5️⃣

494 29 4
                                    

(თავი 5)
•18 სექტემბერი, ორშაბათი, 07:30•
დილით მაღვიძარამ გამაღვიძა და უცბათ გავაცნობიერე, რომ სკოლაში მივდიოდი. ვ ა ი მ ე! როგორ ვნერვიულობ ავდექი და გავემზადე, კაბა და ჯემპრი ჩავიცვი, დავივარცხნე თმა და დავლა ჩავედი. საუზმედ რა თქმა უნდა, ტოსტი და ყავა მქონდა. მალევე შევჭამე და გარეთ გავედი. მივედი მანქანასთან და ჩავჯექი. მალევე მივედით სკოლაში, არცისე შორს იყო, მგონი შემეძლება ფეხით სიარულიც. მივუახლოვდი ჭიშკარს, ვკანკალებ, მთელი სხეული მიცახცახებს. ღმერთო, ახლა გული წამივა ან დავეცემი. კიდევ კარგი დედაჩემი არ გამომყვა თორემ იფიქრებდნენ რომ ძალიან პატარა ვარ ისევ. შევედი სკოლაში, ისეთი არაფერი იყო. ჩვეულებრივ სკოლებს ჰგავდა. ზარი მალევე დაირეკა, არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი. მივედი დირექტორთან.
-გამარჯობა, მის. მე ახალი მოსწავლე ვარ, სოფია სმიტი.(სოფია)
-დიახ, რა თქმა უნდა! მაიკლ სმიტის ქალიშვილი. როგორ ჰგავხარ მამას! მე და მამაშენი კლასელები ვიყავით-არ ვიცოდი- გამომართვი, ეს შენი ცხრილია. ახლა კი წამოდი, შეგიყვან პირველ კლასში და გაგაცნობ-მითხრა დირექტორმა და კაბინეტიდან გამოვედით. შევედით ერთ კლასში, ეტყობა ბიოლოგიის კაბინეტია.
-ეს ახალი მოსწავლეა, სოფია სმიტი.-თქვა დირექტორმა.
-გამარჯობა..-ვთქვი მორცხვად.
-გამარჯობა,სოფია. მე მის კლარკი ვარ, როგორც უკვე მიხვდი, შენი ბიოლოგიის მასწავლებელი.-გამიღიმა მასწავლებელმა და თითი გაიშვირა- არ დაჯექი, არავინ ზის.
-კარგით..-ვთქვი ისევ მორიდებით.
გამოიცანით რა. რა თქმა უნდა იმ ტიპის გვერდით აღმოვჩნდი, ავტობუსში რომ იყო. ღმერთო რას გადამეკიდა, რა უნდა?! არ ვაპირებდი ხმის ამოღებას, მაგრამ მან დაიწყო საუბარი.
-გამარჯობა(ის)
-გაგიმარჯოს-ვუთხარი უხეშად.
-მე სტეფან მაიკლსონი ვარ.
-სასტიკად სასიამოვნოა- პირველი სიტყვა ჩუმად ვთქვი.
-ჩემთვისაც-მითხრა და გამიღიმა.
მასეთი ცუდი ტიპიც არ ჩანს, როგორიც ავტობუსში იყო. გაკვეთილი მალე გავიდა. ცხრილს რომ დავხედე ჩემი საყვარელი გაკვეთილი, ინგლისური გვქონდა. ჩემი ლოქერის ძებნა დავიწყე, ნომერი 27 იყო. მივაგენი და გავაღე. შევალაგე რაღაცეები და ზარიც დაირეკა. ინგლისურის გაკვეთილმაც ჩაიარა. რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ კი ლანჩი იყო. ალბათ კაფეტერია აქვთ. მივედი და შევედი. ყველანი რა თქმა უნდა დაჯგუფებულად ისხდნენ: ნერდები ანუ ეგრედწოდებული "შკოლნიკები", E-girls, ჩვეულებრივი მოსწავლეები და გაჩითულები. ჯერ ბიჭებისკენ გავიხედე, იქ სტეფანი იჯდა და მიყურებდა. მზერა მაშინვე გაჩითული გოგონებისკენ მივმართე და ვის ვხედავ, ამელიას! ნიკის ყოფილ შეყვარებულს, რომელმაც უღალატას პონტში. ადგა და ბიჭებისკენ წავიდა. მიუახლოვდა სტეფანს და ვაიმეე!!! აკოცა! ახლა არ მოვკვდე! ამელიამ ნიკს სტეფანთან უღალატა! იმ დღესაც მოლში ის გოგო ამელია იყო თურმე. ღმერთო ჩემო! შოკში ვარ. მათ ვაკვირდებოდი და თან წინ მიუხედავად მივდიოდი. უცბათ ვიღაცამ ფეხი წამომიდო და წავიქეცი. მთელმა სკოლამ მე შემომხედა. ვაიმე რა სირცხვილია. ის ტიპი კი სტეფანთან მივიდა და ერთმანეთს ღიმილთ მუშტები მიურტყეს. მე ვეღარ მოვუთმინე და მივვარდი:
-შენ ნორმალური ხარ?! რა გააკეთე?!-ვუთხარი იმას, ვინც ფეხი წამომიდო.
-რა იყო, მამიკოს გათამამებულო
გოგოვ, შეგეშინდა? თუ რამე იტკინე?-მომიბრუნდა სტეფანი.ამას ნამდვილად არ ველოდი.გაცეცხლებულ გულზე კი ვუთხარი:
-შენ არ გელაპარაკები და თუ მამიკოს გათამამებული გოგო გგონივარ, ძალიანაც ცდები! ასე რომ, გირჩევნია თავი დამანებო თორემ ინანებ- ბოლო სიტყვა დაწვრილებით ვუთხარი.
-ვინმეს დაიქირავებ რომ მცემოს თუ მომკლას?-მითხრა დებილი სახით.
-არა- გავარტყი მუშტი სახეში- ამას მეთვითონ ვიზამ.
ძალიან კმაყოფილი წამოვედი იქიდან. ხო, არ მითქვამს. ბავშვობიდან დავდიოდი ბოქსზე. ამიტომ ჩხუბი და თავის დაცვა კარგად გამომდის. გაკვეთილზე სტეფანი არ ჩანდა ცუდი ბიჭი, მაგრამ მაინც ისეთია, როგორიც ავტობუსში იყო საჭმელი ავიღე და სულ ცარიელ მაგიდასთან მივედი. ჭამა უნდა დამეწყო რომ ვიღაც გოგო მოვიდა:
-ღმერთო ჩემო, არ მჯერა! შენ სტეფან მაიკლსონს დაარტყი? სკოლის ყველაზე გაჩითულ ტიპს? გოგონების გულების დამპყრობელს?! საღოლ.
-ამ.. მადლობა-ვუთხარი გაკვირვებული.
-ხო დამავიწყდა, მე ჰოლი ედვარდსი ვარ. დილით ბიოლოგია ერთად გვქონდა.
-სასიამოვნოა, სოფია სმიტი.(სოფია)
ჰოლი კარგი გოგო ჩანდა, ღია ვარდისფერი თმა ჰქონდა და ძალიან ლამაზი ცისფერი თვალები. ბევრი ამბები მომიყვა. რა სიტუაციაა სკოლაში და ა.შ. სკოლა დამთავრდა და კარებიდან გამოვდიოდი, როცა სტეფანმა მომაძახა:
-მოგეწონა სკოლის პირველი დღე, მამიკოს გოგოვ?(სტეფანი)
-უკეთესს ველოდი- ვუთხარი სწერვა სახით. გადავწყვიტე ფეხით წავსულიყავი. დედას დავურეკე და ვუთხარი, რომ მძღოლი არ გამოეშვა. პარკშიც გავიარე. აქაურობა ულამაზესია!! უბრალოდ თვალებს ვერ ვაშორებ! ვა აქ სკეიტპარკიც ჰქონიათ. ანუ სკეიტბორდითაც შემეძლება გამოსვლა. პარკში წყნარად მივსეირნობდი, თან მუსიკებს ვუსმენდი და სამყაროდან მოწყვეტილი ვიყავი. ვინ შემხვდებოდნენ თუ არა ამელია და სტეფანი. ის კიდევ მაკვირდებოდა, მეც სწერვულად ვუყურებდი. ისინი შეჩერდნენ და დასხდნენ. მეც იქვე მივჯექი. ისე ვიჯექი რომ მათი ლაპარაკი მესმოდა.
-როდემდე ვაპირებ ამ როლის თამაშს? დავიღალე უკვე ამელია.(სტეფანი)
-მალე მორჩება უკვე ეს სპექტაკლიც, რაც მთავარია ნიკს დავშორდი. ის უბრალოდ მანიაკია! დიდი მადლობა რომ მეხმარებოდი. იცი სკოლაში შეგვიძლია აღარ ვაკოცოთ ერთმანეთს. იცი ეს მეუხერხულება. ბავშვობიდანაა საუკეთესო მეგობრები ვართ და ამ როლის შესურლება მართლაც ცუდია. რაც მთავარია ნიკი მოვიშორე. დიდი მადლობა ამისთვის სტეფ, მიყვარხარ (ამელია)
-როცა გინდა მაშინ დაგეხმარები, თანაც ყველაფერში. დასავით მიყვარხად ამელია შენს მეტი არავინ მყავს რაც შეეხება იმ ნიკს, თუ სადმე გადავეყრები, აუცილებლად შემომაკვდება ცემით, ეგ მანიაკი. საერთოდ როგორ იყავი მაგის შეყვარებული. (სტეფანი)
-ხო რავიცი, თავიდან თბილი ჩანდა, მერე ძაან ცუდი რაღაც ქნა, რის შედეგადაც დიდი ხანი არ ველაპარაკებოდი, ვაპატიე და შეყვარებულები გავხდით. მერე კი ის ჩაიდინა...-ამ სიტყვების თქმასთან ერთად სოფიას თვალებზე ცრემლები მოადგა. ისინი მალე წავიდნენ. მე კიდევ შოკსი ვიყავი, უბრალოდ გაქვავებული ვიჯექი. არ ვიცი, ნიკს ვენდო თუ არა, ან რა ჩაიდინა ამისთანა, მაინიანს რომ ეძახიან. მგონი ჯობს რომ მეთვითონ ვკითხო. სახლში წასვლა გადავწყვიტე. მივედი, კარები შევაღე და რას ვხედავ... ნიკი და მისი მთელი ოჯახი აქ იყვნენ. სახეზე გაკვირვება შემეტყო ამიტომ დედამ მითხრა:
-საყვარელო, ნახე, ჰენდერსონები ჩამოვიდნენ. ნიკი კი შენ სკოლაში ისწავლის ცოტა ხნით (დედა)
-რაა?! რა მაგარია!-მოვიტყუე-ნიკკ, რატომ არ მითხარი?-მივვარდი და ჩავეხუტე.
-სიურპრიზი მოგიწყეე (ნიკი)
-აბა, როგორი იყო სკოლის პირველი დღე?(მამა)
-რავი, ჩვეულებრივი. ტყუილად ვნერვიულობდი ამდენს (სოფია)
-ძალიან კარგი. მიდი ახლა ადი შენს ოთახში, გამოიცვალე და ჩამოდი, საჭმელი ვჭამოთ.(დედა)
-კარგი, ორ წუთში აქ ვარ.(სოფია)
ჯანდაბა! აქ რა უნდა ნიკს? თანაც სტეფანის და ამელიას ლაპარაკის შემდეგ მას აღარ ვენდობი. ახლა ყალბი მეგობრის თამაში მომიწევს, მალე უნდა გავარკვიო, რა იგულისმა ამელიამ მანიაკში და რა გაუკეთა ნიკმა მას. გამოვიცვალე და დაბლა ჩავედი. დედამ სუფრა გაშალა და ყველა შემოვუსხედით. ნიკი ჩემ გვერდით დაჯდა, გამიღიმა და საჭმელი გადაიღო. ცოტა ხანი ვლაპარაკობდით და მოვრჩით ჭამას.
-ახლა ჩვენი წასვლის დროა.(ნიკის დედა)
-კარგით რა, ცოტა ხანი იყავით და მერე წადით(დედა)
-ძალიან მინდა, რომ დავრჩეთ, მაგრამ ნიკის სკოლის ამბები უნდა მოვაგვაროთ. სოფია,-ჩემსკენ მობრუნდა მისის ჰენდერსონი-შენ სკოლაში გადმოდის ნიკი.
-ეე, ძალიან კარგიაა!- ვითომ გამიხარდა.
ჰენდერსონები წავიდნენ. მე კიდე მაღლა ავედი. წყალი გადავივლე და დავჯექი მაგიდასთან. გადავშალე დღიური. არ ვიცოდი რა დამეწერა, დიდი ხანი ვფიქრობდი, ბოლოს კი უბრალოდ გადავხურე. ნიკის ამბებმა სულ ამირია გონება: რა გააკეთა ამისთანა, რომ მანიაკს ეძახიან, ამელია და სტეფანი რომ ვერ იტანენ, ამელიამ მისგან თავი ძლივს რომ დააღწია, სტეფანი კი ცემას რომ უპირებს. ამ დროს კი ნიკი არაფერს მეუბნება და არც იმჩნევს. მეშინია, მეც რამე არ მიქნას. მოკლედ, ძალიან დიდ გაურკვევლობაში ვარ. დავწექი და მალევე ჩამეძინა.
•18:43•
ღმერთო რამდენი ხანია მძინავს! მომშივდა, დაბლა ჩავალ. მივედი სამზარეულოში, გამოვაღე საყინულე და ნაყინი გამოვიღე, მოვიმარჯვე კოვზი, უნდა ჩამედო პირში როდესაც დედა შემოვარდა სამზარეულოში და ლაპარაკი დაიწყო.
-საყვარელო, დღეს სტუმრები გვყვავს. რომ გითხარი, ახალი ფაიქოლოგი მეთქი, აღარ მიდი არსად და სცალია. დღეს კი ვახშამზე დავპატიჟე. 19:00 საათისკენ აქ იქნება, მისი მთელი ოჯახით. ლამაზად გამოეწყვე იცოდე (დედა)
-და არ მაქ არანაირი კაბა ხო იცი?(სოფია)
-მიდი ჩემ კაბინეტში, უამრავი კაბა მაქ შენთვის, რომელიმე აარჩიე(დედა)
მივედი დედას კაბინეტში, კაბინეტი რა, უფრო გარდერობია. სულ ტანსაცმელია ყველგან. არცერთი იყო ნორმალური, მაგრამ ერთ-ერთი მაინც გამოვარჩიე. მოკლე კაბა იყო, მონაცისფრო, ზემოდან კი მარგალიტებისავით მბრზინავი რაღაცეები ჰქონდა. ავიღე და ჩემს ოთახში წავიღე. ჩავიცვი, მაკიაჟიც გავიკეთე, თმები მაღლა ავიწიე და დაბლა ჩავედი.
-ღმერთო ჩემო, სოფია! რა ლამაზი ხარ! ნეტა სულ კაბები გეცვას, შენი ლამაზი ტანი და ფეხები რომ გამოაჩინო, მაგრამ მაინც ვერ შეგაგნებინე!(დედა)
-აუ კარგი რა დედა, გაჩუმდი სანამ გამიხდია და შარვალი ჩამიცვამს-დავემუქრესავით
-კარგი, კარგი.(დედა)
კარზე ზარის ხმა გაისმა. ალბათ სტუმრები მოვიდნენ. დედა მივიდა რომ გაეღო, შიგნით შემოვიდა ერთი ქალი, დაახლოებით დედას ხელა იქნებოდა. ალბათ ისაა ჩემი ფსიქოლოგი. მოჰყვა კაცი, რომელიც მამას ხელა იქნებოდა. და შემოდის ბიჭი, ავხედე და წამიერად გავშეშდი...
იქ სტეფანი იდგა... მას შავი პიჯაკი ეცვა, შიგნიდან შავი ჯემპრი და შავი შარვალი. გამოდის რომ სტეფანის დედასთან უნდა ვიარო? მე კიდე ვცდილობდი დამემალა, რომ ფსიქოლოგთან დავდიოდი. ახლა რადგან სტეფანმა იცის, ანუ მთელმა სკოლამ იცის
-სოფია, გაიცანი, ეს მისის მაიკლსონია, ეს მისტერ მაიკლოსონი ეს კიდევ..(დედა)
-სტეფანი -თქვა მან თავისი ბოხი ხმით.
-კარგი, მოდი დავსხეთ.(დედა)
მე ჯერ კიდევ შოკში ვიყავი. უბრლოდ გაავავებული ვიდექი და ვერ ვინძრეოდი, გაშტერებული ვიდექი
მანამ, სანამ დედამ არ გამომაფხიზლა:
-სოფია, კარგად ხარ? მოდი დაჯექი (დედა)
-კი, კი კარგად ვარ..-ვთქვი დაბნეულმა.
სტეფანი რაღაცნაირი სახით მიყურებდა. ჯანდაბა მგონი ზედმეტად მოკლე კაბა ჩამიცვამს. ეს როგორ ვერ გავითვალისწინე, რომ მოკლე კაბა არ უნდა ჩამეცვა. ვიგრძენი როგორ ავხურდი სახეზე.
მაგიდას მივუსხედით, სტეფანი ჩემს გვერდით დაჯდა. მგონი ჯობდა სადმე გამეყვანა და მეკითხა, თუ რა იგულისხმებოდა ნიკის მანიაკობაში.
-აბა სტეფან, რომელ სკოლაში დადიხარ?(დედა)
-მეც სოფიას სკოლაში დავდივარ-უთხრა სტეფანმა და გამომხედა.
-ვაუ, ძალიან კარგია(დედა)
ცოტა ხანი ვჭამდით და თან ვლაპარაკობდი. სტეფანი საპირფარეშოში წავიდა. გამოსვლისას გავაჩერე და სამზარეულოში შევიყვანე.
-ამმ.. აქ რა გვინდა?(სტეფანი)
-რაღაც უნდა გკითხო.(სოფია)
-კარგი?(სტეფანი)
-ესეიგი, დღეს შენ და ამელია რომ გნახეთ, პარკში, თქვენი საუბარი მოვისმინე. არ მინდოდა მაგრამ ახლოს ვიჯექი და მესმოდა. გავიგე რომ არ ხართ ნამდვილი შეყვარებულები, რაც ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ. მაინტერესებს რატომ ეძახიგ ნიკს მანიაკს? ანუ ის ჩემი მეგობარია და მითხრა რომ ამელიამ ვიღაც ამერიკელზე უღალატა და აქ გადმოვიდა. ეს შენ ყოფილხარ, მაგრამ ეს დაშორება ამელიას ბრალი არ ყოფილა. არ მინდა ჩავერიო, მაგრამ მაინტერესებს რა გააკეთა ნიკმა ასეთი, რომ ამელია აქ წამოვიდა?(სოფია)
-მოიცა, მოიცა, ნიკი შენი მეგობარია? საიდან იცნობ?-მკითხა გაკვირვებულმა.
-ჩვენი მამები ბიზნესპარტნიორები არიან. ბავშვობიდანაა კარგი მეგობრები ვართ, მაგრამ 15 წლის ასაკში,როცა მეძინა ჩემთვის კოცნა გადაწყვიტა. მე კიდევ მუშტი დავარტყი. მაგის მერე განრაზებული ვიყავი მასზე. დიდი ხანი ცდილობდა შემოვერიგებინე და გამოუვიდა კიდევაც.(სოფია)
-გირჩევ მოიშორო ის შენი ცხოვრებიდან...-თქვა და სამზარეულოდან გავიდა.
მაიკლსონები მალევე წავიდნენ. დაღლილი ჩემს ოთახში ავედი და დავწექი. ნიკზე ვფიქრობდი.. ამასობაში კი ჩამეძინა...
😁😁😁😁😁😁

გთხოვ არ დახუჭო თვალებიWhere stories live. Discover now