სიცოცხლე ამად ღირს

1K 96 74
                                    

დათოვლილ მწვერვალს დააკვირდები და ფიქრობ_რა ახლოა. მშვენივრად იცი, რომ იქამდე მისასვლელად ძალიან დიდი გზის გავლა მოგიწევს, მაგრამ იმდენად ხელშესახებად ხედავ ამ მშვენიერებას, გონება გასავლელ მანძილზე კი არ იწყებს ფიქრს, არამედ იმაზე რომ ფეხს გადადგამ თუ არა, ამ სილამაზეს უფრო მიუახლოვდები, უფრო ახლოდან იგრძნობ ძვლებამდე გამტარ ყინვას, მაგრამ მაინც გაიღიმებ, რადგან დიახ, შენ შეძელი პირველი ნაბიჯის გადადგმა იქ მისაღწევად.

როცა გული სიყვარულით გაქვს სავსე, არ ფიქრობ სირთულეებზე, დაუფიქრებლად ეხები ეკლებს ვარდის მოსაწყვეტად.

ტანჯვა აუცილებელია, ბედნიერების მისაღებად.
და თუ შენ დღეს იტანჯები, იფიქრე იმაზე, რომ ხვალ გაიღიმებ.
და თუ დღეს გტკივა, იფიქრე, რომ ხვალ ტკივილი განელდება.
და თუ დღეს თვლი, რომ სიცოცხლე საზიზღრობაა და არანაირი მიზეზი არ გაქვს იცოცხლო, უბრალოდ დაფიქრდი, რას გააკეთებ შენი სიკვდილით?
დაისვენებ?
აღარ იგრძნობ ტკივილს?

მაგრამ შენ ვერც ვერაფერს ვეღარ იგრძნობ, ვერ დაინახავ, როგორ გაიღიმებენ შენი საყვარელი ადამიანები, ვერ იბრძოლებ საკუთარი თავისთვის, ვერ განიცდი ნეტარებას, ვერ შეიგრძნობ როგორია უყვარდე ვინმეს.

დაელოდე, არ დაყარო ფარ-ხმალი.
არ მისცე უფლება სხვას, შენს ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილება.
და ის მოვა, მიაღწევ მწვერვალს, იგრძნობ ძვლებამდე ყინვას, მაგრამ მაინც გაიღიმებ, რადგან გადახედავ მთის ქედიდან სამყაროს ირგვლივ და საკუთარი თავის კმაყოფილებას იგრძნობ.
შენ მიაღწიე მწვერვალს.

დიახ, სიცოცხლე ხშირად საზიზღრობაა, არ მეგულება ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ გაუვლია გონებაში მსგავსი აზრი, მაგრამ აბა შეხედეთ ჯონგუკს, განა მიაღწევდა სასურველ ბედნიერებას? დაიბრუნებდა გაცემულ სიყვარულს, რომ დანებებოდა ვარამს და არ ებრძოლა უკეთესი ცხოვრებისთვის.

Graffîtî   Where stories live. Discover now