1️⃣5️⃣

346 17 2
                                    

(თავი 15)
•1 ნოემბერი, კვირა, 11:43•
დილით გამეღვიძა. სტეფანთან მიხუტებული ვიწექი. მას კიდევ ეძინა, პირი ცოტა შეხსნილი ჰქონდა. გაუცნობიერებლად მივუახლოვდი და ვაკოცე. მას თვალები გაეხილა. ჯანდაბა! რა ვქენი! ახლა რა ვუთხრა! მგონი ისევ შემიყვარდა. მაგრამ არც გადამყვარებია. თვალები როგორც კი გაახილა, მე დავხუჭე, ვითომ მეძინა. ვიგრძენი როგორ გაიღიმა. ჩემთან ახლოს მოიწია და მეც მაკოცა. თვალებს მაინც არ ვახელდი. სტეფანმა თავი ბალიშზე დადო და ძილი გააგრძელა.
ცოტა ხანი მეც ჩამეძინა. მაგრამ ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. დედა რეკავდა.
•ხო, დე•
•სოფია, დღეს ვერ მოვალ. ბებიაშენი ცუდადაა და აქ ვარ. თავს გაუფრთხილდი. თუ რამეა დამირეკე•
•კაი•
ყურმილი გავთიშე და ტელეფონი დავდე.
-რამე მოხდა?-მკითხა სტეფანმა.
-არაფერი. დედაჩემი დღეს ვერ მოვა უბრალოდ სახლში.
-აა კაი-თქვა, გადაბრუნდა და ჩაეძინა.
მე ავდექი და გამოვიცვალე. მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი. საუზმე მოვამზადე. შემწვარი კვერცხი და ბეკონი. დავალაგე თეფშებზე და მაღლა ავედი სტეფანის გასაღვიძებლად.
-სტეფან, გაიღვიძე. გვიანია უკვეე!
-ხო, ავდგები, ცოტა ხანი მაცადე.
-საუზმე უკვე გავაკეთე, გელოდები დაბლა.
-კაი, მოვდივარ.
დაბლა ჩავედი. მალე სტეფანიც ჩამოვიდა. წელსზემოთ შიშველი იყო. მე კიდე დავიკივლე და ვუყვირე:
-ბიჭო, ვერა ხარ? ჩაიცვი დროზე! ვერ გიყურებ!
-არ გაინტერესებს ჩემი პრესები?
მე დებილმაც ავხედე ვაუ მართლა რა მაგარი პრესები ქონია.
-ისე მოგეწონა, რო თვალებსაც ვეღარ აშორებ?-მითხრა და გაიცინა.
-ღმერთო, არა! ჩაიცვი დროზე!
-კარგი ვიცვამ.
თვალები რო გავახილე გუშინდელი პერანგი და შარვალი ეცვა.
-ღმერთო მეშინია, რომ გიყურებ!
-სხვა არაფერი მაქ აქ.
-მოგცემ რამეს.
-შენსას? არ ჩამეტევა და არ მიდა გოგოს ტანსაცმლის ჩაცმა.
-აი მაგაში, სტეფან მაიკლსონ ცდები! მე არანაირი გოგოს ტანსაცმელი არ მაქვს. სულ ბიჭის სექციებში ვყიდულობ. დიდი ჰუდებიც მაქ.
-რაღაც არ მჯერა.
-წამოდი და შენი თვალით ნახავ.
მაღლა ავიყვანე, ჩემ ოთახში შევიყვანე და გარდერობი ვანახე.
-ღმერთო ჩემო! ბიჭი ხარ?!
-ნაწილობრივ აარჩიე რომელიც მოგერგება. შარვალი კი შენი აქ მაქ. გახსოვს იმ დღეს, მე ხო შენი მეცვა, წამოღება დამვიწყებია. ამიტომ შევინახე.
სტეფანმა ჩაიცვა და გარეთ გავედით.
-სად მივდივართ?-ვკითხე სტეფანს.
-კრისთან.
-ჰოლიც იქაა?
-ხო.
-კაი.
მივედით კრისთან. კარები ჰოლიმ გაგვიღო. შევედით და დივანზე დავეხეთქეთ.
-აუ ძაან მტკივა თავიი!-იძახდა ჰოლი.
-აბა გუშინ იმდენს ცეკვავდი, თან სიმღერაც ბოლო ხმაზე იყო.-უთხრა კრისმა.
-აუ გთხოოვთ ყავა გამიკეთეთ- თქვა სტეფანმა.
არავის უთქვამს მე გავაკეთებო, ამიტომ მე ვუთხარი.
-კარგი ჯანდაბას, მე გაგიკეთებ. შაქარი რამდენი?
-უშაქრო მინდა.
-ჰოლი გამომყევი-სალაპარაკო მქონდა ჰოლისთან, ამიტომ გავიყვანე.
-აუ მეზარება.
-ჰოლი გამომყევი მეთქი!-დავუძაბე.
-აა კაი მოვდივარ- ძლივს მიხვდა, რომ რაღაც მაქ სათქმელი.
-რა ხდება?(ჰოლი)
-სტეფანი შემიყვარდა..
-რაა?!
-8x8! 1:0!რა იყო!
-შენ..ის..სტეფანი... ვ ა ი მ ე!
-გუშინ ჩემთან დარჩა. ძაან მეშინოდა და ვთხოვე დარჩენილიყო. ისიც დარჩა. მერე დილით გაუცნობიერებლად ვაკოცე.. შემრცხვა და თვალები დავხუჭე. მერე იმან მაკოცა..
-ღმერთო ჩემო! სოფიაა chill! შენ აღარ ხუმრობ!
-ჰო..
-ჰო და ხბო! 1:1!
-აეხლა გამასწარი აქედან!-ვუთხარი და გაიქცა.
გავიცინე და სტეფანის ყავა ავიღე და მივუტანე.
-მადლობაა
-არაფრის, რის მადლობა
-აუ დღეს რა ვქნათ?-იკითხე კრისმა.
-აზრზე არ ვარ-თქვა სტეფანმა.
-მე ვიცი!-წამოვიყვირე- ჩემი მშონლები არ არიან სახლში და შეგვიძლია ჩემთან წავიდეთ. იქ დავრჩეთ და გავათენოთ. ვუყუროთ ფილმებს და გავერთობით!
-ხო კარგი აზრია.-დამეთანხმა ჰოლი.
ბიჭებიც დათანხმდნენ. 7-ზე მოვიდოდნენ კრისი და ჰოლი. მე და სტეფანი კი საყიდლებზე წავედით. საჭმელი ვიყიდეთ.
სახლში მივედით, გავამზადეთ
საჭმელები და მალე კრისი და ჰოლიც მოვიდნენ.
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩემს სახლში! თავი ისე იგრძენით როგორც საკუთარ სახლში!
-არ გამიჭირდება!-თქვა კრისმა და დივანზე წამოგორდა, ფეხები კი მაგიდაზე შემოაწყო.
საჭმელები მაგიდაზე დავალაგეთ და ჩავრთეთ ფილმი. ბიჭებმა საშინელებათა ჟანრის აირჩიეს. მე და ჰოლი შუაში ჩავჯექით, გვერდით ბიჭები მოვისვით და ზედ ავეკარით. ყველა საშის მომენტზე ბოლო ხმაზე ვკიოდით. ბიჭები კი დაგვცინოდნენ. ერთ მომენტში ისე შემეშინდა, სტეფანს ვეღარ ვშორდებოდი.
ბოლოს ძლივს დამთავრდა. მერე მეორე ფილმი ჩავრთეთ. ის უფრო რომანტიკა და კომედია იყო.
როცა ამ ფილმსაც მოვრჩით, გადავწყვიტეთ დაგვეძინა. კრისი და ჰოლი ერთ ოთახში შევუშვი, სტეფანიც ცალკე დაწვა. შევედი ოთახში, გამოვიცვალე და დაწოლას ვაპირებდი, როცა ოთახის კარებზე დააკაკუნეს. მივედი, გავაღე და სტეფანი იდგა. მომვარდა და კოცნა დამიწყო. თავიდან ვცადე შევწინააღმდეგებოდი, მაგრამ გადავიფიქრე. მას ხომ საშინლად რბილი ტუჩები აქვს. ისეთი, რომ არასდროს მოგინდება მოსცილდე. უკან-უკან მივდიოდით, მაგრამ ბოლოს კედელთან აღმოვჩნდი. სტეფანს კოცნა არ შეუწყვეტია, ისე დამაწვინა ლოგინზე. ტუჩებიდან ყელზე გადავიდა და ნიშნების დატოვება დაიწყო. თან მეღიტინებოდა. ლავიწის ძვალზე მიკბინა, რაზეც თვალები ავატრიალე. მალე მორჩა ყველაფერს და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა.
-სოფია.
-ხო?
-რაღაც უნდა გითხრა.
-გისმენ.
-არ დავიწყებ დიდი პოემებოს წერას. უბრალოდ ვეტყვი რომ მიყვარხარ. ძალიან, ძალიან მიყვარხარ!
მის ნათქვამებზე მუცელში თითქოს პეპლები აფარფატდნენ. მეც გავუღიმე და ვუთხარი.
-მეც მიყვარხარ.
-რა?! მართლა?!
-ხო..
-მე კიდე ვნერვიულობდი და ვერ გეუბნებოდი
გავიცინე და მასთან ახლოს მივედი. ტუჩებზე ვაკოცე და ვუთხარი
-ძილინებისა.
-შენც, პატარავ
მას მივეკარი და ჩავეხუტე. მოიცა.. რა სიტყვა ახსენა? პატარაო... ამ სიტყვაზე ჟრუანტელმა დამიარა. მალე კი ყველაფერი გაშავდა და ჩამეძინა...

გთხოვ არ დახუჭო თვალებიWhere stories live. Discover now