4

2.5K 193 56
                                    

ნარინჯისფერი წვეულება კიდევ ერთი მიზეზი იყო ნაღებ საზოგადოებას თავი რომ გაერთო. წვეულებას თეჰიონის კოლეჯი მართავდა, ძვირი სიამივნება იყო შესვლა.

   წვეულება სექტემბრის ბოლო რიცხვებში იმართებოდა ამ წელს ოცდაშვიდში გადაეწყვიტათ და თეჰიონიც იდგა სარკესთან, თავს იწესრიგებდა. საბინამ დაიჩემა წელს წითლებში ვიყოთო და კიმმაც წითელი მოტკეცილი შარვალი და პიჯაკი ჩაიცვა, შავ პერანგზე თმა უკან ჰქონდა გადავარცხნილი და გელით საგულდაგულოდ დატკეპნილი. გოგონას შვიდის წუთებზე გაუარა და წვეულებაზე მისულებმაც ფოტოები გადაიღეს წითელ ხალიჩაზე. საბინას ულამაზესი, ვალენტინოს კაბა ეცვა. გრძელი და მკერდზე ბრილიანტის ჩოკერი, ნიშნობის ბეჭდით აბრამვებდა გარშემო ყველას და ხშირად კოცნიდა თეჰიონს.

   მათ მაგიდასთან ისხდნენ ჯიმინი, თვითონ, ჰოსოკი და კიდევ ერთი ბიჭი ხელოვნების ფაკულტეტიდან. ჯიმინის გვერდით ადგილი თავისუფალი იყო, შეყვარებულს უცდიდა პაკი. თეჰიონი გაღიზიანდა, ჰოსოკის გვერდითაც ცარიელი იყო ადგილი, ეს იმას ნიშნავდა რომ ისინი კი არ შემოიპარებოდნენ სტუმრები იქნებოდნენ და საიდან ჰქონდა ან ერთს ან მეორეს იმდენი ფული რომ შესაბამისად ჩაეცვათ?  წვეულება მდორედ მიდიოდა, სანამ მოსწვლეები ცოტა არ შეთვრნენ და ჰოსოკმა თავის მეგობარ დიჯეის არ დაურეკა, ბიჭი უმალ გაჩნდა ნარინჯისფერ დარბაზში და მერე თეჰიონისთვის ნაცნობი სიტუაცია წავიდა.

  კიმმა საპირფარეშო მოიმიზეზა, გამოცლა უნდოდა იქედა და რატომღაც ჩაბნელებულ დერეფანში დარჩა, მუსიკა მაინც ესმოდა, გარედან ლამპიონების შუქი შემოდიოდა და კიმი ფანჯარასთან დადგა, თვალენი დახუჭა. „მუსიკას აყევი“ გონებაში საცოლის ნათქვამი ამოუტივდტივდა, როდესაც ცეკვაზე უარი თქვა და რატომღაც სხეულის მოძრაობა დაიწყო. თეძოებს არხევდა, ჯერ ნელა და მორიდებით, უხერხულობა იგრძნო კიდევ ერთხელ შეავლო თვალი დერეფანს და მის სიცარიელეში დარწმუნდა მერე მეტად თამამად გააგრძელა უკანალის მოძრაობა და თავი დაკარგა. მუსიკა არ იყო იმდენად ხმამაღალი აქ, მაგრამ კიმმა შეძლო მისი შეშვება სხეულში. 

ვარდისფერი და მძიმეWhere stories live. Discover now