•რამოდენიმე დღის შემდეგ•
სკოლა ისევ გრძელდება. არაფერი შეცვლილა. უბრალოდ მოსაბეზრებელია ეს ყველაფერი. დავიღალე. ვცდილობ ნიკისა და ამელიას ამბავი გამოვიკვლიო, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიგებ. დილით ავდექი, გავემზადე, შევედი აბაზანაში, მოვწესრიგდი, დაბლა ჩავედი და საუზმე ვჭამე. კარზე კაკუნია. ამ დილაადრიან ვინ უნდა იყოს? გავაღე და ნაცნობი სილუეტი დამხვდა.
-ნიკ? რა ხდება?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-დღეს მე უნდა წაგიყვანო სკოლაში. მიდი, აიღე ჩანთა და მოდი, დაგვაგვიანდება უკვე.
ჩანთა ავიღე, გავედი და ნიკის მანქანაში ჩავჯექი. მაინც მიკვირდა, რატომ უნდა წავეყვანე ნიკს სკოლაში თავისი მანქანით? ვიცი, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარია, მაგრამ ასე არასდროს უქნია.
-იცი ნიკ, მაინც მიკვირს, რატომ მიგყავარ შენ სკოლაში, თანაც რამდენიმე კილომეტრია ჩემი სახლიდან სკოლა. ფეხითაც მალე მივიოდი -ვკითხე გაკვირვებულმა.
-ღმერთო ჩემო, სოფია. არ შემიძლია საუკეთესო მეგობარი სკოლაში მანქანით მივიყვანო? (ნიკი)
-კი..
მივედით სკოლაში. მანქანა გააჩერა ნიკმა და შევედით. სტეფანმა შეგვამჩნია, მე და ნიკი ერთად და თავი გააქნია. რა აზრი აქვს, მაინც ვერ ვხვდები რატომ უნდა მოვერიდო ნიკს და თავი მისგან შორსს დავიჭირო
ზარი დაირეკა. პირველი გაკვეთილი მათემატიკა მქონდა, ნიკს ბიოლოგია. კლასში შევედი და მალე სტეფანიც შემოვიდა. მასწავლებელმა დაფასთან გამომიყვანა და ყველაფერი სწორად დავწერე. შუა გაკვეთილზე მესმის თუ როგორ მეძახის ჩემ უკან მჯდომი, თან მეუბნება:
-ეს სტეფანმა მომცა-მიწვდის ფურცელს.
გავხსენი და ეწერა:
"მაინც არ ეშვები ხო ნიკს? მენდე."
მეც მივწერე:
"იცი, ვერ ვხვდები რატომ უნდა შევეშვა. რა გააკეთა ამისთანა, უვრალოდ რომ მითხრა?"
მანაც მიპასუხა:
"ამ შესვენებაზე გარეთ გამო და მოგიყვები"
თავი დავუქნიე და შევტრიალდი. ზარიც დაირეკა. გარეთ გავედი და სტეფანი ვნახე.
-აბა, თქვი ახლა.(სოფია)
-ესეიგი.. იცი.. მიჭირს ამის თქმა..
-...
-ანუ ნიკს და ამელიას უყვარდათ ერთმანეთი. ერთ დღესაც წვეულებაზე იყვნენ ერთად. ამელია დათვრა, ნიკმა კი ოთახში აიყვანა..იქ კი.. იქ კი..-ბოლოს ვეღარ იძახდა.
-იქ რა მოხდა?-ვკითხე გაოგნებულმა.
-იცი, ნიკმა ის.. გაუპატიურა.. ამელია თურმე ეხვეწებოდა, არ გინდაო. მაგრამ ნიკმა ფოტოებიც გადაუღო.. ემუქრებოდა, არავის უთხრაო, თორემ ამ ფოტოებს გამოვაქვეყნებო. ბოლოს ამელიამ ძლივს დააღწია მას თავი, ისე რომ არაფერი მოხდა. ამიტომ უნდა დაიჭირო მისგან თავი შორს სოფია! გაანებე მას თავი. თორემ წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდება თუ შეგიყვარდება. ან შეყვარებაც არ უნდა, ისედაც შეიძლება ქნას ყველაფერი. მე უბრალოდ კარგი მინდა შენთვის.-მითხრა სტეფანმა.
-რა.. მე.. ამ.. არ ვიცი რა ვთქვა.. თურმე ამ დროის განმავლობაში.. ის მე.. მატყუებდა! მართლაც რომ მანიაკია! სტეფან, დიდი ბოდიში, რომ არ გიჯერებდი! მისგან მაქსიმალურად დავიჭერ შორს თავს!
-კარგი, არაუშავს. მიდი ახლა, ზარი დაირეკა. არ დაგაგვიანდეს.
მეორე გაკვეთილი ინგლისური მქონდა. ნიკიც შემოვიდა. გვერდზე დამიჯდა. მე კი ვაიგნორებდი.
-რა გჭირს? რატომ მაიგნორებ?-მკითხა.
-არაფერი, არ გაიგნორებ.. იცი.. ცოტა ცუდად ვარ.. და ალბათ მაგის ბრალია.
-კარგი, ექიმთან გინდა წავიდეთ?
-არა იყოს, მადლობა
ლამჩზე სტეფანი შემხვდა. გვერდზე გამიყვანა.
-ამმ.. აქ რა გვინდა?-ვკითხე გაიგნებულმა.
-იცი, დღეს წვეულებას ვმართავ, მთელ სკოლას ვპატიჟებ. მინდა რომ შენც მოხვიდე.
-არ ვიცი. არ მიყვარს წვეულებები. თუ არ დამეზარა მოვალ.
-კარგი რა, ძალიან გამიხარდება თუ აქ იქნები
-კარგი, კარგი. წამოვალ.
-
ჰმმ.. ნეტავ ჰოლი სადაა? რამდენი ხანია არ მინახია. ვათვალიერებდი კაფეტერიას. ბოლოს ძლივს დავინახე და შევნიშნე მისი ვარდისფერი თმა.
-ღმერთო ჩემო, ჰოლი. სად იყავი? ვერსად გპოულობდი!-ვუთხარი საყვდურივით.
-სოფიაა, იცი ცუდად ვიყავი, ცხელება მქონდა. ახლა კარგად ვარ. ბოდიში რომ ვერ მოგწერე და გაგაგებინე.
-კარგი არაუშავს. ახალი ამბები იცი?
-არა, რა ამბები?
ერთად დავსხედით და ყველაფერი ვუამბე.
-რაა?!-შოკში იყო- ჯობს მოიშორო ეგ ნიკი, სანამ რამე დაუშავებია შენთვის.
-ხო, ვეცდები. დღეს წვეულება აქვს სტეფანს. მთხოვა რომ მივსულიყავი. შენც მოხიდხარ?
-ღმერთო ჩემო, სოფია. ეტყობა მართლა არ მიცნობ კარგად. მე ჰოლი ედვარდსი ვარ, წვეულების დედოფალი. სკოლაში არ ჩატარებულა ისეთი წვეულება სადაც მე არ ვყოფილვარ. ამიტომ, ეს წვეულებაც არ იქნება გამონაკლისი.
მალე დამთავრდა სკოლა. სახლში მივდდი, ვიმეცადინე. გადავწყვიტე ტანსაცმელი ამერჩია დღეისთვის. მაგრამ ტელეფონზე მესიჯი მივიღე.
•ნიკი: ჰეი, სოფია. დღეს ხო მოდიხარ წვეულებაზე?•
•სოფია: კი, შენც?•
•ნიკი: ხოო. მე გამოგივლი. ათის ნახევრისთვის მზად იყავი.•
ჯანდაბა არ მინდოდა მას რომ წავეყვანე, მაგრამ უარს ვერ ვეტყოდი.
•სოფია:კარგი •
ტანსაცმელი ძლივს ავარჩიე:შავი, გრძელმკლავიანი მაისური, ზემოდან ბრეტელებიანი გადაცმული, ჩვეულებრივი ჯინსის შარვალი და მაღალქუსლიანები.
ნიკი მოვიდა, გარეთ გავედი და მანქანაში ჩავჯექი.
-ჰეი, ლამაზად გამოიყურები(ნიკი)
-მადლობა
მალევე მივედით. წვულება უკვე დაწყებული იყო. სიმღერები იყო ბოლო ხმაზე ჩართული. ჰოლი ძლივს ვიპოვე, უკვე ნახევრად მთვრალი იყო და ცეკვავდა. სტეფანიც დავინახე, ჩემკენ იყურებოდა და მიღიმოდა.
წვეულება მოსაწყენი იყო მანამდე, სანამ ჰოლიმ არ დამალევინა. ჯერ ერთი ჭიქა დავლიე, ამ ერთს მეორე მოყვა, მეორეს მესამე და ასე... ბოლოს კი ძალიან დავთვერი. ნიკი ფხიზელი იყო. არ დაულევია. მე და ჰოლი შუაში ვიდექით და ვცეკვავდით. ბოლოს ვიგრძენი როგორ გავხდი ცუდად, წელზე ვიღაცამ ხელი მომხვია და სადღაც მივყავდი. არ შემიხედავ ვინ იყო. სადღაც ოთახში ავყავდი.
-ჰეი! რომელი ხარ! მითხარი, თორემ ვერ გხედავ.(სოფია)
მართლაც ისეთი სიბნელე იყო ვერ ვხედავდი, არც ხმას იღებდა. ვიგრძენი როგორ დამაწვინა ლოგინზე და მუცელზე ხელი შემახო. კივილი დავიწყე, მაგრამ ხელი მაღლა აქონდა. შუქი აინთო და ჩემს წინ ნიკი იდგა. გაოგნებული დავრჩი. დავუწყე ღრიალი, ის კი ირონიულად იცინოდა და ხელს არ მაშორებდა. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, ლამის გული მიმდიოდა. ბოლოს უკვე გონებას ვთკარგავდი, როცა ნიკმა მაკოცა. მოშორება ვცადე, მაგრამ ვერ ვიშორებდი. მალევე კარების გაღების ხმა გავიგე. შევტრიალდი და სტეფანი მორბის. ნიკი აიყვანა და კედელზე მიანარცხა. მე კიდევ ტორილით ვსკდებოდი.
-შე ნაბი*ვარო! როგორ გაბედე და სოფიას შეეხე?! არ გაპატიებ შენი..-სტეფანმა ნიკს ჩხუბი დაუწყო. მუშტებს გამეტებით ურტყამდა. ბოლოს მეც მოვრჩი ტირილს. მივედი და მათი გაშველება ვცადე. ძლივს მორჩნენ, სტეფანმა ნიკი სახლიდან გააგდო, რასაც ქვია მოისროლა.
-სოფია კარგად ხარ?(სტეფანი)
-მან.. ჩემი გაუპატიურება ცადა.. ის მე შემეხო...-დავიწყე ტირილი და მუხლებში ჩავიკეცე.
სტეფანმა წამომაყენა და ჩამიხუტა. მან მისი დიდი მკლავები მომხვია.
-ნუ ტირი, ყველაფერი კარგადაა. ხო ხედავ წავიდა ის მანიაკი, ის შენ ვეღარაფერს დაგიშავებს. ამას არ დავუშვებ.-მეხუტებოდა და თან მაწყნარებდა.
ბოლოს ყველა წავიდა. სტეფანმა მასთან დარჩენა შემომთავაზა. მეც დავთანხმდი, სახლში ვერ წავიდოდი ასეთ მდგომარეობაში. მაღლა ავედით და ოთახი მაჩვენა, სადაც უნდა დამეძინა. მისი მაისური მათხოვა, რადგან ჩემი სულ გაჭუჭყიანებული იყო. სტეფანი ოთახიდან გავიდა, მე კიდევ გამოცვლა დავიწყე. მაისური ძალიან დიდი იყო, მაგრამ მაინც ჩავიცვი. დავწექი და მალევე ძილს მივეცი...