იუნგი განყოფილებაში შემოვიდა, მთელი ღამე არ ეძინა, თავში მხოლოდ ის უტრიალებდა რა შეიძლება დამმართნოდა ჯიმინს. ჰოსოკის მაგიდასთან შეჩერდა, დანახა რომ ლეპტოპი ჩართული იყო, თუმცა თავად არსად ჩანდა, -დარჩა? თუ ისევ მთელი ღამე აქ გაათენა?- მაგიდას მიუჯდა, უნდა ენახა ბოლოს რა მოიძია. ნახა ბოლო გახსნილი ფანჯარა და დაბოლდილი ასოებით რაღაც მისამართი კუთხეში. -ეს რა მისამართია?- თავისთვის ჩაილაპარაკა. გული კარგს არაფერს უგრძნობდა. მისამართის გვერდით ფაილი გახსნა და გამოჩნდა მისთვის კარგად ნაცნობი გვარი <ჯონი>.
-რას აკეთებ ჰოსოკ?! ნამდვილად გაგიჟდი თუ იქ წასვლა მარტომ გადაწყვიტე- სასწრაფოდ მისამართი ამოიწერა და თავის მაგიდან მიუჯდა რომ დამხმარე ძალა გამოეძახებინა.
ჰოსოკი ცდილობდა ხელში რაიმე მოხვედროდა, ნებისმიერი რამ გამოადგებოდა. როდესაც უკნიდან ნაცნობი ხმა მოესმა.
-ჰოსოკ?-
-ჯიმინ.. ჯიმინ, ეს შენ ხარ? კარგად ხარ? ხომ არაფერი დაგიშავა- ჰოსოკი ცდილობდა ჯიმინისკენ შებრუნებას, თუმცა მისი სახე ჯერ ისევ კედელთან იყო მიბჯენილი ძლიერად და დახსნას ვერადა ვერ ახერხებდა.
-აქ რატომ ხარ. აქ არ უნდა მოსულიყავი- ჯიმინის ხმაში პანიკა იგრძნობოდა.
-ჯიმინ, მოვედი რომ გაგათავისუფლო ამ ფსიქოპატისგან- როგორც იქნა, შეძლო იქვე ახლოს მდგარ სკამს მიწვდომოდა. ხელში აღებისთანავე ძლიერად მოიქნია ჯონგუკის მხარეს რომ განთავისუფლებულიყო მისი ხელისგან. ჯონგუკმა სწრაფად მოასწრო რეაგირება და გვერდზე გაიწია. სანამ თამაშს განაახლება დიდი სიამოვნებით მოუსმენდა ამ ორის დიალოგს. ჰოსოკს მისი ნათქვამი კარგად არ ესმოდა, ჰოდა ახლა ჯიმინისგან გაიგოს რომ ის სრულიად ზედმეტია ამ სიტუაციაში.
-ჰოსოკ, გთხოვ წადი. არავის შველა არ მჭირდება. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო.-
-ჯიმინ, შენ ამ მკვლელთან აპირებ ყოფნას? სულ გაგიჟდი თუ ამას სერიოზულად ამბობ. იმ ადამიანთან უნდა დარჩე ვინც შენი მოკვლაც სცადა?!- ჰოსოკს სიცილი აუტყდა თავისდა მოულოდნელად, მისი გაცოფება შესამჩნევი ხდებოდა.
YOU ARE READING
Arrest Me! [Jikook]
Fanfictionაგათა ქრისტის წიგნზე დაფუძნებული. ჯიმინი არის ახალბედა დეტექტივი და ის ხდება ახალი სამიზნე ცნობილი სერიული მკვლელისთვის. ჯიმინი მოწადინებულია რომ დაიჭიროს ის რადაც არ უნდა დაუჯდეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ნიშნავს რომ იგი თავად გაებას თავისივე თამა...