შევსებული სიცარიელე

504 85 3
                                    

საკომფერენციო დარბაზი ბრძოლის ველს დამსგავსებოდა.
ბრძოლა კი იარაღის გარეშე, მხოლოდ სიტყვების და მოსაზრებების გაცვლით მიმდინარეობდა.
არქიტექტურული კომპანიის პროექტი, რომელიც ინოვაციური სიტყვა იყო მათ საქმეში, დიდი განხილვის საგნად ქცეულიყო იმ წამს.
მოიგო ტენდერი, შემდეგ კი საშუალება მისცე ახალბედებს, შენს ნაცვლად შეადგინონ მთელი მაკეტი, თავის დანახარჯების გადანაწილებით, ცოტა უიმედო ეჩვენებოდა კომპანიის აქციონერთა მცირე ნაწილს.
სწორედ ისინი იყვნენ, ახლა რომ იჯდნენ და ხმამაღლა გამოთქვამდნენ პროტესტს, სამი არჩეული კანდიდატის შესახებ, რომელთა პროექტებიც საუკეთესოთა რიცხვში მოხვდა და ახლა უნდა გადაეწყვიტათ, იმ ერთადერთის ვინაობა, რომლის შესრულებული სამუშაოს მიხედვით წარმართავდნენ მშენებლობას.

"საზოგადოების ყურადრება ჩვენსკენაა მომართული, ხომ ეს გვინდოდა. ახალი სიტყვა გვეთქვა.
ვთქვით. ახლა დროა მოვრჩეთ ამ თამაშს."

ამბობდა ერთ-ერთი აქციონერი.

"ჩვენივე პროექტი წარვადგინოთ, სადაც ზუსტადაა განსაზღვრული ხარჯები, მომგებიანია და ერთ-ერთ ფიქტიურ მონაწილეს მივაწეროთ პროექტის ავტორობა. ამით ხმაურს და პროტესტს ავირიდებთ თავიდან."

ამატებდა მეორე აქციონერი, რომელსაც ხელები მუშტად შეეკრა და მაგიდაზე დაელაგებინა.

"კარგია, ცბიერება საჭიროა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენმა გეგმამ გაამართლა. შეგვეძლო მაგ ხერხისთვის იმ შემთხვევაში მიგვემართა, თუ უსარგებლო პროექტებს წარმოადგენდნენ, მაგრამ სახეზე ახალი არაჩვეულებრივი იდეები გვაქვს, რომელიც სულ ოდნავ საჭიროებს დახვეწას. ამიტომ ბატონო ლი, ბატონო სუ ვაფასებ თქვენს აზრს, მაგრამ როგორც მთავარი აქციონერი, არ ვაპირებ დასახული მიზნიდან გადახვევას."

მაღალმა მამაკაცმა წარმოთქვა მკაცრად და მზერა ეკრანზე გამოსახული მაკეტისკენ მიმართა.

Graffîtî   Where stories live. Discover now