ყვითელი ფოთლები

70 8 2
                                    

სიყვარული ფოთლებს გავს, იმ ფოთლებს მხოლოდ შემოდგომით, რომ ჩნდებიან და არე-მარეს ახალისებენ. სიყვარული ამ ფოთლების მსგავსად ლამაზად შემოიჭრება ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში. გვახალისებს, ფრთებს გვასხამს და სამყაროს მრავალ ფერში გვანახებს, მაგრამ ისიც, ამ ფოთლების მსგავსად ძალიან სათუთია და მალევე შეიძლება ისე გამოგვეცალოს ხელიდან როგორც შემოდგომის ბოლოს ტოვებენ ჩვენს ხალისითა და ბედნიერებით სავსე ცხოვრებას ეს უმშვენიერესი ფოთლები და ეს ყოველივეც თან მიაქვთ. მიდიან და მიაქვთ ის ბედნიერება რომელიც თავადვე შემოიტანეს ჩვენს ცხოვრებაში. სიყვარულიც ასეა, მისი მოსვლის თანავე შემოანათებს ახალი სხივი ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ მისი წასვლა და ამ სხივის გაქრობაც ერთია.

ზუსტად ასე იყო ერთი ბიჭის ისტორია, მაგრამ არა, განსხვავება არსებობს. მის ცხოვრებაში მართლაც შემოიჭრა და გაახალისა თითოეული წამი ერთმა გოგონამ მაგრამ მისი წასვლის შემდეგ მისი ცხოვრებიდან ის ფერები არ გამქრალა, პირიქით ისინი უფრო გამოიკვეთნენ.

„სალამი!

დღეს 17 ოქტომბერია. შემოდგომის ერთი ვითომ ჩვეულებრივი მაგრამ ამავდროულად დიდი მნიშვნელობის მქონე დღე ჩემთვის. თითქოს და არაფერი განსხვავებული არ მომხდარა. ყველაფერი ჩვეულ რიტმში მიდის. დილის სუსხი, შემდეგ უნივერსიტეტში წავედი, ლექტორების უზარმაზრი საინტერესო, მაგრამ ამავე დროს მომაბეზრებელი, გაწელილი ლექციები მოვისმინე და ლექციების შემდეგ სამსახურისკენ გავემართე. სწორედ სამსახურის გზაზე შეიძინა ამ დღემ ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩემთვის, მუსიკებს ვუსმენ და თან ძირს ჩამოყრილ ფოთლებს აქეთ-იქით ვყრი. სკვერი უნდა გამევლო, სადაც შემოდგომა ყველაზე ლამაზ ნახატს გავს. ყველგან ხეებია, რომლებიც ათას ფერებში შემოსილან. მათ ქვეშ კი სკამეიკები, სადაც გარეთ სასაეირნოდ გამოსული მოხუცები ისვენებდნენ უმეტესად. ჩვეულებრივ ამ ბაღში უამრავი ადამიანია ხოლმე, ბავშვები, წყვილები, მოზარდები. ზუსტად ესაა ადგილი სადაც ჩემი მუზები პიკს აღწევენ, სადაც ჩემს ფანტაზიებში ვიკარგები. მაგრამ დღეს რატომღაც მხოლოდ ორი მოხუცი წყვილი იჯდა ერთერთი ხის ქვეშ, ჩაეკიდეთ ერთმანეთისთვის ხელები და შესციცინებდნენ თვალებში ერთმანეთს. შეუძლებელი იყო არ შეგემჩნია მათ თვალებში მოელვარე ის სიყვარულის ნაპერწკალი რომელზეც დროს საპირისპიროდ უმოქმედია და წლების მატებასთან ერთად ეს ნაპერწკალი უფრო გაუღვივებია.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 08, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ყვითელი ფოთლებიWhere stories live. Discover now