არაფრად ვიბადებით და არაფრადვე ვკვდებით.
დაბადებასა და სიკვდილს შორის კი ერთი გარდამავალი წამი - სიცოცხლე არსებობს.
გარდამავალი წამი ეძახე და რამდენ უბედურებას, ტანჯვას, ტკივილს, წამებას, ცრემლს, შფოთვას, უძილობას, დარდსა თუ სუიციდურ აზრს გახვევს თავს.
მათი, ამ ნეგატიური გრძნობებისა თუ ფიქრების წყალობით, იმის გახსენებაც კი გვიჭირს ხოლმე, რამდენჯერ, რა მდგომარეობაში, რა ხნით, ვისთან ერთად ვყოფილვართ ბედნიერები.
მოდით, ამ ეშმაკისგან დაწყევლილი ქმნილებებისაგან ერთი -
თავის დამკვიდრების დაუღალავი, შეუჩერებელი სურვილი გამოვყოთ.აჰჰ, სულაც რომ არ გინდოდეს, გიწევს ეს უკანასკნელი, სანამ ცოცხალი ხარ ცოტათი მაინც განახორციელო.
თავის დამკვიდრება გიწევს ყველგან: ოჯახში, სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურში, სამეგობრო წრეში, სამეზობლოში და ა.შ.
1) ყველაფერი ოჯახიდან იწყება...
არავინ არ თვლის შენ აზრს საჭიროდ, ან უკეთეს შემთხვევაში საკმარისად საჭიროდ.
ყველა ყოველთვის გეუბნება, რომ პატარა ხარ და საკუთარი აზრი არ უნდა დააფიქსირო მაშინ, როცა ოჯახი ნებისმიერი სახის დისკურსიას მართავს.2) მერე სკოლაა...
აჰჰ, ღმერთმაც დასწყევლოს ეს გულისამრევი ადგილი.
აქ ორმაგი დატვირთვა გაქვს.
დაიმკვიდრო ადგილი კლასელებთან და მასწავლებლებთან, რომ მათთვის მაინც წარმოადგენდეს შენი აზრი თუ ნათქვამი რამეს.
თუ გაგიმართლა და იმ ჯგუფში მოხვდი, რომელსაც 'მასწავლებელთა ფავორიტი ბავშვები'-ს ჯგუფი ჰქვია, მაშინ გილოცავ, ცოტათი მაინც გიმსუბუქდება ეს აუტანელი ტვირთი. თუ ვერ მოხვდი კი, განწირული ხარ ყოველთვის გდიოს არასაკმარისობის განცდამ და მოსვენების საშუალება არ მოგცეს.
მეორე ეტაპი თანაკლასელების თვალში შეხედულების ამაღლებასა და მისი დიდი ხნით შენარჩუნებას მოიცავს. გაგიმართლა? ანუ არ გაბულინგებენ.
არ გაგიმართლა? ბავშობის / თინეიჯერობის წლებს გაზიზღებენ.
YOU ARE READING
Girl you loved, or girl you left. | H.S. |
Fanfikce| Harry Styles Georgian Fan-fiction| When you're a woman with a huge dream, there's nothing that can stop you from reaching your goal. Ava Clark, a twenty-four years old woman, who dreams about having her own restaurant. The restaurant in which she...