Untitled part

1.1K 119 288
                                    

საშინელებაა, როდესაც ზეცაში დაფრინავ, ოცნების კოშკებს აგებ, საბოლოოდ კი მიწაზე მწარედ განარცხებენ.

დიახ, ეს მე ვარ. პაკ ჯიმინი. ომეგა, რომელსაც უამრავი ოცნება ჰქონდა მომავალში, ახლა კი ზის მიყუჟული თავის პატარა ბინაში და ცდილობს მოთქმა დაიწყოს იმის გამო, რომ სიცოცხლის დასრულებამდე მხოლოდ ერთი თვე აქვს დარჩენილი.

სწორია, ვკვდები და რატომ.

ერთ მშვენიერ დღეს, ჩემმა საუკეთესო მეგობარმა და ალფა, კიმ სოკ ჯინმა, უეცრად გადაწყვიტა რომ მჭირდებოდა ანალიზების ჩატარება. მხოლოდ იმიტომ რომ ბოლო შემოწმება სამი წლის წინ მქონდა გავლილი.

- შენ ეს გჭირდება, ჯიმინ. დამიჯერე. რატომ ჯიუტობ. უბრალოდ ანალიზებია, ჩაიტარებ და მორჩა. რამე თუ არ გჭირს, იმაში მაინც დარწმუნდები რომ ჯანმრთელი ხარ,- სოკჯინს ამრეზით გადავხედე, ჩემს ხელში მოთავსებული გამხმარი ტოსტი კი პირდაპირ მას ვესროლე.

- შიგ ხომ არ გაქვს. ჩემი სახე რომ დაამახინჯო, ცოცხლად დაგმარხავ,- შემომიღრინა გაბრაზებულმა. ტოსტი კი უკან ისროლა. მიზანში რომ მაგარი იყო ამას ყოველთვის აღვნიშნავდი, რა თქმა უნდა, ირონიულად, რადგან მთელი ოცი სანტიმეტრით ამაცილა და ჩემი თავის ნაცვლად ფანჯარას მოხვდა, შემდეგ კი დაბლა გადავარდა. ცოტახანში კი გავიგეთ ვიღაც კაცის ყვირილი და გინება. წამით გაშტერებულები შევცქეროდით ერთმანეთს, შემდეგ კი ორივეს სიცილი აგვიტყდა.

- მე უნდა წავიდე ახლა. შენ იფიქრე ამაზე, მაგრამ რა არის საფიქრელი, არ წამოხვალ და ძალით წაგათრევ. მამაშენმა შენი თავი მე ჩამაბარა,- დამპლურად გამიღიმა და კარები გაიკეტა.

- დამპალი, მუდამ აღგზნებული ალფა,- გამოვცერი კბილებში და კარებს ფეხი მივარტყი. ჩემს ოთახში გადავინაცვლე, რომელიც მუდამ არეული იყო. ფარდა მთლიანად გადავწიე, მაშინვე შემეგება ჩემი სიმპატიური მეზობლის ფანჯარა. ფარდა მასაც გადაწეული ჰქონდა, ნახევრად, მაგრამ მაინც შემეძლო მისი მოშიშვლებული ზურგის დანახვა. საწოლზე იწვა, უეცრად წამოხტა, მეგონა ზებუნებრივი ძალები ჰქონდა და ზურგიდან დამინახა თუ როგორ ვუყურებდი, მაგრამ შევცდი. თურმე ვარჯიშობდა.

Big MistakeWhere stories live. Discover now