5

2.4K 186 30
                                    

ჯონგუკმა დილის შვიდ საათზე დაჭყიტა თვალები. გამთენიის ნაცრისფერს გახედა ფანჯარაში და იდაყვებზე აიწია, თმა თვალებში ჰქონდა ჩამოყრილი და გაბრუებული იყო. თვალები რომ დახუჭა ისევ კიმი გაახსენდა, ატირებული, უმწეო. თავი გააქნია, ჰოსოკს გადახედა, ჯერ კიდევ ეძინა ამიტომ საწოლიდან გაიპარა და ზღვის ტალღებში შევიდა. ქარიანი ამინდი იყო, ციოდა კიდევაც, ამინდი ირეოდა. ჯონმა სწრაფად გაიძრო შორტი და ზღვაში შევიდა. ტალღა ძლიერად დაეჯახა მუცელზე და ცოტათი შებარბაცდა. ჯონგუკმა ცურვა არ იცოდა, მხოლოდ იქ დგომა და დარდის წყლისათვის გატანება უნდოდა.

მეტად შევიდა წყალში და თავი ჩაყო. სუნთქვა შეუგუბდა, ყურებში ისეთი ბაგა-ბუგი გაუდიოდა ჩამოფარებული თმისგან, თითქოს ათასი კილომეტრის იქედან ესმოდა ქარისა და ზღვის ხმა. სახიდან წყალი მოიწმინდა, მიწებებული თმის ღერები ყურს უკან გადაიწია და უფრო ღრმად შევიდა ასაბიბოქრებლად გამზადებულ წყალში. ჯონმა ტალღებს საშუალება მისცა მისი ტკივილები წაეღოთ.

___

   აღარ ახსოვდა როგორ აბოდიალდა ნომერში და ისევ საწოლში ჩაწვა, სილიანი და სველი. საბანი გადაიფარა და მაშინვე ჩაეძინა. საღამოს გამოეღვიძა, მანამდე საწოლში ბორგავდა. ჰოსოკი მის გვერდით იდგა და ანჯღრევდა.

-რა ჯანდაბაა, ჯონ ჰოსოკ?-ჯონგუკი იმ ადამიანს ჰგავდა რომელიც მიგასიკვდილებს თუ მოქმედებას არ შეწყვეტ.

-სასტუმროდან უნდა ამოვეწეროთ და წავიდეთ, მთელი დღე გამოტოვე.

-ვდგები.-ჯონგუკი ზოზინით ადგა, ცივი შხაპი მიიღო და სველი თმა შეიკრა კეფაზე. მართლაც ციოდა, ნუ შეიძლება გამყინვარება არ იყო, მაგრამ წინა დღეებისგან განსხვავებით საკმაოდ დაკლებული ჰქონდა ტემპერატურას. როგორც აღმოჩნდა, ტემპერატურის მსგავს ვარდნას ჯონგუკის გარდა არავინ ელოდა, მხოლოდ მას ეცვა გრძელი სპორტული და ჰუდი. ჯონმა პირველად წამსვლელები შეათვალიერა და არ ესმიამოვნა რომ თეჰიონი უკვე წასული აღმოჩნდა. დილაუთენია დაეტოვებინა სასტუმრო.

ვარდისფერი და მძიმეWhere stories live. Discover now