ოთხი დღის შემდეგ კორონაცია შედგება, იბლისი იმპერატორის ღირსეულად მისაღებად ემზადება, ქალაქში დღესასწაულის და სიხარულის ატმოსფერო ტრიალებს. იბლისის გალავანს იქით კარვების პატარა ქალაქია გაშლილი, სწორედ იქ შედგება თავად ცერემონია. ყოველი კარვის თავზე ჩამოსული სტუმრების დროშა ფრიალებს. დიდი ქვაბები, რომლებშიც რამდენიმე ათასი ადამიანისთვის ხორცი იხარშება, გაციებას ვერ ასწრებენ, ხალხის ხმაური კი ღამითაც არ წყდება. იდენის მომსახურე პერსონალის ნახევარზე მეტი ქალაქის გარეთ არის გადანაწილებული და მაღალი რანგის სტუმრების დასახვედრად ემზადება.
იბლისის სადღესასწაულო ატმოსფერო იდენში ვერ აღწევს. ჰოსოკი და გუუკი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, გამუდმებით წარბშეკრულნი დადიან, ნამჯუნის კითხვებს მოკლედ პასუხობენ. გუუკი თავად აღარ იწყებს იმპერიიდან ჰოსოკის გაყოფის თემაზე საუბარს, პირველი არ დგამს ნაბიჯს, კონტაქტზე არ მიდის და კუშტი მზერით აგრძელებს მეგობრის თვალიერებას. იუნგი ძმებს შორის გაჩენილი სიცივის გამო ემოციურად არასტაბილურია და გუკიუნთანაც კი გამუდმებით გაღიზიანებულია. მძიმე ატმოსფერო აწვება ტვირთად სასახლის მაცხოვრებლებს და მხოლოდ გუკიუნის კისკისის ხმა ხსნის ოდნავ დაძაბულობას. იუნგის ეშინია, რომ ძმები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან და ყველაფერს გულში ინახავენ, რაც უნდა უთხრან ერთმანეთს. ადრე თუ გვიან იქამდე მივა, რომ ერთ-ერთი მათგანი ვეღარ მოითმენს და ყველაფერი შეიძლება სისხლიან კონფლიქტში გადაიზარდოს.
თეჰიონი საძინებლიდან მხოლოდ ქალაქში გასასვლელად გამოდის, სასახლეში არავის ენახება და ჭამაც საკუთარ ოთახში ურჩევნია. ჰოსოკი თეჰიონს არ ელაპარაკება, რაც ომეგას ჭკუიდან შლის. ალფა გამუდმებით ფიქრებშია ჩაძირული, ყველა კითხვას სიტყვების გარეშე პასუხობს, სასახლეში კი მხოლოდ დასაძინებლად ბრუნდება. თეჰიონს სწყინს რომ ალფა ფიქრებს არ უზიარებს, მაგრამ მასთან საუბრის გაბმის მცდელობებს მაინც არ წყვეტს. ჰოსოკი ისევ იქუფრება, ნაჩქარევად ემზადება, გაკვრით ეხება ტუჩებით ლოყაზე და ოთახს ტოვებს, თეჰიონს მარტო ტოვებს თავის ფიქრებთან ერთად სატანჯველად.
YOU ARE READING
GUKYUN
Fanfictionმოდიოდა მათზე, უთვალავი ჯარით გარშემორტყმული, რომელიც ქალაქს კალიასავით ედებოდა, გასაქცევ გზას არ ტოვებდა. წინა რიგების შუბებზე ადამიანების თავები იყო წამოცმული, რომელთა დათხრილი თვალები, გადარჩენილებს სიზმრებშიც ელანდებოდათ. ოღონდ არავინ მათ შორის...