18

301 15 3
                                    




დილით ვიღვიძებ და ოთახში ისევ მარტო ვარ. ალბათ სტეფანი დაბლა იყო. მეც ჩავედი. მაგრამ იქ არ დამხვდა. მთელი სახლი შემოვიარე. ბოლოს ეზოში გავედი. იქ ისევ ნიღბიანი კაცი დავინახე, იარაღს უმიზნებდა სტეფანს. მალე გასროლის ხმა გაისმა. სტეფანი ძირს დაეცა. მეც მალევე მივვარდი. გულთან ახლოს იყო დაჭრილი.

-სტეფან, გთხოვ არ დამტოვო, თვალები არ დახუჭო! მე შენთან ვარ

-სოფია...მიყვარხარ...

ბოლო სიტყვა მითხრა და გაუჩინარდა. მთელ ეზოში მარტო დავრჩი. უცბათ ყველაფერი გაშავდა. ვკიოდი და ვტიროდი. მაგრამ თვალები, რომ გავახილე, საწოლში ვიწექი. სტეფანი ისევ გვერდზე მეწვა. ბოლოს იმხელაზე დავიკივლე რომ სტეფანი რასაც ქვია წამოხტა. ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა.

-არ ინერვიულო, სოფია. აქ ვარ. ნუ გეშინია, ალბათ კოშმარი ნახე.-მაწყნარებდა.

-სტეფან.. რაღაც უნდა გითხრა...

-რა ხდება?

-უკვე მეორე დღეა იგივე სიზმარს ვნახულობ... იცი.. ყველა სიზმარში მარტო ვიღვიძებ, შენ გეძებ. ბოლოს გპოულობ ვიღაც ნიღბიან კაცთან ერთად.. რომელიც...რომელიც...

-რომელიც?

-ტყვიას გესვრის. მე იგივე სიტყვებს გეუბნები, არ დამტოვო მეთქი. შენც მეუბნები რომ გიყვარვარ. მერე კი უჩინარდები... ვერ ვხვდები, რატომ მესიზმრება ასეთი რაღაცეები?

-არაფერია, პატარავ. ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ სიზმარია. მე შენ არასდროს დაგტოვებ-სტეფანი მიხუტებდა-ახლა დაიძინე.-მითხრა და ტუჩებზე მაკოცა.

მეც მივედი მასთან და ჩავეხუტე. ცრემლები მომწმინდა და თავზე ხელს მისვამდა. თავი გულ-მკერდზე დამადო. მეც ვეფერებოდი, თან მას ვუყურებდი. ის ისეთი საყვარელია.. მასზე ფიქრში და ყურებაში ჩამეძინა..

დაახლოებით ერთ საათში, შემოდის დედა ოთახში. მე და სტეფანს გვაღვიძებს.

გთხოვ არ დახუჭო თვალებიWhere stories live. Discover now