გინდა, რომ შენთან მოვიდეს?

467 87 18
                                    


ხელის გაწვდენაზე ჰქონდა თავისი ბედნიერება თეჰიონს.
ბედნიერება, რომელთან მიახლოვებისაც ეშინოდა.
შიშით ფიქრობდა და შიშით მოქმედებდა.
ფრთხილობდა, რადგან ეგონა, თუ ხელს უფრო შორს გასწევდა, ისევ შემოემსხვრეოდა ჯერ კიდევ მყიფე საძირკველის მქონე ეს აღმაფრთოვანებელი შეგრძნება.
არ სურდა, ისევ დასჭროდა ფრთები, რომელიც სულ რამდენიმე დღე იყო შეისხა.
უფრო კი არ სურდა, მისთვის მოეჭრა ფრთა, ისევ.
მისთვის, ვინც ამ ბედნიერების მიზეზი გახლდათ.

ზუსტად არ იცოდა რას მოიმოქმედებდა, მხოლო მიზანი იყო მისთვის თვალხილული.

_აღარ მჭირდები

ისევ ჩაესმოდა თითქოს ეს სიტყვები და იაზრებდა, რამდენი მიზეზი ჰქონდა ჯონგუკს, ამის სათქმელად.

მისთვის უნდა ეჩვენებინა, რომ შეიცვალა.
უნდა დაენახვებინა თვალნათლივ, რომ აღარ იყო ის ეგოცენტრული ბიჭი წარსულიდან.
ისევ უნდა ეგრძნობინებინა, თავისი საჭიროება მის ცხოვრებაში.

ამისთვის ბევრი შრომა მოუწევდა, ალბათ ბევრ იმედგაცრუებასაც იგემებდა, მაგრამ ეს უნდა გაეკეთებინა, რადგან ამდენმა წლიანმა ტანჯვამ ბევრი გაუაზრებელი, გააზრებინა.
თითქმის იმ წუთიდან მიხვდა თავის შეცდომებს, როცა ჯონგუკმა კარი ბოლოჯერ გაიხურა.
როცა მისი დაბრუნების იმედი დაკარგა, მაშინ სრულიად დარწმუნდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის, თავისი ბავშვი.
რომ უყვარდა ისე, როგორც ჯონგუკს სურდა, რომ ჰყვარებოდათ ის.
რომ აღმერთებდა ისე, როგორც ჯონგუკი იმსახურებდა, სამწუხაროდ ამისთვის გვიანი იყო უკვე.

იტანჯებოდა, მაგრამ იმედი არ დაუკარგავს, რომ მათი გზები ისევ გადაიკვეთებოდა.
ახლა უკვე იმასაც ფიქრობდა, მთავარი ჯონგუკის ბედნიერება იყო, თუნდაც მის გარეშე.
სურდა ბედნიერი ენახა, ბიჭი ბავშვობიდან.
მაგრამ მისი დანახვისას, არ ამოუკითხია ცხოვრებით კმაყოფილება შავ თვალებში.
კედლის წარწერა კი უტყუარი დამადასტურებელი საბუთი იყო, აწ უკვე შავთმიანი მამაკაცის ყოფის.

Graffîtî   Where stories live. Discover now