
და ამ საიდუმლოების სკივრს, მხოლოდ ერთი ადამიანი ინახავდა.
და ახლა ეს ადამიანი გახდა, ყველაზე დიდი საიდუმლოს თანაზიარი.პირველად ესმოდა ამ ადამიანისგან სიტყვები_ეს არავინ უნდა გაიგოს.
პირველად გახდა ეს ადამიანი, რაიმეს დამალვის ინიციატორი.
და ჯონგუკს ამის საიდუმლოდ შენახვის იდეა კი არ აძრწუნებდა, არამედ მიზეზი. რატომ სურდა თეჰიონს ამ ყოველივეს დამალვა.
თავი ყოყმანით დაუქნია უფროსს.
ფრთხილად წამოდგა საწოლიდან.
ნელი ნაბიჯებით გაიარა მოკლე გზა აბაზანამდე.
ყველაზე მნიშვნელოვანი ღამე, ყველაზე უმნიშვნელოდ ეჩვენებოდა დილით და ეს აშინებდა.
"საუზმობას მოვასწრებთ."
უკვე მოტაფული კვერცხით და ხის კომზით დახვდა საზარეულოში თეჰიონი.
ღიმილით.
და ეს ღიმილი პირველად არ უყვარდა ჯონგუკს.
მეტიც აღიზიანებდა.
გულს ურევდა.
სკამი გამოსწია და ფრთხილად დაჯდა.
ოდნავ შეიშმუშნა.თეჰიონი თვალს არ აცილებდა წითელთმიანს.
ტაფა ისევ გაზქურაზე დადო და ბიჭთან ჩაიმუხლა.
KAMU SEDANG MEMBACA
Graffîtî
Fiksi Penggemar01/07/2020-16/11/2020 -ცას თითქოს ფერი სამყაროსთვის უწილადნია, ცისფერ ყვავილებს დაეფარათ გარშემო მიწა.- 🗣️ ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნ...