ნიშნები, რომლებსაც ყოველი ფეხის გადადგმისას თუ არა, იმდენად ხშირად მაინც ვხვდებით ცხოვრებაში, რომ მათი არსებობის ვირწმუნოთ.
ნიშნები, რასაც კარგი დასაწყისისკენ მივყავართ, ან ცუდ დასასრულს გვაუწყებენ.
ნიშნები, ნიშნები, ნიშნები.
უბრალოდ მათი წაკითხვა უნდა ვისწავლოთ.
მათ ჩვენს ცხოვრებაში შემოსვლის უფლება მივცეთ.
მომავლის წინასწარმეტყველებას, რომ ასე მარტივად იბრალებენ, რის წყალობით ეზიარებიან ამ შესაძლებლობას.
ისინი სხვის ცხოვრებაზე, სხვის ფაქტებზე დაკვირვებით კინძავენ საერთო სურათს.
სწორად კითხულობენ სხვის ნიშნებს და შენ ვინ ხარ, მიპასუხე ვინ ხარ? საკუთარი ცხოვრების ნიშნების წაკითხვა, რომ ვერ შეძლო.
საქმე კი იმაშია, რომ ჩვენ არ ვაქცევთ ამას ყურადღებას.
ჩვენ ვქმნით და შემდეგ ჩვენივე შექმნილი რეალობა, სახეში რომ მწარედ გაგვილაწუნებს, მხოლოდ მაშინ ვიწყებთ მიზეზების ძიებას.
მაშინ ვეძებთ დამნაშავეს და ადვილად ვპოულობთ მას.
ჩვენი ყოველი მოქმედება განსაზღვრავს, ჩვენსავე მომავალს და ამ მოქმედებებშია ნიშნები.
ჩვენ ვქმნით ჩვენივე ბედისწერას. ჩვენ ვართ ავტორები, ჩვენივე ცხოვრების წიგნის.საიდან ვიცით, რომ ჩვენი სცენარი წინასწარ არ იწერება, სადღაც იქ ზეცაში. სადღაც იქ, არავინ უწყის სად.
არ ვიცით!
ვერც ვერასდროს გავიგებთ!
ჩვენ უბრალოდ საკუთარი ქმედებების უნდა ვირწმუნოთ!
და თუ გვჯერა, თანაც ასე მარტივად, რომ ბედს სხვა წყვეტს ჩვენს გარეშე?
მაშინ რატომ არ შეგვიძლია, ასე ხელშესახები, საკუთარი მე,
საკუთარი ანარეკლი ვირწმუნოთ.და თუ ასე მარტივად ვადანაშაულებთ სხვებს ჩვენივე უბედურებაში, რატომ არ შეგვიძლია, უფრო შევამჭიდროვოთ ფართობი და იგივე დამნაშავე ჩვენს თავში ვეძებოთ.
რთულია?
რა თქმა უნდა რთულია.
მარტივია დაიჯერო, რომ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია და დაე მოხდეს, რაც მოსახდენია.
VOCÊ ESTÁ LENDO
Graffîtî
Fanfic01/07/2020-16/11/2020 -ცას თითქოს ფერი სამყაროსთვის უწილადნია, ცისფერ ყვავილებს დაეფარათ გარშემო მიწა.- 🗣️ ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნ...