თავი 3

530 31 1
                                    


•10 სექტემბერი, ორშაბათი, 12:53•
-სოფია, გაიღვიძე. პირველი საათი ხდება, რაღა დროს ძილია! გათენდა-მაღვიძებს დილით დედა.
-აუუ დედა რაიყო რა! არდადეგებია ჯერ კიდევ! იქითა ორშაბათს არ იწყება სკოლა?(სოფია)
-კი,მაგრამ უნდა მიეჩვიო დილითა დრე გაღვიძებას და მალევე დაძინებას. სკოლიდ დროს მალე ვერ ადგები!-მითხრა და საბანი გადამხადა.
-აუუ კაი რაა!-აღარანაირი შანსი მქონდა, ამიტომ ავდექი. აბაზანაში შევედი, მოვწესრიგდი. დღეს აუცილებლად უნდა გავისეირნო სადმე. მეორე დღეა რაც ნიუ-იორკში ვარ და ჯერ არ გავსულვარ არსად მარტო. თან იქნებ ვინმე ვნახო და გავიცნო ახალი მეგობარი. მეგობარზე გამახსენდა, ნიკს მივწერ. ცოტა ხანი ნიკს ვწერდი. მერე ტანსაცმელი ჩავიცვი. ლურჯი პერანგი, ჩვეულებრივი ჯინსები და შავი ქონვერსები ჩავიცვი, თმა მაღლა ავიწიე და სათვალეები გავიკეთე. ცოტა მაკიაჟიც გავიკეთე. საუზმის ჭამა სახლში არ მინდა, მაკდონალდსში გავივლი.
-დედა, წავედი მე.(სოფია)
-სად მიდიხარ, თანაც მარტო?(დედა)
-ცოტას გავისეირნებ, მერე გავივლი მაკდონალდსში და შევჭამ რამეს. მალე მოვალ,არ ინერვიულო (სოფია)
-კარგი და რომ დაგირეკავ, მაშინვე მიპასუხე, არ მანერვიულო!(დედა)
-კარგი, კარგი ხო! წავედი მიყვარხაარ (სოფია)
-ფრთხილად იარე მეც მიყვარხარ (დედა)
ძლივს გამოვედი. მანქანით წავიდე თუ ფეხით გავისეირნო? მოდი ამჯერად ფეხით წავალ. ჯერ მაკდონალდსში წავალ. ალბათ ბიგ მაკს შევუკვეთავ, ნაყინსაც მშვენივრად დავაყოლებ. საჭმლის ჭამის შემდეგ წამოვედი მაღაზიებში. ვაიმე, რამხელა მოლია! აქ დავიკარგები! აი წიგნების მაღაზია. ჰმმ... რომელი წიგნი ვიყიდო? ისე ორი წიგნის ყიდვა მინდა: "ორეული" და "დომენიკა და საიდუმლო ქალაქი". როგორც გავიგე, საინტერესო წიგნებია. "ორეული" გოგონაზეა, რომელსაც ბოროტი "კლონი" ჰყავს. "დომენიკა და საიდუმლო ქალაქი" კი 15 წლის გოგონაზე, რომელსაც სიარული არ შეუძლია. ერთ დღესაც გაიღვიძებს ტყეში სადაც სიარული შეეძლება. იქ უამრავ ჯადოსნურ არსებას ნახავს. წიგნები ვიყიდე და მაღაზიიდან გამოვედი. ახლა H&M-ში შევალ. მგონი კარგი ტავარი მიიღეს კი მართლაც კარგი ტანსაცმელებია რამდენიმე ჰუდი, მაისური და შარვალი ვიყიდე და გამოვედი. ძალიან დაღლილი ვიყავი ამიტომ გადავწყვიტე ავტობუსით წავსულიყავი სახლში. არ მინდოდა რომ დედას მძღოლი გამოეშვა, უბრალოდ როგორც ნორმალური ადამიანი, ისე ვიხმარ ავტობუსს. ავედი და ცარიელი ადგილი დავინახე. ფანჯარასთან დავჯექი. სადღაც 2 წუთში ამოვიდა ვიღაც ბიჭი და ჩემს გვერდით დაჯდა.

გთხოვ არ დახუჭო თვალებიWhere stories live. Discover now