ეს თუ არა, ბედისწერა სხვა გზას იპოვნიდა

535 87 15
                                    

შენიშვნა:

ეს იტორია დაიწყო თეჰიონის სიტყვებით.
სწორედ იმ სიტყვებით, რომლითაც წინა თავი დასრულდა.
რამდენიმე ხნის წინ აღვნიშნე და ახლაც განვმეორდები, რომ უცნაურად აწყობილი ისტორიაა და ასევე უცნაურად გრძელდებოდა მთელი წინა თავები.
ჯერ დაიწყო აწმყოთი, სადაც ვხვდებით, როგორც ჯონგუკის ასევე თეჰიონის განცდებს დაშორების პერიოდიდან.
იქვეა ნახსენები, რომ რვა წელია გასული იმ მოვლენებიდან, რომელიც იტალიური შიფტითაა დაწერილი და აღნიშნავს წარსულს.
ანუ თქვენ თავიდანვე გქონდათ სპოილერი, რა მოხდებოდა მათ შორის ამ ხნის მანძილზე.
ხო, უცნაირია, როცა წინასწარ იცი, რით დაასრულებენ.
თუმცა ამას მგონი რომ ბევრი არ დაკვირვებია.
ასევე, რატომ ჰქვია ფიქციას გრაფიტი.
ჯერ ერთი, რომ მასზე არსებული წარწერა
სიცოცხლე საზიზღრობაა
და პასუხი
არა, სიცოცხლე მეშვენიერია.
ორი უდიდესი მესიჯი, რასაც ატარებს თავის თავში ეს ორი წარწერა.
ყველაფრის მიუხედავად, ყველა ტანჯვის თუ ვარამის მიუხედავად, არასდროს იფიქროთ, რომ სიცოცხლე საშინელებაა.
სანამ ცოცხლობ, ყოველთვის გაქვს რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლის შანსი.(ვინმესთვის ალბათ ბანალურია, თუმცა ჩემთვის არა.)
და მეორე მიზეზი, სწორე გრაფიტმა შეახვედრა ისინი ერთმანეთს ისევ.
საჭიროდ ჩავთვალე ეს განმარტება გამეკეთებინა, რათა უკეთ გაგეგოთ.
გრაფიტი გახდა მათი ჩანგრეული ხიდის, ისევ აღდგენის საძირკველი.
ერთი, რომელიც უბრალოდ თავის გულის ტკივილის კედელზე გადატანით, შვებას ეძებდა და მეორე, რომელიც ცდილობდა "ვიღაცის" ცხოვრება უკეთესობისკენ შეეცვალა.
ორივეს მიზეზი ერთმანეთი იყო, ისე რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
პოლუსები შეერთდა.
იმედი მაქვს სწორად განვმარტე სათქმელი.
ახლა კი ახალი თავი დავიწყოთ ^_^

<>


ისევ უსუსურობის შეგრძნება დაეპატრონა.
ისევ პატარა არსებად იგრძნო თავი.
ისევ აღმოჩნდა გოლიათების ქვეყანაში და ერთ-ერთი გოლიათი, მის მირთმევას აპირებდა სადილად.
ისიც კი წარმოიდგინა, რომ უზარმაზარ კოვზზე იყო შემომჯდარი, ბოსტნეულის წვნიანი ერტყა გარშემო და დიდი, არა, უზარმაზარი ხახადაფჩენილი არსება, სადაც იყო შთანთქავდა მის მთელს არსებობას.
სახლის კარამდე, სულ მთლად დაბინდული მზერით მიაღწია.
საკეტსაც ძლივს მოარგო გასაღები.
აცახცაცებულ ხელებს ვერაფრით იოკებდა.
სახლში შესული, კარს მიეყრდნო და იქვე ჩაიკეცა.
ცოტა გაუადვილდა სუნთქვა.
საკუთარ მუხლებს ეხვეოდა და ამ ორ ძვალს შორის ჩაერგო თავი.
რეალობა არ არისო, უმწეოდ უმეორებდა საკუთარ თავს, მაგრამ აბა როგორ შეიძლებოდა სიზმარი ყოფილიყო ეს ყოველივე.
როგორ შეიძლებოდა, მხოლოდ მოჩვენება ყოფილიყო, როცა ასე ნამდვილად იგრძნო მისი ტუჩები ისევ.
როცა მისი სისხლის გემო ახლაც ნერწყვთან ერთად უთამაშებდა პირის ღრუში.
არ შეეძლო დაშვება, ისევ უუნარობას დაერია ხელი მისთვის, მაგრამ ვერც ძალას პოულობდა ფეხზე წამოსადგომად.
ამდენი დრო გავიდა, მას კი ჯერ თავის თავში ვერ მოეძებნა ძალა.
ძალა, მის გადასაყვარებლად.
ყოველ დღე უფრო მეტად უყვარდა და უფრო მეტად სძულდა.
დღეს კი როცა ისევ აჩრდილივით გამოეცხადა, კიდევ ერთხელ დარწმუნდა თავის გრძნობებში.
ისევ სტკიოდა და ამ ტკივილს, ვერსად გაექცეოდა.
ვერ უპოვნიდა წამალს, რადგან ის, თავად ის იყო ანტიდოტი, თავისივე შხამის.
რაც კლავდა, ის აცოცხლებდა და განა იყო ამაში რაიმე კარგი?

Graffîtî   Where stories live. Discover now