ვარდნა

610 37 25
                                    

ჰო, არაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რომ ჩემს ჭკუაზე მოვკვდე."

რიუნოსკე აკუტაგავა

—————————
თავი პირველი
                "ვარდნა"

"წამში ხუთი სანტიმეტრია. ეს არის სიჩქარე, რომლითაც საკურას ყვავილები ცვივა, თუმცა დარწმუნებული ვარ ის ბოლო გაყვითლებული ფოთოლიც, რომელიც ოდესღაც მუხის ხეს ეკუთვნოდა, სწორედ ამ სიჩქარით ჩამოვარდა და შეუერთდა სველ მიწას. ხუთი სანტიმეტრი წამში, ალბათ რამხელა მანძილია ეს ჭიანჭველასთვის, ან იქნებ ბრმა ადამიანისთვის რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რამდენი სანტიმეტრი აშორებს სიკვდილს. თუ ფიქრი შესაძლებელია მანძილზე და მის არსებობაზე დროში, მაშინ..."

-ჰესუ კლიენტს მოემსახურე

ფიქრებიდან რიუჯინის ხმამ გამომაფხიზლა

-ახლავეე

ბლოკნოტი და კალამი მოვიმზადე და  დახლთან მივედი

-გამარჯობა რას ინებებთ?

ღიმილით ვკითხე ახალგაზრდა ქალს

-ცხელი შოკოლადი ზეფირით და ორი ცალი შოკოლადის დონატი.

-დიახ თქვენი შეკვეთა მალე იქნება მზად, მანამდე კი ეს პეიჯერი გამომართვით.

ქალს კუთვნილი პეიჯერი მივაწოდე და შოკოლადის გასაკეთებლად უკან შევტრიალდი

Rj-ისევ შენს წიგნზე ფიქრობდი?

მკითხა ღიმილით რიუჯინმა

-კი. მგონი ამდენხნიანი ფიქრის შემდეგ სრულყოფილი პროლოგი მომაფიქრდა. ერთი სული მაქვს უჯინს როდის ვეტყვი. სწორედ ის არის ჩემი ისტორიის ინსპირაცია
Rj-უჯინი? კარგი რა მაინც რა დაინახე მასში ასეთი განსაკუთრებული?
-გთხოვ რიუჯინ ასე ნუ ამბობ. უბრალოდ მას კარგად არ იცნობ და არ იცი როგორი განსაკუთრებულია. 22 წლის განმავლობაში ისე ვერავინ მაგრძნობინა თავი როგორც მან.
RJ-კარგი ჰესუ როგორც შენ გინდა, უბრალოდ მე დღემდე არ მომწონს.
-კარგი კლიენტი მელოდება ახლა უნდა წავიდე.

Your Eyes Tell (დასრულებულია)Where stories live. Discover now