•ერთი კვირის შემდეგ•ნორა უკვე 11 დღისაა. ისეთი საყავარელია. სულ სძინავს. ნეტავ სტეფანიც აქ იყოს და ხედავდეს ამ ყველაფერს... მაგრამ ვიცი რომ მალე გაიღვიძებს..
ახლა პალატაში ვზივარ და სტეფანს ვუყურებ. მთელი დღეა აქ ვარ და ცოტა არ იყოს მომშივდა. ამ საავადმყოფოში, რა თქმა უნდა კაფეტერია არის, როგორც ყველა საავადმყოფოშია. ჩანთა ავიღე, საფულე ამოვიღე, წამოვდექი და გასვლა დავაპირე, მაგრამ რაღაც ხმა მომესმა. უკან შევტრიალდი და დავინახე როგორ გამოძრავდა სტეფანი. მაშინვე მივვარდი და ლაპარაკი დავუწყე.
-სტეფან, სტეფაან!
-...
-სტეფააან! გაიღვიძეე!
-ს..ოფ..ია-თვალებს ნელა ახელდა.
-ვაიმეე!! ექიმო დროზე შემოდით!- კარები გავაღე და დავიყვირე. მაშინვე შემოვარდა ექიმი.
-რა მოხდა?!- იკითხა ექიმმა.
-მან გაიღვიძა! თვალები გაახილა და დაილაპარაკა!
-სასწრაფოდ დატოვეთ პალატა!
-ბოდიშით, მაგრამ მეღადავებით? მეხუთე თვეა ამ დღეს ველოდები და ახლა მეუბნებით რო დავტოვო პალატა? ბოდიშით და თქვენ ცოტა შიგ ხომ არა გაქვთ?
-გთხოვთ ცენზურა დაიცავით!
-არ მაინტერესებს! აქ ვიქნები!
-დაცვას დავუძახებ!
-ააა, ჩემი შეყვარებულის ნახვაც აღარ შემიძლია? 5 თვეა ველოდები ამ დღეს!
-დაცვა!-დაუძახა ექიმმა დაცვას.-ეს გოგონა გთხოვთ გაიყავანეთ პალატიდან.
-მაინც მოვალ!
გამომიყვანეს და მაშინვე ტელეფონი ავიღე. სტეფანის დედასთან დავრეკე:
"-მისის მაიკლსონ, სასწრაფოდ მოდით!
-რა მოხდა ხომ კარგადაა?!
-დროზე მოდით!!"
გავუთიშე და ახლა ჰოლის დავურეკე: