ხელოვნური სუნთქვა

506 86 17
                                    

სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ურთიერთობამ, რომელსაც მეტასტაზებივით მოსდებია უკვე ავადმყოფობა.
შხამი ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად ჯდება უჯრედებში და ვირუსისთვის დამახასიათებელ თვისებებს ავლენს.
სანამ უცხოა, მას ორგანიზმი არ ებრძვის.
ვერ აღიქვამს საშიშად.
და როცა მასთან ბრძოლას იწყებს, უკვე გვიანია.
სოციალიზაციის ნაცვლად, ვირუსს დაპყრობილი აქვს, ყველა სასიცოცხლო ორგანო და ყველაზე სუსტ ადგილს, მთელი ძალებით ურტყამს.

ბრძოლას იწყებ, მაგრამ გვიანია.
სუნთქვა გირთულდება, მაგრამ საკმარის ჟანგბადს, ვერას გზით იღებ.
თვალები გებინდება, მაგრამ სინათლის სხივი უკვე ჩამქრალია.
ეძებ თავის დაღწევის გზების ძიებას, თუმცა დამეწყრილ გზებზე, ბილიკის გაყვანა გიჭირს.
ბოლოს ნებდები.
ცხოვრების უხილავ აპარატზე აერთებ შენივე სხეულს, შენივე აკანკალებული ხელებით და ცდილობ, ცოტა კიდევ, სულ ოდნავ, გაიხანგრძლივო სიცოცხლე.
ამ გაუგებრობაში კი შენს ირგვლივ ყველაფერი ვითარდება, მხოლოდ შენს გარეშე.
შენ იგივე წუმპეში რჩები და ნაცვლად მაშველის გამოგზავნისა, შენი ცხოვრება დაგცინის.
მეტი ინტენსივობით უშვებს, მას, ვინც უფრო მეტად გძირავს წუმპეში.

ხელოვნურ სუნთქვას უტარებ საკუთარ ფილტვებს.
იმასაჟებ გულს, სიმძიმის შეგრძნება რომ უფრო იმატებს მასზედ.
მაგრამ ისევ არაფერი.

ბოლოს ზიხარ და უყურებ სხვის ბედნიერებას, საკუთარი ბედნიერების ხარჯზე.
უკან ვერ იხედები, რადგან უკვე საკმაოდ იცხოვრე წარსულის იმედებით.
ვერ იხედები, რადგან იცი, სწორედ იქ , წარსულის განსხეულების ლოდინში დაუშვი შეცდომა.
ახლა გრცხვენია, საკუთარი თავის გრცხვენია და როცა უკვე სხვაზე გადაბრალებასაც ანებებ თავს, საკუთარ სირცხვილს უფრო მწველად გრძნობ სახეზე.

ვერავის უმხელ რომ გიყვარს, რადგან ამ სიყვარულისიც გრცხვენია უკვე.
ერთ დროს, ამით ამართლებდი საკუთარ დაუდევრობას, მაგრამ ახლა ვეღარც ამას შვრები.

Graffîtî   Место, где живут истории. Откройте их для себя