(თავი 10)
•რამდენიმე დღის შემდეგ•
ყველაფერი კარგად მიდიოდა. გარდა იმისა, რომ სკოლაში რაღაც ცვლილებები იყო:
ახალი "გაჩითული" გოგო, მატილდა. მისი წითური თმით ყველას აოცებდა. მე რომ მკითხოთ, ჩვეულებრივი გოგოა და არც ისეთი, რომ ამდენი ბიჭი გადარია. აი ყველაზე უცნაური ისაა, რომ სტეფანის გული ვერ შეიბყრო. როგორც ფილმებშია, სკოლაში ყველაზე პოპულარული გოგო და ბიჭი ერთად არიან ხოლმე, მარა როგორც ჩანს ჩვენ სკოლაში ასე არაა. ყველა იძახის, რომ სტეფანს სხვა გოგო მოსწონს. მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია ვინაა ის გოგო.
რაც შეეხება ნიკს, ის სკოლიდან გადავიდა. როგორც გავიგე, მისმა მშობლებმა გაიგეს, მისი საქციელის შესახებ. რის გამოც ის კოლონიაში გაგზავნეს, ის დიდი ხანი იქ ისწავლის და რომ ინანებს მის საქციელს ალბათ გამოუშვებენ.
ამელიაც გადავიდა სკოლიდან. მგონი ფილადელფიაში გადავიდა საცხოვრებლად. ასე გრძელდება ყოველი დღე, არც ისე ცუდია, მატილდას ქცევებს თუ არ ჩავთვლით
დილით გავიღვიძე და სკოლისთვის გავემზადე. დამრიგებელმა გუშინ გვითხრა, რომ ახალი ამბავი ქონდა, მაგრამ თქმა ვერ მოასწრო. ალბათ დღეს გვეტყვის.
ვისაუზმე და სკოლაში წავედი. გზაში ჰოლი შევნიშნე. მივვარდი და თვალებზე ხელი ავაფარე.
-აბა ვინ ვარ?(სოფია)
-რა სულელი ხარ, სოფია. შენ ხმას ვინ ვერ იცნობს (ჰოლი)
-აბა რას შვები.
-რავი, არაფერს. შენკენ არის რამე ახალი?(ჰოლი)
-რავი, არა. ხომ არ იცი, დღეს დამრიგებლემა რა უნდა გვითხრას? ან ვაბშე რაზე უნდა გველაპარაკოს?
-წარმოდგენა არ მაქვს
ლაპარაკში სკოლასთან მივედით. რა თქმა უნდა სტეფანი ვიღაც ერთ დღიან შეყვარებულთან ერთად მოდიოდა. ყოველ დღე სხვადასხვა შეყვარებული, ვერ ვიტან მისნაირ ბაბნიკებს. თვალი-თვალში გავუყარეთ, მანამდე ვუყურებდით სანამ შენობაში არ შევედით. მის მზერას უკნიდანაც ვგრძნობდი. მე და ჰოლი ერთად მივდიოდით, სტეფანი და კრისი კი ერთად. ჰოლი მომიბრუნდა და მითხრა:
-ღმერთო ჩემო! დაინახე კრისი როგორი მიყურებდა? ვგიჟდები მის ზღვისფერ თვალებზე (ჰოლი)
-კარგი დაწყნარდი. ხომ იცი როგორი ბაბნიკები არიან? რატო იყვარებ მათნაირებს? არ გეწყინოს, მაგრამ ისინი ჩვენნაირ გოგოებს, ერთ დღიან შეყვარებულებად თვლიან (სოფია)
-კი, მაგრამ კრისს მაინც შევაყვარებ თავს (ჰოლი)
-იცოდე მე გაბრთხილებდი.
მალე ზარი დაირეკა. დირექტორმა გამოცხადა რომ ყველა მეთორმეტე კლასელი დიდ დარბაზში შევსულიყავით. ყველა რა, მარტო ერთი მეთორმეტე კლასი ვართ. ალბათ მასწავლებელი ახლა გამოგვიცხადებს, რისი თქმაც უნდოდა.
-ყველა აქაა?-იკითხა მასწავლებელმა.
სიტყვა დაამთავრა თუ არა, შემობრძანდა მატილდა.
-უკვე კი-თქვა მისი წიკვინა ხმით
-ესეიგი. ვმართავთ სამ დღიან ბანაკს. ყველას შეუძლია წამოსვლა. მივდივართ ტყეში, დავდგამთ კარვებს და კარგად გავერთობით. მეტჯერ კი ვეღარ ივლით სკოლაში? ამიტომ ხვალ დილით უკვე გავალთ. დილის შვიდ საათზე მსურველები სკოლასთან მოდით. სკოლის ავტობუსით წავალთ.-დაამთვარა მასწავლებელმა და დაიწყო ხმაური.
-ჰმმ... ძალიან კარგია. აუცილებლად წამოვალ-წამოიყვირა მატილდამ.
-ამან რამე რო არ წამოიყვიროს -ჩამჩურჩულა ჰოლიმ-ხო წამოხვალ?
-კი, რა თქმა უნდა.-გავუღიმე.
ზარი დაირეკა და ყველა დავიშალეთ.
STEPHAN'S POV
მასწავლებელმა ბანაკი მოაწყო, სამი დღით. რა თქმა უნდა წავალ. იმედია სოფიაც წამოვა. იქნებ ის შესაფერისი ადგილია, გრძნობების გასანდობად. არამგონია ის იგივეს გრძნობდეს, შანსი არაა. გავიგე როგორ ეუბნებოდა ჰოლის, არ მევასება მაგისნაირი ბაბნიკი ტიპებიო. შეიძლება ყოველ დღე სხვადასხვა გოგოსთან ვერთობი, მაგრამ მე მაინც სოფია მიყვარს. ფიქრებში ვიყავი როდესაც კრისმა გამომაფხიზლა.
-მგონი სერიოზულად შეგიყვარდა.(კრისი)
-რა.. ისა.. ვინ?(სტეფანი)
-იცი ვიზეც ვლაპარაკობ- სოფიასკენ მანიშნა.
-არა, რას ამბობ... საერთოდ არაა ჩემი ტიპის გოგო.-ენა ცოტა დამებმა.
-ვიცი რომ იტყუები. ზედმეტად კარგად გიცნობ სტეფან, როცა იტყუები, ენა გებმევა.(კრისი)
-კარგი ხო სოფია დავივიწყოთ. მთელი დღეა რაღაცნაირად უყურებ ჰოლი ედვარდს. ჰა?
-კი. მომწონს. ხედავ მე ვაღიარე, შენნაირი კი არ ვარ - ამაზე მკველის მზერით გავხედე- კარგი ხო, გეხუმრე. რას იტყვი, მოვეწონები ჰოლის?
-არა.
-აუ რა ჩამაშხამებელი ხარ ყველფრის. რატო არ მოვეწონები, სიმპატიური არ ვარ თუ რა?(კრისი)
-უფრო ნარცისი ხარ
მალე ზარი დაირეკა და გაკვეთილზე შევედი. იქ სოფია დამხვდა. მის დანახვაზე ტანში ჟრუანტელი მივლის. მინდა მის პატარა ტუჩებს შევეხო ის ხომ სხვანაირია. არასდროს მიგვრძნია ასეთი რამ, სხვა გოგოს დანახვაზე.
მაგრამ მას ვკიდივარ. ვცდიკობ დავუახლოვდე, მაგრამ ის თავს მარიდებს. ჰმ.. გამახსენდა! დღეს სოფია ჩემთან მოდის, ჩემთან რა, დედაჩემთან. დედას ვეტყვი რომ ცოტა დიდხანს დატოვოს, ამასობაში დაღამდება და მე გავაცილებ მას.
SOPHIA'S POV
სკოლამ ჩვეულებრივად ჩაიარა. არაფერი მნიშვნელოვანი.
სახლში რომ მივედი, დედას. დაველაპარაკე. ის დამთანხმდა წასვლაზე. ავედი ოთახში, პატარა ჩემიდანი ჩამოვიღე და საჭირო ნივთების ჩალაგება დავიწყე. მალე უნდა ჩამელაგებინა, რადგან დღეს ფსიქოლოგთან მივდივარ.
ბარგი ჩავალაგე, ვიმეცადინე და ტელეფონზე მესიჯი მომივიდა. ჰოლი იყო:
•სოფიაა, ახალი ამბავი მაქვსს!•
•რა ხდება?•
•კრისს ვაკოცე!•
•რაა?! ღადააობ?!•
•არაა, მითხრა რომ ვუყვარვაარ•
•ანუ ახლა ერთად ხართ?•
•ხოო!!•
•ეიი გილოცაავ •
•მადლობაა, კაი წავედი ბარგი ჩავალაგო•
•მიდი, მეც ფსიქოლოგთან უნდა წავიდე•
ვაუ, მაგარია. ძლივს ახდა ჰოლის ოცნება. საათს რომ დავხედე მაგვიანდებოდა. წამოვხტი და წავედი. მძღოლმა მიმიყვანა, მაგრამ მითხრა, რომ დღეს ვერ მომაკითხავდა. დედა და მამა მიდიან სადღაც. არაუშავს, ფეხით გამოვისეირნებ.
მისის მაიკლსონმა ცოტა დიდი ხანი დამტოვა. უკვე კარები უნდა გამეღო, რომ სტეფანი გამომელაპარაკა.
-ჰეი სოფია.
-ჰეი.
-სახლში მიდიხარ?
-ხო.
-წამო წაგიყვან.
-არა, არ შეწუხდე.
-არა, ისედაც კრისთან მოვდივარ და ბარემ გაგიყვან.
-აა, მაშინ კარგი, წამოდი.
მანქანაში დიდიხანი არცერთი ვიღებდით ხმას. ბოლოს სიჩუმე მე დავარღვიე.
-გაიგე ჰოლისა და კრისის ამბავი?
-ხო, კრისმა დამირეკა.
-მე ჰოლიმ მომწერა, მეცხრე ცაზე იყო
სტეფანს რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ტელეფონმა დაურეკა.
•-ხო კრის.•
როგორც ჩანს კრისი იყო.
•-კი, მალე მოვალ. სოფია უნდა მივიყვანო სახლში•
•-კარგი ვეტყვი•
დაამთავრა საუბარი და მე მომიბრუნდა.
-კრისმა სოფიაც წამოვიდესო, ჰოლიც აქ არის და უარი არ მიიღებაო
-ამმ... რავი. ხვალისთვის გასამზადებელი ვარ.
-არაუშავს, ჩვენც. მარა მერე გაემზადე.
-კარგი წამოვალ.
სტეფანს ღიმილი უფრო გაუფართოვდა.
მე კიდე დედას მივწერე რო მეგობართან მივდიოდი.
კრისთან მივედით. ლამაზი სახლი ჰქონდათ. კარზე დაუკაკუნებლად შევედით, სტეფანს მივყვებოდი. მისაღებში შევედით და დავინახეთ კრისი, რომელსაც კალთაში ჰოლი ესვა და ერთმანეთს ისე კოცნიდნენ, რომ ჩვენ ვერც კი შეგვამჩნიეს.
-ამმ.. მგონი ჯობს ვაცადოთ-თქვა სტეფანმა და კარებისკენ წავიდა.
ჰოლიმ და კრისმა რომ შეგვნიშნეს
შეწყვიტეს კოცნა და უხერხულად დასხდნენ.
-კაი, მოდით :დ(კრისი)
ცოტა ხანი ვლაპარაკობდით. თან ვსვამდით. მე რა თქმა უნდა არ დამილევია ბევრი. ბოლოს გადავწყვიტეთ სთუმი გვეთამაშა. თავისან უარზე ვიყავი, მერე ძლივს დამითანხმეს.
-პირველი მე ვარ-წამოიძახა კრისმა-ჰოლი, სთუმ.
-ს.
-როდის შეგიყვარდი?
-ამმ.. არ მახსოვს. მგონი სადღაც 2 კვირის წინ-კრისმა გაუღიმა და ტუჩებზე დაეწაფა. მე და სტეფანმა თვალები ავატრიალეთ.
-კარგი ახლა მე ვარ- თქვა ჰოლიმ-
სტეფან, სთუმ?
-მ.
-ამმ... სოფიას აკოცე.
ამაზე ისე ცუდად გავხდი, ლამის გული წამივიდა. ჰოლის მოვკლავ! იცის რომ არავისთვის მაქვს ნაკოცნი და სტეფანს რატო უნდა შევწირო პირველი კოცნა? ძალიან დავიძაბე, კანკალი დავიწყე. სტეფანი მიახლოვდებოდა. ბოლოს კი...