23

247 12 0
                                    




რომ ვიღვიძებ, წამლების სუნი დგას. თვალები ნელა გავახილე. თეთრ კედლებში ვიყავი. გვერდზე გავიხედე და დედა იჯდა.

-ჩემო გოგო,არ ინერვიულო.-მოვიდა და ჩამეხუტა.

-რა მოხდა? სტეფანი როგორაა?

-იცი.. ის.

-რა მოხდა დროზე მითხარი!

-ის კომაშია.. აპარატზეა შეერთებული.. ბევრი სისხლი დაკარგა, ამიტომ სჭირდება. მესამე დადებითი აქვს, ამიტომ უნდა ვნახოთ ის, ვისაც ამ ჯგუფის სისხლი აქვს.

-ჯანდაბა!-წამოვხტი.

-არ ადგე! არ შეიძლება შენთვის ადგომა!

-მკიდია რა შეიძლება და რა, არა. სადაა მისის მაიკლსონი?

-გარეთაა, სკამზე ზის.

პალატიდან გავვარდი. დერეფნის ბოლოში მივედი და დანარჩენები დავინახე. სტეფანის დედა იჯდა და ტიროდა. მამამისი აქეთ-იქით დადიოდა და თან მამაჩემი აწყნარებდა. მისის მაიკლსონთან მივედი და ჩავეხუტე.

-ჩემო გოგო, არ იდარდო! სტეფანი ძლიერია! მას არაფერი მოუვა! ამ ყველაფერს შეძლებს და ბოლოს ბავშვსაც ნახავს!-იძახოდა და თან ტიროდა.

-რა თქმა უნდა! ის ძლიერია, ის ჩვენ არ დაგვტოვებს...

ჰოლი, კრისი და ამელიაც აქ იყვნენ. კრისი დადიოდა. ამელია და ჰოლი ისხდნენ და მე მამშვიდებდნენ.

მალე ექიმი გამოვიდა კაბინეტიდან. ყველა მას მივვარდით.

-როგორაა ექიმო?

-ისევ კომაშია. სისხლი ბევრი აქვს დაკარგული. ამჯერად აპარატზეა შეერბეული. მაგრამ დიდი-დიდი ასე 6 თვე გაძლოს. თუ ისევ კომაში იქნება, აპარატის გამორთვა მოგვიწევს..

-ჯანდაბა!-დაიყვირა სტეფანის მამამ და ხელი კედელს მიარტყა.

-და როდის შევძლებთ მის ნახვას?

-ერთ საათში შეგეძლებათ შესვლა.

-კარგით მადლობა.

ექიმმა გაგვიღიმა და წავიდა. ყველანი დავსხედით.

გთხოვ არ დახუჭო თვალებიWhere stories live. Discover now