უნივერსიტეტის კედლები მის ირგვლივ ვიწროვდებოდა.
თავი კუბში გამოკეტილი არსება ეგონა, რომლიც თანდათან სწყვეტდა არსებობას.
კუბი, მოძრავი კედლებით.
ყოველი კედლის მოახლოვება, უფრო ამცირებდა მანძილს სიცოცხლის საზღვართან და სადაც იყო გადადგამდა ნაბიჯს უსასრულობისკენ.
უსულოდ მიესვენა, თავის სიკვდილის მანქანას იმ წამს.
გრძნობდა, როგორ ვიბრირებდა მის თავში, რაღაც გაურკვეველი მექანიზმი, რომელიც მის წარმოდგენას მოძრავ კედლებზე, უფრო რეალურს ხდიდა.
სუნთქვის გახშირება, მაგრამ ისევ არასაკმარისი ჰაერი.
ჯიმინის სიტყვები და სიმართლე, სიმძიმის ეფექტით."სასაცილო ხარ კიმ თეჰიონ. ნამდვილი კლოუნი.
ყველაზე თვალთმაქცი ადამიანი და არასაიმედო მეგობარი.
ბრაზობ? მიზეზი?
გეუბნები, რომ ის ამას არ იმსახურებს და შენ მხოლოდ ის გაღელვებს, როგორ გავიგე?
თვალები ბრაზით გენთება, მარტო იმიტომ რომ გგონია ჯონგუკმა მითხრა.
შენი თვალები ახლა სინანულით უნდა იწვოდეს და სევდით, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ მის თვალებში ამოვიკითხე, მაგრამ ნაცვლად ამისა, ბრაზობ.
არა, ჯონგუკს არაფერი უთქვამს. თვეებია ვევედრები გამიზიაროს, რაზე ფიქრობს, მაგრამ არაფერს ამბობდა.
ახლა გიყურებ და ვხვდები რატომაც.
შენ მას მარტო ტანჯვის უფლება მიეცი და ამით ვერ იამაყებ კიმ თეჰიონ.
შენ ვერც იმით იამაყებ, რომ ასეთ არაჩვეულებრივ ადამიანს უყვარხარ, რადგან დაკარგავ და მხოლოდ სინანული დაგრჩება გზაზე."სიტყვები, რომელიც ალბათ ერთი საათის წინ უთხრა ჯიმინმა, ექოსავით მეორდებოდა მის გონებაში და მიუხედავად სიტყვების ჭეშმარიტებისა, მიუხედავად ტანჯვისა, რასაც გრძნობდა, კიდევ იმის იმედს უნერგავდა თავს, რომ არ დაკარგავდა.
ჯონგუკი არ მიატოვებდა.
მაგრამ იმას კი არ ფიქრობდა
დანაშაული გამოესყიდა.
გამოესწორებინა თავისი შეცდომები.
გამოესყიდა ცოდვები.
არა!
უიმედო იმედს მოებღაუჭა.
თავს ძალა დაატანა და ფეხზე წამოდგა.
ნელ-ნელა შეწყვიტა კედლებმა შევიწროვება.
ვიბრაციაც შეწყდა მის თავში და ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა სუნთქვა.
ბუნდოვანი ხედვა გაეწმინდა, კედელს მოსცილდა.
ნაბიჯი გადადგა და გადაწყვიტა დამშვიდებულიყო.
მალე ისევ ნახავდა ჯონგუკს.
ისევ ეტყოდა, რომ უყვარდა.
ისევ სთხოვდა პატიებას.
მაგრამ არაფერი შეიცვლებოდა.
ყველაფერი ისე გაგრძელდებოდა, ისე... ისევ ისე...
STAI LEGGENDO
Graffîtî
Fanfiction01/07/2020-16/11/2020 -ცას თითქოს ფერი სამყაროსთვის უწილადნია, ცისფერ ყვავილებს დაეფარათ გარშემო მიწა.- 🗣️ ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნ...