(თავი 4)
•17 სექტემბერი, კვირა, 11:31 AM•
ხვალე სკოლაა. მგონი ასე არცერთ სკოლაში გადასვლაზე მინერვიულია. ვიცი რომ ეს ჩემი ბოლო სკოლაა, ბანკეტიც და გამოსაშვებიც აქ მექნება. დღეს უნდა წავიდე საყიდლებზე. აბაზანაში შევედი, მოვემზადე და დაბლა ჩავედი. საუზმე დამხვდა: ტოსტი და ყავა.
-დე, დღეს საყიდლებზე წავიდეთ, ხვალისთვის მინდა ტანსაცმელი.(სოფია)
-კარგი, წავიდეთ. შეგვიძლია ფსიქოლოგიც ვნახოთ, მგონი ვიცი ერთი. ძალიან კარგად გამოსდის ეს საქმიანობა.(დედა)
-ხო კაი გავიაროთ.(სოფია)
საჭმელი შევჭამე, ავედი ოთახში და ტანსაცმელი ჩავიცვი. უბრალო შავი მაისური და ჯინსები ჩავიცვი. ფეხზეც ჩავიცვი და წასასვლელად გავემზადე. გადავწყვიტე ნიკისთვის მიმეწერა:
*ნიკ, როგორ ხარ? რა ხდება ახალი შენსკენ?*
*სოფიაა, კარგად ვარ. შენ როგორ ხარ?*
*რავი მეც კარგად ვარ. ხვალე სკოლა მეწყება და ისე ვნერვიულობ რომ ასე არცერთ სკოლაში გადასვლაზე მინერვიულია*
*რა განერვილებს კარგი რა, ეს შენი სკოლის ბოლო წელია, ანუ საუკეთესო წელი მერე კოლეჯი და ამბები*
*ხო, რავი. კაი წავედი, ტანსაცმელები უნდა ვიყიდო ხვალისთვის *
*კაი მიდი, აბა შენ იცი წარმატებები ხვალ, უი ხო, დღეს დაგირეკავ საღამოს, რაღაც უნდა მოგიყვე*
*მადლობაა კაი დამირეკე, მეცლება აუცილებლად*
დედამ დამიძახა და დაბლა ჩავედი. მალევე სახლიდან გავედით და მანქანაში ჩავსხედით. დედამ კი ლაპარაკი დაიწყო:
-სოფია, გავარკვიე და აქვს ცხოვრობს ძალიან კარგი ფსიქოლოგი. ყველაფერში დაგეხმარება და კარგად გაგიგებს. ოღონდ ჯერ ვერ მიხვალ, სადღაც 1-2 კვირა არ სცალია, ქალაქიდან გადის. მითხრა, რომ როგორც კი ჩამოვა, მისვლა შეგეძლება.(დედა)
-კარგი, მარა მანამდე რომ სხვა მყავდეს? თან სკოლა იწყება და ვინ იცის, იქნებ რაიმე პრობლემები შემექნას.(სოფია)
-ჩემი აზრით, ჯობს თუ რაიმე მოხდება, მაშინ მიხვიდე, თორე სირცხვილია ჯერ სხვასთან მივიდეთ და მერე წამოვიდეთ და ამ ქალთან მივიდეთ.(დედა)
-კარგი, მგონი ეგრე ჯობს(სოფია)
მალევე მივედით მოლთან. ზუსტად არ ვიცოდი რისი ყიდვა მინდოდა, რაც შემხვდებოდა იმას ვიყიდდი. პირველი შევედით H&M-ში.
-სოფია, ნახე რა ლამაზი მაისურია. ეს აიღე, მოგიხდება.-მითხრა დედამ და ჩვეულებრივი თეთრი ჯემპრი გამომიწოდა, მართლაც ლამაზი იყო.
-კი მომწონს, მარა დაბლა რა ჩავიცვა, ამას რომ მოუხდეს?-ვთქვი და მოყვითალო კომბინიზონიდ კაბა დავინახე-მგონი ეს უნდა მოუხდეს!
-ხო, ძალიან ლამაზია. კიდე რამის ყიდვა გინდა?(დედა)
-ამ.. რავი ფეხსაცმელს ვიყიდი, თეთრი ფეხსაცმელი მინდა(სოფია)
-კარგი წამოდი, ვიყიდოთ ესენი და ფეხსაცმლის მაღაზიაში შევიდეთ (დედა)
მივედით სალაროსთან, ვიყიდეთ და მაღაზიიდან გამოვედით. გამოიცანით რა! ის ბიჭი შემხვდა, ავტობუსში ბოლო ხმაზე რომ უსმენდა მუსიკას! ამჯერად მარტო არ ყოფილა, ვიღაც გოგოსთან ერთად იყო, თითქოს აქამდე ნანახი მყავდა, მაგრამ ვერ ვიხსენებდი ვინ იყო. ალბათ შეყვარებულია მისი. გვერდზე ჩავუარე და გამომხედა, ერთმანეთს თვალი-თვალში გავუყარეთ. მანამ არ შევედით მაღაზიაში მე და დედა, მანამდე არცერთმა მოვაშორეთ ერთმანეთს თვალები. ფუ, საზიზღარი. მაღაზიაში შესვლისთანავე შევნიშნე თეთრი კეტები. სადა, მაგრამ მაინც ლამაზი იყო.გადავწყვიტე ეგ ამეღო. სახლში წასვლა გადავწყვიტეთ, ჩავედით და მანქანაში ჩავსხედით. მალევე მივედით. ვჭამე და ოთახში ავედი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ამიტომ ხატვა გადავწყვიტე, მივედი ჩემს სამხატვრო ოთახში და დიდი ტილო გადმოვიღე. მოლბერტზე დავდე და მოვიმარჯვე ფუნჯი, საღებავებიც გვერდზე დავიდე. პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ არ ვიცოდი რა დამეხატა. აქამდე სულ მომდიოდა აზრები, ახლა კი სულ გამომელია. მალევე მომაფიქრდა და გადავწყვიტე წვიმაში მოსიარულე გოგონა დამეხატა, რომელსაც ქოლგა უჭირავს და ძალიან, ძალიან დაფიქრებული დადის. მაგრამ არავინ იცის ის რაზე ან ვისზე ფიქრობს, რა აწუხებს, რა ტრიალებს მის თავში. ნახატი თითქმის დამთავრებული მქონდა,როცა ნიკმა დარეკა FaceTime-ით.
*ჰეი, ნიკ როგორ ხარ?*
*კარგად შენ?*
*მეც კარგად. რაღაც უნდა გეთქვა ხო?*
*ხო. იცი, მე და ამელია დავშორდით, ვიღაც სხვა უყვარდა, რომელიც ნიუ იორკში ცხოვრობს. ამელიაც მანდ გამოიქცა. კარგია მალევე რომ მოვიშორე, რად მინდა მაგისნაირჯ შეყვარებული.*
*უი, არადა არ ჩანდა ასეთი გოგო. ყოველ შემთხვევაში, მასეთი ადამიანი არ გჭირდება ცხოვრებაში და ბევრად უკეთესს გოგონებს იპოვი*
*მართალი ხარ. კარგი, მოდი მოვედვათ ჩემზე ლაპარაკს და შენზე მომიყევი, როგორ მოგწონს მანდ? ვინმე ხოარ გაიცანი?*
*რავი, კარგია. ძალიან ლამაზი ქალაქია. ხვალე, როგორც უკვე გითხარი, სკოლა მეწყება. ჯერ-ჯერბოით არავინ გამიცნია. ალბათ ხვალე გავიცნობ ვინმეს.*
კიდევ დიდი ხანი ვლაპარაკობდით მე და ნიკი. მერე კი გავთიშეთ. უკვე გვიანი იყო, მე კიდე ადრე ვიყავი ხვალისთვის ასადგომი. ამიტომ დავწექი და დავიძინე...