22

257 12 0
                                    




•3 თვის შემდეგ•

უკვე ოთხი თვე გავიდა, რაც ორსულად ვარ. ექიმებთან დავდიოდი. ხვალ კი მივდივარ ბავშვის სქესის გასაგებათ. მე მინდა რომ ბიჭი იყოს, რომელსაც ნოას დავარქმევ. ხოლო სტეფანს გოგო უნდა და ალბათ ნორას დაარქმევს. მართლა კარგი სახელია.

ახლა პირველი მაისია. მაისია, ანუ სკოლას ვამთავრებთ. მალე გვექნება ბანკეტი. ერთი სული მაქვს როდის იქნება ეგ დღე.

ჯერ გამოსაშვებისთვის ვემზადებით. ცეკვები უნდა დავდგათ. მე ვასწავლი დანარჩენებს.

ახლა სკოლაში უნდა წავიდე, გარეთ სტეფანი მელოდება.

გავედი და მასთან მივედი. ჩავჯექი მანქანაში და ვაკოცე.

-ჰეი, როგორ ხარ?

-რავი კარგად. შენ?

-მეც კარგად.

თქვა და მანქანა დაძრა. მალე მივედით სკოლაში. გაკვეთილების მერე რეპეტიცია გვქონდა. ამიტომ გამოსაცვლელები წამოვიღეთ ყველამ. ცეკვებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა Freestyle და Hip-Hop-ია. დიდი ხანი დავდიოდი, ამიტომ კარგად ვიცი.

გაკვეთილებმა უაზროდ ჩაიარა. შემდეგ ყველა დიდ დარბაზში შევიკრიბეთ. მიუხედავად იმისა, რომ ცეკვები უკვე ნასწავლი ჰქონდათ, მაინც ეშლებოდათ. ამიტომ ყოველდღე ვვარჯიშობდით.

მალე დავამთავრეთ. მე, ჰოლი, ამელია, კრისი და სტეფანი მოვდიოდით, როცა მატილდამ შემაჩერა.

-სალამი სოფია..

-ჰეი.

-იცი, რაღაც უნდა გითხრა... მე ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდი.. იმისთვის რომ ასეთი ცუდი ადამიანი ვიყავი.. ასე ცუდად გექცეოდი, გელაპარაკებოდი.. შენ მართლაც რომ ჩემზე ბევრს იმსახურებ.. ალბათ არ გაგიგიათ.. არავინ იცის.. ტყუპისცალი და გარდამეცვალა.. მას ლიბი ერქვა.. ხო ალბათ გაგიკვირდებათ, თუ და მყავდა, თანაც ტყუპი, რატომ არ დადიოდა ჩემთან ერთად სკოლაში. მას კიბო ჰქონდა, ბოლო სტადიის, ურთულესი იყო, გადარჩენის არც ერთი შანსი არ იყო.. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან მოქმედებდა ჩემზე. გადავწყვიტე გადამევიწყებინა, მისი ასეთი მდგომარეობა. მაგრამ ამ გადავიწყებისთვის ასეთი სიუხეშე რატომ ავირჩიე არვიცი.. ძალიან ცუდი ადამიანი ვარ. ბანკეტის მერე ოჰაიოში გადავდივარ. ახალ ცხოვრებას დავიწყებ. ამიტომ რაც კი ცუდი გამიკეთებია, მინდა ამისთვის ბოდიში მოგიხადოთ ყველას. არ უნდა ვყოფილიყავი ასეთი.. -თქვა მატილდამ და ცრემლები წამოუვიდა. მეც წამომივიდა რამდენიმე. არ ვიცოდი ეს ყველაფერი.

გთხოვ არ დახუჭო თვალებიWhere stories live. Discover now