1️⃣2️⃣

346 21 0
                                    

(თავი 12)
ცოტა შუა ტყეში შევედი და რას ვხედავ...
სტეფანს,რომელიც მატილდას კოცნის
თან ისე კოცნიდა, არც კი ეწინააღმდეგებოდა. იმ წამს მე სტეფან მაიკლსონი შემზიზღდა, ყველანაირი გრძნობა გამიქრა. უბრალოდ სიკვდილი მინდოდა...
სტეფანმა შემნიშნა და ჩემკენ წამოვიდა:
-სოფია..-უნდა გაეგრძელებინე მაგრამ შევაწყვეტინე.
-მექალთანე ხარ, ნაბიჭვარი მექალთანე ხარ სტეფან! საერთოდ როგორ დავუშვი შენნაირი ადამიანი დამემეგობრებინა?! ახლა ახსნები არ დამიწყო! უბრალოდ სამუდამოდ დამკარგე! ალბათ მნიშვნელობაც არააქვს ამ ყველაფერს შენთვის! მიჩვეული იქნები!-ვიღრიალე და წამოვედი.
სტეფანი რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ შორს ვიყავი. არც კი ვიცი რა ვუწოდო მისნაირ ადამიანებს, ეგოისტი, მატყუარა, ნაბიჭვარი, მექალთანე. ბანაკს მივუახლოვდი და ჰოლი დავინახე. ჩემკენ წამოვიდა.
-სად იყავი?(ჰოლი)
-გავისეირნე.
-რა გჭირს?
-არაფერი, რა უნდა მჭირდეს..
-სტეფანი სადაა?
-მე რა ვიცი- მოვიტყუე- საერთოდ არ მაინტერესებს სად გდია.
-რამე მოხდა? რა გააკეთა?
-არაფერი..
-სოფია, სახეზე გაწერია რო იტყუები. მითხარი დროზე!
-კარგი,ხო.
მე და ჰოლი წავედით და დავსხედით. ყველაფერი მოვუყევი.
-ნაბიჭვარი!საერთოდ გაანებე თავი!
-ვერასოდეს ვეღარ მნახავს. უნდა დამივიწყოს!
STEPHAN'S POV
ჯანდაბა! რა სულელი ვარ! რა გვაკეთე?! უნდა ამეხსნა, რომ ჩემი ბრალი არ იყო. ეს ყველაფერი მატილდას ბრალია! ის მე საერთოდ არ მომწონს, მისნაირ გოგოს საერთოდაც არ ვაკოცებდი! სწორედ მაშინ მოვიდა სოფია ჩემთან, როცა მატილდამ მაკოცა. მისი მოშორება ვცადე მაგრამ სოფიამ მაინც დამინახა. მან თქვა რომ სამუდამოდ დავკარგე ის... ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ არა მატილდა. რამენაირად უნდა შევძლო და ვუთხრა სოფიას სიმართლე, მან უნდა გაიგოს რომ მე არ ვარ დამნაშავე! ჯანდაბა სტეფან ჯანდაბა!
ტყიდან გამოვედი და ბანაკი შევნიშნე. თვალში სოფია მომხვდა. ზედაც არ მიყურებდა. მივედი კრისთან. ყველაფერი ვუამბე.
-არ ვიცი შევძლებ თუ არა შენ დახმარებას, სტეფან.
-კარგი რა კრის, მე მართლა არ მინდოდა მატილდასთვის მეკოცნა. შეგიძლია ჰოლის უთხრა, მერე ჰოლი სოფიას ეტყვის..
-კარგი ვეტყვი!
-ძმა ხარ!
ცოტა დავმშვიდდი. ვერ გავძლებ სოფიას გარეშე. მე მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია! (მგონი ეს მეტისმეტია :დ)
SOPHIA'S POV
ბანაკში სტეფანი შემოვიდა. მის მზერას ვგრძნობდი, მაგრამ მე სახეზეც კი ვეღარ შევხედავ! არ შემიძლია, მისნაირ ადამიანებს სახეზე შევხედო და ვუთხრა, გპატიობ მეთქი. პირველად შემიყვარდა ვიღაც, მაგრამ ისიც მატყუარა აღმოჩნდა. მას რა, მისი ერთდღიანი გოგო ვეგონე?
კრისი და სტეფანი სადღაც გავიდნენ. ახლა დაიწყებს თავის მართლებებს. მაგრამ რაც არ უნდა თქვას, სიმართლე ცხადია. ის მექალთანე ბიჭია! ჯანდაბა, სიმპატიური მაინც არ იყოს, რომ შეგიყვრადეს! მაგრამ მექალთანესთან ერთად სიმპატიურიცაა, რაც ყველაფერს ართულებს. რა თქმა უნდა ის ყველა დანარჩენ ბიჭს ჰგავს! ამ ყველა ბიჭში ჩემ ყოფილ შეყვარებულსაც ვგულისხმობ. ხო, ადრე მყავდა შეყვარებული, მაგრამ დავშორდით. მან მე მიღალატა, როგორც ახლა სტეფანმა გააკეთა. აღარვის ვენდობი. და საერთოდ აღარავის შევიყვარებ. ასე დატანჯვას მირჩევნია შეყვარებული საერთოდ არ მყავდეს.
მალე მოსაღამოვდა. ჰოლი ჩემთან მოვიდა.
-უნდა დაგელაპარაკო.(ჰოლი)
-რა ხდება?
-ესეიგი, სტეფანი ელაპარაკა კრისს და თქვა რო ეს მისი ბრალი არ იყო.
-აბა ჩემი ბრალი იყო?
-დამამთავრებინე!
-კაი ხო.
-მატილდას ბრალი იყო. სტეფანი სავარჯიშოდნიყო გასული. მატილდას ხო მოსწონს და იცის,რომ თქვენ საეჭვოდ იქცეოდით. ამიტომ მივიდა და აკოცა. სტეფანს უნდა მოეშორებინა, მაგრამ მაშინ მიხვედი შენც.
-და შენ გჯერა მაგისი?
-რავი..
-არა,ჰოლი. არ დაიჯერო. უბრალოდ იტყუება და უნდა რო შევურიგდე.
-არ ვიტყუები- უკნიდან ხმა მომესმა. მივტრიალდი და სტეფანი დამხვდა.
-არ მჯერა, მაინც. და ვერც დამაჯერებთ!-დავიყვირე და წავედი.
არ ვიცი დღეს მაგასთან ერთად როგორ ყნდა დავწვე კარავში. მაგრამ გარეთ გათენებას, მირჩევნია სტეფანთან ერთად დავწვე.
უკვე დაღამდა. ბავშვები შევიდნენ და დაწვნენ. მე ჰოლის ვთხოვე რო კრისისთვის გამეცვალა ადგილი. არ მინდა სტეფნანთან დაწოლა.
მივედი და ჰოლისთან დავწექი. ღამე რაღაცეებზე ვლაპარაკობდით. ბოლოს კი ორივეს ჩაგვეძინა...

გთხოვ არ დახუჭო თვალებიWhere stories live. Discover now