მივედი, კარები შევაღე და რას ვხედავ... ნიკი და მისი მთელი ოჯახი აქ იყვნენ. სახეზე გაკვირვება შემეტყო ამიტომ დედამ მითხრა:
-საყვარელო, ნახე, ჰენდერსონები ჩამოვიდნენ. ნიკი კი შენ სკოლაში ისწავლის ცოტა ხნით (დედა)
-რაა?! რა მაგარია!-მოვიტყუე-ნიკკ, რატომ არ მითხარი?-მივვარდი და ჩავეხუტე.
-სიურპრიზი მოგიწყეე(ნიკი)
-აბა, როგორი იყო სკოლის პირველი დღე?(მამა)
-რავი, ჩვეულებრივი. ტყუილად ვნერვიულობდი ამდენს(სოფია)
-ძალიან კარგი. მიდი ახლა ადი შენს ოთახში, გამოიცვალე და ჩამოდი, საჭმელი ვჭამოთ.(დედა)
-კარგი, ორ წუთში აქ ვარ.(სოფია)
ჯანდაბა! აქ რა უნდა ნიკს? თანაც სტეფანის და ამელიას ლაპარაკის შემდეგ მას აღარ ვენდობი. ახლა ყალბი მეგობრის თამაში მომიწევს, მალე უნდა გავარკვიო, რა იგულისმა ამელიამ მანიაკში და რა გაუკეთა ნიკმა მას. გამოვიცვალე და დაბლა ჩავედი. დედამ სუფრა გაშალა და ყველა შემოვუსხედით. ნიკი ჩემ გვერდით დაჯდა, გამიღიმა და საჭმელი გადაიღო. ცოტა ხანი ვლაპარაკობდით და მოვრჩით ჭამას.
-ახლა ჩვენი წასვლის დროა.(ნიკის დედა)
-კარგით რა, ცოტა ხანი იყავით და მერე წადით(დედა)
-ძალიან მინდა, რომ დავრჩეთ, მაგრამ ნიკის სკოლის ამბები უნდა მოვაგვაროთ. სოფია,-ჩემსკენ მობრუნდა მისის ჰენდერსონი-შენ სკოლაში გადმოდის ნიკი.
-ეე, ძალიან კარგიაა!- ვითომ გამიხარდა.
ჰენდერსონები წავიდნენ. მე კიდე მაღლა ავედი. წყალი გადავივლე და დავჯექი მაგიდასთან. გადავშალე დღიური. არ ვიცოდი რა დამეწერა, დიდი ხანი ვფიქრობდი, ბოლოს კი უბრალოდ გადავხურე. ნიკის ამბებმა სულ ამირია გონება: რა გააკეთა ამისთანა, რომ მანიაკს ეძახიან, ამელია და სტეფანი რომ ვერ იტანენ, ამელიამ მისგან თავი ძლივს რომ დააღწია, სტეფანი კი ცემას რომ უპირებს. ამ დროს კი ნიკი არაფერს მეუბნება და არც იმჩნევს. მეშინია, მეც რამე არ მიქნას. მოკლედ, ძალიან დიდ გაურკვევლობაში ვარ. დავწექი და მალევე ჩამეძინა.