17

306 17 0
                                    




დილით რომ გავიღვიძე, საწოლში სტეფანი აღარ იწვა. წამოვდექი და სააბაზანოში შევედი. იქაც არ იყო. დანარჩენი ოთახებიც დავიარე. ბოლოს დაბლა რომ ჩავდიოდი, გავიგე იარაღის გასროლის ხმა. კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე. კარებთან სტეფანი იწვა... ის სულ სისხლში იყო... მივვარდი და ჭრილობაზე ხელი დავაჭირე, სისხლი რომ აღარ წამოსულიყო.

-სტეფან, გთხოვ არ დამტოვო, თვალები არ დახუჭო! მე შენთან ვარ

-სოფია...მიყვარხარ...

ბოლოს სტეფანმა მიყვარხარღა მითხრა და გაუჩინარდა. მან მე დამტოვა. სახლში მარტო დავრჩი, კივილი და ტირილი დავიწყე. უცბათ ყველაფერი გაშავდა და საწოლიდან წამოვხტი. ეს ყველაფერი სიზმარი იყო. სულ სველი ვიყავი, თვალებზე ცრემლები მქონდა.

ამასობაში სტეფანს გაეღვიძა და ჩემკენ მოიწია.

-სოფია, ყველაფერი კარგადაა? რამე ხო არ გჭირს?

-ღმერთო სტეფან!-მივვარდი და ჩევხუტე-შენ აქ ხარ, არ წასულხარ!

-მე არასდროს წავალ სოფია, შენ არ დაგტოვებ. დამშვიდდი ახლა.- საწოლზე დამაწვინა და მიმიხუტა. თავზე ხელს მისვამდა, თან მაწყნარებდა. საათს რომ დავხედე 04:38 იყო. დრო კიდე მქონდა დასაძინებლად. ამიტომ ჩამეძინა. ძილშიც ვგრძნობდი, როგორ მეფერებოდა სტეფანი...

•07:12•

დილით სტეფანი კოცნით მაღვიძებს. მეც თვალებს ნელა ვახელ და მაშინვე ვხედავ სტეფანს, მისი ღია ცისფერი თვალებით.

-ჰეი, კარგად ხარ ახლა?

-კი, ყველაფერი კარგადაა- ვუთხარი და გავუღიმე. მანაც ჩამიხუტა და მომეფერა.

-მიყვარხარ და შენ არაფერი მოგივა, როცა ჩემთან ერთად ხარ. მე შენ ყოველთვის დაგიცავ.

-მეც ყველაზე ძალიან მიყვარხარ.

სკოლისთვის გავემზადეთ, ვისაუზმეთ და წავედით. დღეს პირველი რეპეტიცია გვქონდა. ცოტა ვნერვიულობდი.

გთხოვ არ დახუჭო თვალებიWhere stories live. Discover now