1️⃣3️⃣

342 19 0
                                    

c(თავი 13)
დილით ისევ მასწავლებლის ყვირილი გვაღვიძებს. საათს რომ დავხედე 7 იყო. ჯანდაბა რა უნდა ამ ქალს? რატო გვაღვიძებს 7-ზე?!
დღეს ბოლო დღეა ბანაკში. კიდევ კარგი, თორე ისე მოსაბეზრებელია
სტეფანის საქციელს კიდე ვერ ვიჯერებდი. მერე თან თავსაც იმართლებდა! ცოტა ვერაა ეგ! არა ცოტა კი არა, პრობლემები აქვს მგონი ტვინში.
მალე გავემზადეთ მე და ჰოლი და გარეთ გავედით. ზოგი ბავშვი უკვე ამდგარი იყო. დღეს 29 ოქტომბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ დღეში ჰელოუნია. სკოლაში იმართება დიდი წვეულება. ყველა სხვადასხვა ფორმაში იქნება. ყველაზე კარგად ჩაცმული გოგო და ბიჭი გახდებიან მეფე და დედოფალი ჰელოუინის. სულ ცალ ფეხზე მკიდია დედოფალი გავხდები თუ პრინცესა აი ეს მატილდას კი ისე ადარდებს რომ ძალიან დიდ თანხას იხდის
მალე მისტერ ბაბნიკი 2020-იც გამოვიდა კარავიდან, ბატონი სტეფანი. საჭმელად დავსხედით და გვერდზე მომიჯდა. ყურადღება არ მივაქციე. მეორე მხარეს ჰოლი მეჯდა, ჰოლის გვერდზე კი კრისი. ზუსტად ჩემ წინ მატილდა დაჯდა. ირონიულად მიყურებდა. წყლის ჭიქას ხელი გაკრა და სულ ზედ გადამსახა. ვეღარ მოვითმინე და დავუყვირე:
-შენ ვერ ხარ?! სულ დავსველდი!
-არასწორ ადგილას იჯექი და მაგის ბრალია -თქვა მატილდამ.
არასწორ ადგილში იგულისხმა რომ სტეფანის გვერდზე არ უნდა ვჯდომილიყავი. ჯანდაბა! ამ ბიჭს მარტო უბედურება მოაქვს ჩემთვის
შევედი კარავში და გამოცვლა დავიწყე. ვიღაცა შემოდიოდა.
-რომელი ხარ?
-სტეფანი ვარ.
-გადი ვიცვამ.
-ორი წამი სალაპარაკო მაქვს. ბოდიში ჩემი ბრალი იყო. მე მოგიჯექი გვერდით..
-ესაა რისი თქმაც გინდოდა მარტო?
-ხო..
-ბოდიში მიღებულია. გადი ახლა!
სტეფანს აღარაფერი უთქვამს. მე გამოვიცვალე და გარეთ გავედი. მალე უნდა წავსულიყავით. ბავშვები უკვე ალაგებდნენ ბარგს. ავტობუსიც მოვიდა და დაიწყეს ჩალაგება. ამჯერად აღარ დავჯდები სტეფანის გვერდით. ჰოლის ვეტყვი და ამ ერთხელ რო არ დაჯდეს მის კრისთან, არაფერი მოუვათ. ზოგი უკვე ასული იყო ავტობუსში. ჰოლი ვნახე და მივედი.
-ჰოლი გთხოვ ავტობუსში ჩემთან ერთად დაჯექი. არ გამწირო და არ დამსვა სტეფანთან.
-კარგი წამო.კრის-მიუბრუნდა კრისს- მე სოფიასთან ერთად დავჯდები და თქვენ ჩვენ წინ ან უკან დასხედით.
-საერთოდ ბოლო ოთხიან სკამზე რო დავსხდეთ ყველა ერთად?-თქვა კაი იდეა სტეფანმა
-ხო კაი აზირია- დაეთანხმნენ ჰოლი და კრისი.
-ჩემთვის არაა მნიშვნელობა. მთავარია ფანჯარასთან დამსვათ და სტეფანის გვერდით არა-ჩემს სიტყვებზს სტეფნმა გულნატკენმა გამომხედა. ცოტა არ იყოს შემეცოდა. მაგრამ როცა მატილდას კოცნიდა მგონი მეც უნდა შევცოდებოდი.
ავედით ავტობუსში. მარჯვენა ფანჯარასთან მე დავჯექი, გვერდზე ჰოლი მომიჯდა, ჰოლის გვერდით -კრისი, ხოლო კრისის-სტეფანი. მალე დავიძარით. თავი ფანჯარას მივადე და ყურსასმენები გავიკეთე. წყნარ მუსიკებს ვუსმენდი. ჰოლი და კრისი ლაპარაკობდნენ, სტეფანიც მუსიკებს უსმენდა. ზოგჯერ ვგრძნობდი მის მზერას, მაგრამ მე ზედაც არ ვუყურებდი.
დიდი ხნის მგზავრობის შემდეგ, ძლივს ჩავაღწიეთ. ავტობუსი სკოლასთან მივიდა. ყველანი ჩამოვედით და ბარგი ავიღეთ. მძღოლს დავურეკე და მოვიდა. მაშინვე დავურეკე რადგან ვიცი რო სტეფანი შემომთავაზებდა სახლში წაყვანას, მე კიდე ეს არ მინდოდა. სახლში დაღლილი შევედი.
დედას ჩავეხუტე და ოთახში ავედი. საწოლზე დავწექი და ჩამეძინა.
რომ გავიღვიძე უკვე მოსაღამოვებული იყო. დაბლა ჩავედი და საჭმელი ვჭამე.
-დე ზეგ ხო ჰელოუინია, ჰოდა ხვალე საყიდლებზე უნდა წავიდე-ვუთხარი დედას.
-კარგი წადი. გინდა გამოგყვე?
-არა იყოს. წავალ მარტო.
ჭამას მოვრჩი. ხვალისთვის არ მქონდა ბევრი სამსცადინო ამიტომ მალე მოვრჩი მეცადინეობას და დავწექი. ძალიან დაღლილი ვიყავი. მალევე ჩამეძინა...
•30 ოქტომბერი,პარასკევი,07:30 AM•
დილით გავიღვიძე, მოვწესრიგდი და სასაუზმოდ ჩავედი. ჭამას რომ მოვრჩი მძღოლი მოვიდა და სკოლაში წამიყვანა. სკოლაში უკვე დიდი მზადებაა ჰელოუინისთვის. ყველგან საშიში რაღაცეები კიდია. (მეზარება სკოლის ამბები)
სკოლაში არაფერი ისეთი არ მომხდარა. სახლში ფეხით წამოვედი. მალე მივედი და ვჭამე. ცოტა ვიმეცადინე და საყიდლებზე წავედი. მოლი გადავსებულია ჰელოუინის ნივთებით. მაგრამ მე ტანსცამელი მაინტერესებს. ალბათ ამ წელს ზომბი ვიქნები შევედი მაღაზიაში და ვნახე ზომბის ტანსაცმელი. შავი მოკლე და ფარფატა კაბა, ზოლებიანი პიჯაკი და თეთრი პერანგი. შესანიშნავია! ამ ყველაფერთან ერთად მაკიაჟსაც და დიდ შავ ქოლგას ვიყიდი. ტანსაცმელი ვიყიდე და სახლში მოვედი. ვიმეცადინე და დავწექი. მალევე ჩამეძინა...

გთხოვ არ დახუჭო თვალებიWhere stories live. Discover now