Chapter 7

556 36 35
                                    

ჩემთვის არ უღალატიათ, მაგრამ წარმოდგენაც არ გაქვთ, ახლა რა სიძლიერით ვგრძნობ ჰარის გონებაში რა ხდება.

—ჰარი?!-წამოიყვირა და ზეწარმოხვეული მოშორდა ქერას.

—რას...-ხმა ჩაუწყდა.—რას აკებ ქეითლინ?-მის ხმაში უზომოდ დიდ იმედგაცრუებას ამოიკითხავდით.

—ჰარი, გთხოვ...-ტირილს იწყებდა.

—შე ნაბიჭვარო!-იღრიალა და ნაილისკენ დაიძრა.

საწოლიდან წამოაგდო და ძირს დააგდო. სასტიკად უტყავდა, შეიძლება მოეკლა.

—საუკეთესო მეგობარი იყავი! ეს როგორ გამიკეთე?!-ბოლო ხმაზე ყვიროდა და ხელებს არ აჩერებდა. ნაილს გონება უკვე დაკარგული ჰქონდა და უგონოდ იწვა იატაკზე. ქეითლინს გავხედე, კუთხეში ჩაცუცქულიყო და სახე ხელებში მოექცია. არაფერს არ აკეთებდა.

—მისტერ სტაილს, საკმარისია.-მივუახლოვდი და ვეცადე შემეჩერებინა, თორემ მოკლავდა. ყველა ვარიანტში შემოაკვდებოდა. რეაქცია არ ჰქონდა, მაინც აგრძელებდა მუშტების ქნევას. მისი ხელები ნაილის სისხლით დასვრილიყო.
— ჰარი გაჩერდი!-ბოლო ხმაზე ვუყვირე და წამში ვიგრძენი როგორ ამეწვა მარჯვენა ლოყა.

არ უნდოდა, მართლა არ უნდოდა. ვერც კი გაიგო რომ მისი ხელი მე მომხვდა, ამიტომ არ გავბრაზებულვარ.

ბოლოს, უგონოდ მყოფ ნაილს ხელი მოჰკიდა და კიბეებზე ჩაათრია. კარები გააღო და ერთი ხელის კვრით დააგდო კარებთან მისი უგონოდ მყოფი სხეული.

—შენც თან გაჰყევი და გაფრთხილებ, ცხოვრებაში თვალით აღარ დამენახო, თორემ გეფიცები, აღარ გავითვალისწინებ, რომ ქალი ხარ და ხელს დაუფიქრებლად ავწევ შენზე!-ყვირილით, ზიზღითა და იმედგაცრუებით წარმოთქვა და კიბეები აირბინა. კარები იმხელა ხმაზე მოიჯახუნა, მთელი სახლი შეირყა.

ქეითლინისგან მოშორებით ვიდექი, თან მთელს სახლში სიბნელე იყო, ამიტომ ვერ დაინახავდა რომ მეც აქვე, სადღაცას ვიდექი. კარები ტირილით გამოაღო და ზეწარის ამარამ დატოვა სახლი.

Girl you loved, or girl you left. | H.S. |Where stories live. Discover now