ცეკვისა და სიმღერის შემდეგ ისტორიების ჯერი დადგა. ყველანი ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით.
- ლინ, მოგვიყევი როგორ გაიცანი ბენი.. მხიარულად მიუგო ნაილმა ახალგაზრდა გოგონას.
- არც თუ ისე საინტერესო ისტორიაა.. თუმცა კარგი. გაიღიმა და მოყოლა დაიწყო.
- მე და ბენი პატარაობიდან ვმეგობრობდით, რადგან მეზობლები ვიყავით, ყოველთვის მისი სახლის სარდაფში ვიმალებოდით და ხან რას ვთამაშობდით, ხან რას.. გვერდზე მჯდომ მამაკაცს თავი მხარზე ჩამოადო და მოყოლა ასე განაგრძო. - ერთხელაც მისმა მშობლებმა ჩემს შესახებ გაიგეს და ბენთან მეგობრობა ამიკრძალეს, ჩემი თვალის ფერის გამო.. სახიდან წუთიერად გაუქრა ღიმილი. - ამის შემდეგ მე და ბენს ერთმანეთი დიდხანს არ გვინახავს, თუმცა ერთხელაც ჩვიდმეტი წლის ასაკში მე და ბენი ერთმანეთს სრულიად შემთხვევით შევხვდით და ურთიერთობა აღვადგინეთ. ამის შემდეგ ბენმა ცოლობაც კი მთხოვა. ამაზე ჩაეცინა და მამაკაცს ახედა. - დავქორწინდით, თუმცა ჩუმად, ყველასგან მალულად.. ამ ბანაკში ზეინის წყალობით მოვხვდით.. ახლა კი პატარა გოგონაც გვყავს, ჯენა.. თუმცა მის გამო ვნერვიულობ.. ღიმილი სევდამ გადაფარა და გოგონაც გამოშორდა მამაკაცს. - არც კი ვიცი წინ რა ელის.. ასეთ სამყაროში არც კი ვიცი ექნება თუ არა ბედნიერი მომავალი.. სახე მოღუშულმა გავხდე ზეინს, სახეზე ეტყობოდა, რომ ისიც წუხდა გოგონას გამო..
- ექნებათ! უეცრად თავდაჯერებით წარმოვთქვი და იქ შეკრებილ ხალხს თვალი გადავავლე. - ჩვენ, ისინი ვინც ამდენი რამ გამოვიარეთ, არ დავუშვებთ, რომ ახალ თაობას მომავალი წაართვან.. ადრე თუ გვიან ჩვენი ხელითვე მოვსპობთ ამ კანონებსა და მის თანამოაზრეებს.. ჩვენი ხელით გავანადგურებთ მას და ახალ თაობას მივცემთ უფლებას იყვნენ თავისუფლები.. ამას აუცილებლად გავაკეთებთ.. გოგონა აცრემლებული წამოვიდა ჩემსკენ და მომეხვია.
- ზეინ, კიდევ ერთი კარგი საქმე გააკეთე და ჩვენს პატარა ოჯახს დაუმორჩილებელი, ჯიუტი და თავდაჯერებული გოგონა შემატე, კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას. გაიღიმა და თავის ადგილს დაუბრუნდა.

ВЫ ЧИТАЕТЕ
დაუმორჩილებელი (დასრულებული)
Fanfictionნეპედი - მივიწყებული სოფელი, რომლის მოსახლეობაც დღესდღეობით ქალაქებშია დასახლებული. თუმცა, ადრე ამ სოფელშიც იყო სიცოცხლის ნიშან-წყალი, თუ კი შეგვეძლო ასე გვეწოდებინა. აქ ერთი კანონი იყო: გკლავდნენ, თუ კი იყავი წითური, რადგან თვლიდნენ, რომ შენი თმის...