პატარა გედი

119 6 0
                                    

იუნგის მონატრებოდა წყნარ ნოტებზე შესრულებული ცეკვა, მოენატრებოდა ყველა დეტალი, რომელიც მუსიკას უკავშირდებოდა.

ეგონა ყოველივე წარსულში დარჩა  და არასდროს გამოჩნდებოდა ვინმე ეს ყველაფერი მისთვის ისევ რომ გაეცოცხლებინა.
თუმცა ცდებოდა.

პირველად პატარა სცენაზე პარიზის ერთ-ერთ მიყრუებულ უბანში შეამჩნია, იქაური სიბინძურისა და მივარდნილობის მიუხედავად იგი მაინც ამაღლებულ ხასიათს ინარჩუნებდა.
იუნგი მის დახვეწილობაში ჩაიკარგა, შავ სივრცეში როდესაც პირველად აკაიფდა მისი თეთრი სამოსელი, მაშინ დაიკარგა, როცა ეგონა, რომ სანახაობა დასრულდა მაშინ ყველაზე მეტად ჩაიძირა პატა ბიჭის მოხდენილ მოძრაობებში.
ჩუმად იჯდა, ნელა ყლაპავდა დაგროვილ ნერწყვს, რომ გამომშრალი ყელი ჩაესველებინა.
იმ დღეს ბოლომდე უყურა, იქამდე სანამ პატარა ფიგურა სცენიდან ჰაერში გაბნეული ბუმბულებივით არ გაქრა.

იუნგი საკუთარ თავს არ უჯერებდა, ყოველ ჯერზე თავს ეწინააღმდეგებოდა, უკან დაბრუნება არ უნდოდა, მაგრამ ყოველ ღამით იჯდა და ელოდა როდის გამოჩნდებოდა თეთრებში გამოწყობილი მისი აჩრდილი.

იუნგი ხვდებოდა, იმის სურვილი კლავდა გამოლაპარაკებოდა, მისი ხმა გაეგო, უფრო ახლოდან შეეცნო და დაენახა.
მაგრამ იმდენად იყო საკუთარ თავში დარწმუნებული და იმდენად იყო მიჯაჭვული შესაბამისი დროის ძიებას, რომ დიდი ხანი ვერ მოახერხა მასთან მისვლა.
უბრალოდ ვერ გაეგო სად და რა ფორმით უნდა მისულიყო, როგორ უნდა გაეცნო მისი თავი და როგორ მოეპოვებინა ყურადღება, რომ უცნობი ბიჭუნა არ დაეფრთხო და არ გაექცა.

მეგობრებსაც კი ჰკითხა რჩევა იუნგიმ, სწორედ მათგან მიიღო მხნეობა და გადაწყვიტა, რომ არც მეტი არც ნაკლები მისთვის ნამდვილი მინ იუნგი ეჩვენებინა.
მივიდოდა და ეტყოდა იმას რასაც აქამდე ინახავდა, სათქმელი ნამდვილად ბევრი დაჰგროვებოდა.
მაგრამ ის მაინც გამოცანად რჩებოდა როდის უნდა გაეკეთებინა ეს, შესაფერისი დრო როდის დადგებოდა.
ძალიან რთული ჩანდა ყველაფერი, მისი სახელიც კი არ იცოდა, რომ გაქცეული უკან მოებრუნებინა, ყველაფრის მოფიქრება თავად მოუწევდა იცოდა.
ღირდა კი ეს პატარა არსება ამად ?
თავს ამ კითხვით იღლიდა იუნგი, ყოველ ღამით როცა მისი მზერით დამთბარი სახლში ბრუნდებოდა ამას უმეორებდა თავს.
ყოველ ღამე იგონებდა მის თავბრუდამხვევ ცეკვას და ცეკვისკან გასხივოსნებული სახეს, უნდოდა გაეგო, მოესინჯა, ყველაფერი გამოიკვლია მის შესახებ, ფიქრები არ ასვენებდა.

<<black swan>>Where stories live. Discover now