1️⃣6️⃣

382 15 1
                                    

c(თავი 16)
•2 ნოემბერი, ორშაბათი, 07:21•
დილით ნაზი შეხება მაღვიძებს. თვალებს ნელა ვახელ და გვერდზე გაღიმებული სტეფანი მიწევს. ძალიან საყვარლად იღიმოდა. მეც გავუღიმე, გუშნიდელი რომ გავიხსენე, ღიმილი უფრო გაფართოვდა.
-დილამშვიდობისა, პატარავ.
-დილამშვიდობისა-ვუთხარი ნამძინარევი ხმით.
-როგორ გეძინა?
-შესანიშნავად-გამიღიმა.
-მეძინება-ვუთხარი და გადავბრუნდი.
-მეც მეძინება, მაგრამ სკოლა გვაქ. ვერ გავაცდენთ.
-აუუ, მეზარებბაა!
-ადექიი!
-კარგი ხო, ვდგები. მიდი შენ კრისი და ჰოლი გააღვიძე.
-კარგი.
სტეფანი ადგა, ჩაიცვა და მათ გასაღვიძებლად წავიდა. მეც ავდექი და გავემზადე, აბაზანაში მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი. ბავშვებს უკვე საუზმე გაეკეთებინად და მაგიდასთან ისხდნენ.
-ჰეი მე არ უნდა დამელოდოთ?-ვუსაყვედურე.
-მოდი, დაჯექი. შეგინახეთ საჭმელი.- სტეფანის ნათქვამზე გამეღიმა და მის გვერდით დავჯექი. მგონი დროა კრისს და ჰოლის ვუთხრათ, რომ ერთმანეთი გვიყვარს. სტეფანს თავლებით ვანიშნებდი რო საუბარი დაეწყო. თავიდან ვერ ხვდებოდა და სულელივით იჯდა. მერე ძლივს მიხვდა და დაიწყო მოყოლა.
-ბავშვებო რაღარც უნდა გითხრათ.
-გისმენთ-უთხრა ჰოლიმ.
-იცით, მე და სოფიას.. მე და სოფიას...
-ხო შენ და სოფიას?-შეაწყვეტინა ჰოლიმ.
-მაცადეე. კაი ხო, მე და სოფიას ერთმანეთი გვიყვარს.
-რააა?! ღადააობ?! ანუ ერთად ხართ?!
-ეგეთ პონტში.
-ღმერთო ჩემო გილოცავთ!! ძალიან მაგარიაა!
მგონი ჩვენზე ძაან, ჰოლის უხაროდა. მერე ჭამა განვაგრძეთ.
მოვრჩით, ავალაგეთ და სტეფანის მანქანაში ჩავსხედით. მძღოლის ადგილას სტეფანი დაჯდა, მის გვერდით ადგილი კრისმა დაიკავა, მე და ჰოლი კი უკანა სავარძლებზე დაგვსვეს.
სკოლაში მივედით. ზარამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი. მე და სტეფანი ხელი-ხელ ჩაკიდებულები შევედით. ყველა ჩვენ გვიყურებდა. მე და სტეფანს კი ეს არ გვადარდებდა. მატილდას სახე რომ დავინახე, ძლივს შევიკავე სიცილი. გაცეცხლებული იყო ძალიან. მე და სტეფანი ლოქერებთან მივედით, უცბათ სტეფანი მოდის და ხელში მარკერი უჭირავს. ჩემს ლოქერზე •STEPHAN• დააწერა. გიჟია. ხოდა მეც ავიღე მარკერი და მის ლოქერზე •SOPHIA♡︎• დავაწერე.
ორივემ გავიცინეთ და ამასობაში ზარი დაირეკა.
-რა გაქ პირველი?-მკითხა სტეფანმა.
-ინგლისური.
-მეც, წამო.
ხელები ჩავკიდეთ და გაკვეთილზე შევედით. ორი თავისუფალი ადგილიღა იყო დარჩენილი, ისიც გვერდი-გვერდ. მივედით და დავსხედით.
მთელი გაკვეთილი არცერთს ამოგვიღია ხმა. მე მასწავლებელს ვუსმენდი, სტეფანი კი სულ მე მიყურებდა, თან იცინოდა ხოლმე. მეც გავუბრაზდი:
-რამე მჭირს სახეზე თუ რატო ვეღარ მაშორებ თვალებს?
-ჰმმ... არ შემიძლია ვუყურო ჩემ შეყვარებულს, რომელიც ძალიან ლამაზია? იმდენად, რომ თვალი ვეღარ მომიცილიებია.
-მასწავლებელოს მოუსმინე!
-რად მინდა, ვიცი უკვე.
-ღმერთო, რა დავაშავე?!
-შეგიყვარდი.
-კი ნამდვილად მიყვარხარ.
-ხო და ძნელია ჩემი ატანა :დ
-გაგიძლებ არაუშავს.
მალე ზარი დაირეკა. დირექტორმა მთელი ჩემი კლასი შეკრიბა დარბაზში. მე, სტეფანი, კრისი და ჰოლიც მივედით.
-მოგესალმებით ყველას,-დაიწყო ლაპარაკი- გადავწყვიტეთ სკოლაში დაგვედგა სპექტაკლი, შექსპირის "მაკბეტზე". მთელი კლასი მიიღებს მონაწილეობას. როლები ხვალე მოგეცემათ. თუ ვინმეს რამე კითხვა აქვს ხელი ასწიეთ.გისმენთ- ალბათ უკნიდან ვინმემ ხელი ასეწია.
-და რაღა მაინც და მაინც შექსპირის "მაკბეტი"? ეს ხომ რთული შესასრულებელია?
-არაფერი რთული არ არის. ისწავლით ტექსტს და მხატვრულად იტყვით.
მერე კიდე ერთი ბავშვის ხელი აიწია.
-როდის იქნება სპექტაკლი?
-შობას.
კიდე ერთმა თქვა თავისი კითხვა:
-და მას, აბიტურიენტები ვართ. გამოცდებისთვის უნდა მოვემზადოთ, რა დროს მაკბეტია?
-არაუშავს მოასწრებთ. გაკვეთილების მერე ცოტა ხანი დაგტოვებთ ხოლმე.
დანარჩენებმაც დაუსვეს რაღაც კითხვები. მერე ზარი დაირეკა და წამოვედით.
-"მაკბეტი". შესანიშნავია- იცინის სტეფანი.
-რა იყო, შექსპირი არ მოგწონს?-ვკითხე მე.
-ნუ კი მარა, რა დროს "მაკბეტია"?
-ხო.. ნეტა რა როლი გვექნება?
-საერთოდ როგორ უნდა გავიგოთ, ვის რა როლი გვექნება, სად გვეტყვიან?-იკითხა ჰოლიმ.
-წესით სკოლის შემოსასვლელში, დიდი დაფა რომაა, იქ უნდა ეწეროს ფურცელზე. ხვალე ვნახავთ.
-რა გაქვთ ახლა?-იკითხა კრისმა.
-მათემატიკა.(სტეფანი)
-ინგლისური(ჰოლი)
-ბიოლოგია(სოფია)
-მეც ბიოლოგია მაქ, წამო სოფია. შესვენებაზე შეგხვდებით.
ჰოლის და სტეფანს დავემშვიდობეთ ერთი გაკვეთილით და მე და კრისი შევედით ბიოლოგიის კაბინეტში. კრისი გვერდზე მომიჯდა და ლაპარაკი დაიწყო.
-სოფია
-ჰო?
-ხვალე ჰოლის დაბადების დღეა.
-რა? რატო არ მითხრა არაფერი?
-არ უყვარს თავისი დაბადების დღე. მაგრამ მინდა რომ სიურპრიზი მოვუწყოთ. ჩემ სახლში რომ გავაკეთოთ?
-კი კარგი აზრია. დღეს მაშინ ვიყიდოთ რაღაცეები. ხო იცი, ჰოლი მიყვება დედამისს სადღაც და შეგვიძლია ჩევნ სამი წავიდეთ საყიდლებზე.
-კარგი აზრია.
გავუღიმეთ ერთმანეთს და მასწავლებელს მოვუსმინეთ.
მალე ზარი დაირეკა და გერეთ გავედით, სტეფანი და ჰოლი ვნახეთ და სახლში წავედით. კრისი და ჰოლი მივიყვანეთ. მერე მე და სტეფანი ჩემთან წავედით. გზაში დედაჩემმა დამირეკა:
•სოფია, როგორ ხარ?•
•კარგად, დე. შენ?•
•მე კი კარგად ვარ, მარა ბებიაშენი ცუდადაა და მომიწევს მასთან ვიყო. ხომ იქნები მარტო?•
•კი დედა, უკვე დიდი ვარ•
•კარგი. წავედი, მიყვარხარ საყვარელო•
•მეც დე•
გავუთიშე და ტელეფონი შევინახე.
-ვინ იყო?-მკითხა სტეფანმა.
-დედაჩემი.
-რამე ხო არ მოხდა?
-ბებიაჩემი ცუდადაა და მასთან რჩება დიდი ხანი. მარტო უნდა ვიყო ხოლმე სახლში და შენ რომ დარჩე ჩემთან არ გინდა?
-კარგი. დავრჩები.
სახე გამიბრწყინდა და გავიღიმე.
-მიყვარხარ სოფია..
-მეც ძალიან.
სახლში მივედით, ვჭამეთ და ვიმეცადინეთ. ნუ ვიმეცადინეთ რა, ვიმეცადინე. სტეფანი იჯდა და მიყურებდა. მერე კრისმა დარეკა.
•ჰოლი წავიდა უკვე, შეგვიძლია წავიდეთ საყიდლებზე•
•კარგი გამოვიდვართ. შენთან მოვალთ და მაქედან წაგიყვან•
•კაი გელოდებით•
ყურმილი გათიშა და მაღლა ავედი მოსამზადებლად. მალე გავემზადე და დაბლა ჩავედი. სტეფანიც უკვე მზად იყო. ამიტომ გავედით და მანქანაში ჩავსხედით.
კრისთან რომ მივედით, უკვე გარეთ იდგა, მანქანაში ჩაჯდა და წავედით. მივედით მაღაზიასთან და შევედით. ბევრი რამე ვიყიდეთ. გამოვზიდეთ მთელი მარკეტი. სახლისთვისაც ვიყიდე რაღაცეები. პროდუქტები კრისთან მივიტანეთ. მერე სახლში წავედით. დაღლილები ვიყავით, ამიტომ დივანზე წამოვწექით. ცოტა ხანი ასე ვიყავით, ერთმანეთს ვუყურებდით. მის კულულა თმაზე ვთამაშობდი. თავი ჩემ მუხლებზე ედო და წამოწოლილი იყო. თან მე მიყურებდა.
-მშია.-თქვა სტეფანმა.
-მეეცც.
-მეზარება საჭმლის გაკეთება და რა ვქნათ?
-პიცა გამოვიძახოთ.
-კაი,ახლავე.
სტეფანმა დარეკა პიცერიაში და ერთ დიდი პეპერონის შეუკვეთა. სანამ პიცა მოვიდოდა ფილმი ჩავრთეთ. სტეფანს ავეკარი და ასე ვისხედით. მალე კაკუნის ხმამ გამოგვარკვია. სტეფანი წავიდა და პიცა მოიტანა. შევუდექოთ ჭამას. ფილმიც დავამთვრეთ და დასაძინებლად ავედით. აბაზანაში მოვწესრიგდი და ოთახში გავედი. სტეფანი უკვე იწვა. მეც გვერდზე მივუწექი და მის თბილ სხეულს ავეკარი. მანაც მიმიხუტა და ტუჩებზე მაკოცა.
-ძილინებისა პატარავ.
-ძილინებისა.
თვალები დავხუჭე და მალე ჩამეძინა...
დილით გამეღვიძა. სტეფანს კიდე ეძინა. მას მიხუტებული ვყავდი. ისე ძალიან მიჭერდა, რომ გასათავისუფლებად მისი გაღვიძება მომიწია. მივედი და ტუჩებზე ვაკოცე.
მნაცა გაიღვიძა და მისი ლამაზი თვალები შემომანათა.
-დილამშვიდობისა.
-დილამშვიდობისა-მითხრა ნამძინარევი ხმით.
-ადექი დროზე, თორემ დაგვაგვიანდება სკოლაში.
-აუ მეზარება.
-არაუშავს ადექი, თან დღეს ჰოლის დაბადების დღეა და სპექტაკლის როლებს გავიგებთ.
-კარგი ხო ვდგები.
მე უკვე ამდგარი ვიყავი. აბაზანაში შევედი და მოვწესრიგდი. რომ გამოვედი სტეფანი ჩაცმული დამხვდა. დაბლა ჩავედით და საუზმე მივირთვით.
სკოლაში წავედით ჰოლი დავინახე და მივვარდი.
-აეე გილოცაავ
-მადლობაა სოფიაა
-აი ეს ჩემგაან და სტეფანისგან- მივაწოდე საჩუქარი.
-მადლობაა, ძალიან საყვარელია
პირველი გაკვეთილის მერე, გამოცხადებული იყო როლები. მივედით დაფასთან და ვკითხულობ:
•მაკბეტი- სტეფან მაიკლსონი•
-ღმერთო სტეფაან, მთავარი როლი გაქქ!!
-ხო კაია.
მივუბრუნდი სიას და რას ვხედავ...
•ლედი მაკბეტი- სოფია სმიტი•
ცოტა ხანი გაშეშებული ვიდექი. ხომ არ მეშლებოდა, ათასჯერ გადავამოწმე.
-აბა რა როლი გაქ?-მკითხა სტეფანმა.
-მე..ამ.. ლედი მაკბეტის როლი მაქ!!
-რაა, არ მჯერაა!
-აუუ რა მაგარია
-ჰოლი, შენ რა როლი გაქ?
-მე ლედი მაკდუფი ვარ, კრისი კი მაკდუფი.
-მოიცა, მოიცა, მატილდა რის როლზეა?
-რა?! მე არ ვარ ლედი მაკბეტი?! და სოფია სმიტია?! მე მასზე ბევრად ჭკვიანი ვარ და ეს როლი ჩემი უნდა იყოს!-ყვიროდა მატილდა.
-რა როლი აქვს მატილდას ამისთანა?
მივუბრუნდი სიას და ის ჩემი შემცვლელი იყო...
-ის,ის ჩემი შემცვლელია...
-რააა?! მაგარიაა!-დაიყვირა ჰოლიმ.
-მაგრამ მე არანაირი გამოცდილება მაქვს ამასთან დაკავშირებით. არამგონია ტექსტიც დავიმახსოვრო...
-ჰეი, ყველაფერი გამოგივა. აქ პროფესიონალი არავინაა. შეგვიძლია ერთად ვიმეცადინოთ სახლში-მითხრა სტეფანმა და ჩამეხუტა.
-რაღაც არამგონია დავიმახსოვრო სიტყვები. ძალიან ძნელია და შეიძლება ენა დამებვას.
-ყველაფერი გამოგივა მეთქი-ისევ მამშვიდებდა სტეფანი და თან მეგერებოდა.
მალე ზარი დაირეკა. ყველანი შევედით გაკვეთილზე.
გაკვეთილების მერე მასწავლებელმა დაგვტოვა და ყველას ჩევნი ტექსტი მოგვცა. რომ გადავიკითხდ ლამის ცუდად გავხდი. ისეთი სიტყვები იყო გამოყენებული, რომ საერთოდ პირველად მესმოდა.
-სტეფან, იცი მგონი ჯობს ჩემი როლი მატილდამ დაიკავოს.
-რა?! რას ამბობ სოფია! ყველაფერი გამოგივა მეთქი! ერთად ყველაფერს შევძლებთ. თან მგონი სადღაც კოცნის სცენაა და არ მინდა მას ვაკოცო.
-აუ რავი, ასე მგონია ვერ დავიმახსოვრებ.
-ყველაფერს შეძლებ!
-კაი, ხო..
სკოლიდან წამოვედით. მივედით კრისის სახლში. ჰოლის დაბადების დღისთვის. თავიდან საჭმელს ვჭამდით, მერე სიმღერები გვქონდა და ვცეკვავდით. ბიჭებმა იმდენი მოწიეს, სულ სიგარეტის სუნი გვქონდა.
მერე წამოვედით და სახლში წავედით მე და სტეფანი. ცოტა ხანი დავისვენეთ. მერე მეცადინეობაც დავიწყეთ. ისევ რა თქმა უნდა მარტო მე, სტეფანი უბრალოდ მიყურებდა მერე გადავედით ტექსტზე.
-იცი, არც ისეთი რთულია, რომ მატილდასთვის მოგიწიოს როლის მიცემა.
-ჩემთვის რთულია და შეუძლებელია.
-შეუძლებელი არაფერია პატარავ -გამიღიმა და ჩემთან მოიწევდა. მეც ვუცინოდი. ბოლოს ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან და კოცნა დამიწყო. ღმერთო მას ძალიან რბილი ტუჩები აქვს. დივანზე ისე ამიყვანა,რომ კოცნა არც შეუწყვეტია. დივანზე დამაწვინა და თვითონ ჩემ ზემოთ მოექცა. ტუჩებიდან ყელზე გადავიდა და სველი კოცნების დატოვება დაიწყო. ამის მერე ნიშნების დატოვება დაიწყო. მე კიდე თაველბი დავხუჭე. ვერც კი მივხდვი, თუ საიდან აღმოვჩნდი ოთახში. სტეფანმა საწოლზე დამაწვინა და გვერდზე მომიწვა. ცოტა ხანი მკოცნიდა, რომ მორჩა საბანი დამაფარა.
-ძილინებისა ჩემო პატარავ.
-ძილინებისა
მითხრა და ჩამიხუტა. მის სუნთქვას ვგრძნობდი. ჯანდაბა, სტეფანი ძალიან მიყვარს. ასე არავინ არასდროს მყვარებია. ის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. იმის გაფიქრებაც არ მინდა, რომ ჩვენ შორის რაღაც მოხდეს. ამას ვერ დავუშვებ. მის გარეშე ვერ გავძლებ. სტეფანზე ფიქრის დროს, ის ჩემკენ მოიწია და თავი გულმკერდზე დამადო. მეც მისი ხუჭუჭა თმების მოფერება დავიწყე. მალე სტეფანს ჩაეძინა. ხელით მისი სახის ყველა კუთხეს ვეხებოდი. სტეფანი ძალიან ძალიან მიყვარს. მასზე ფიქრის დროს კი ჩამეძინა...

გთხოვ არ დახუჭო თვალებიWhere stories live. Discover now