21

230 12 0
                                    




ტესტი გავიკეთე და რომ დავხედე, ლამის შოკში ჩავვარდი... პასუხი დადებითი იყო.. მე ორსულად ვარ.. წამიერად ცუდად გავხდი. არ ვიცი, უნდა გამიხარდეს თუ რა მომივიდეს. იქნებ სტეფანს არ უნდა შვილი? იქნებ ჯერ პატარა ვარ? ჯანდაბა!

მუცელს დავხედე და ხელი მოვისვი. არ მჯერა! ჯობს ჰოლის დავურეკო.

•-ჰოლი სად ხარ?.

-სახლში. რა არის?

-ჩემთან შეგიძლია მოხვიდე?

-კი მოვალ. რა ხდება? ანერვიულებული ხმა გაქ.

-მოდი დროზე!•

ჯერ კიდევ საწოლზე ვიჯექი და გაშტერებული ვიყურებოდი. ცოტა ხანში დაბლა ჩავედი. ჰოლიმ დააკაკუნა და გავუღე. მაშინვე ოთახში ავიყვანე.

-რა ხდება? დაწყნარდი!

-იცი.. არ ვიცი როგორ ვთქვა..

-სოფია, ამიხსენი ყველაფერი!

-გამომართვი!-მივაწოდე ორსულობის ტესტი. როგორც კი დაინახა თვალები ჭყიტა. გამომართვა და რომ დახედა, ისიც ცუდად გახდა.

-მოიცა, მოიცა, ანუ ორსულად ხარ?

-ჩშშ.. ხო..

-რა მაგარიაა! გილოცაავ!-მოვიდა და ჩამეხუტა.

-არ ვიცი რა ვქნა. სტეფანს და მშობლებს როგორ ვუთხრა? იქნებ არ უნდა სტეფანს შვილი ან მშობლები გამიბრაზდნენ?

-რას ქვია არ უნდოდეს?! ბავშვს ვერ მოიშორებ! ეს ყველაზე ცუდი საქციელია! ღმერთმა იმის საშუალება მოგცა, შვილი გააჩინო, შენ კიდე იშორებ! ძალიან არასწორია! მშობლები არამგონია გაგიბრაზდნენ..

-აღარ ვიცი რა ვქნა!- ქვედა ტუჩს ვუკბინე, რომ ტირილი არ დამეწყო.

-ნუ ტირი, მოდი-ჰოლი მოვიდა და ჩამეხუტა.

ცოტა ხანი ვლაპარაკობდით. გადავწყვიტე ხვალე მეთქვა სტეფანისთვის. ცოტა ხანი ჰოლი ჩემთან იყო, ბოლოს კი გავაცილე. ოთახში ავედი და დავწექი. ყველაფერზე ვფიქრობდი. როგორ უნდა მეთქვა, იქნებ არ უნდა შვილი, იქნებ ისევე მიმატოვოს, როგორც სხვა ქალებს ტოვებენ? მაგრამ სტეფანი ამას არ იზამს. ამაზე ფიქრში კი

გთხოვ არ დახუჭო თვალებიWhere stories live. Discover now