8.

177 41 26
                                    

"მაპატიე, იუნგი, მტრედს ვთხოვე, წერილი შენთვის მოეტანა, მაგრამ უარით გამისტუმრა...

იმედი მაქვს, ახლა მაინც მოვა შენამდე.

დღეს ვფიქრობდი და ვიხსენებდი ჩვენს სიმღერას. გამახსენდა, მისაღებში რომ დავსხდებოდით ხოლმე დივანზე, შენ გიტარას მოიტანდი და უკრავდი, მერე კი ვმღეროდით.

როგორ მიყვარს შენი ხავერდოვანი ხმა. ისიც, თუ როგორ ხუჭავდი თვალებს გიტარის სიმის შეგრძნებისას; ის, თუ როგორ გსიამოვნებდა ჩემი ხმის მოსმენა და როგორ გეღიმებოდა ამის გამო; სიმღერას რომ დავასრულებდით, მაკოცებდი და მეტყოდი, ჩემი ანგელოზი ხარო. შენ ხარ ჩემი ანგელოზი, მინ იუნგი, სიტყვებით ვერ აღვწერ ჩემს სიყვარულს შენდამი, უბრალოდ, მინდა, რომ სულ იცინოდე და ბედნიერი იყო, როგორც ადრე.

გელოდები, იუნ, ძალიან მომენატრე და მიყვარხარ. შენი ანგელოზი ჯიმინი."

ფერადთმიანი ბიჭი ოთახის კარებზეა მიყუდებული და წერილს ფერადი კალმებით წერს.

დიდი ნაბიჯებით მიდის ფანჯარასთან და მტრედს ეუბნება:

- მტრედო, შეგიძლია, ეს წერილი იუნგის მიუტანო?

- არა, ჯიმინ, არ შემიძლია, ახლა შენთვის არ მცალია! - ფრინველი ტრიალდება და ფრთებს ლამაზად იქნევს ჰაერში.

ჯიმინი საწოლისკენ მიდის, ზედ ჯდება, თავს საკუთარ მუხლებს ადებს და ღიღინს იწყებს:

" 'Cause I wanna touch you, baby
And I wanna feel you, too
I wanna see the sunrise and your sins
Just me and you
Light it up, on the run
Let's make love, tonight
Make it up, fall in love, try..."

სახე გვერდით აქვს გადაწეული და სივრცეში იცქირება.
იცინის ისე, რომ თვალები თითქმის აღარ უჩანს, ღიღინს კი არ წყვეტს.

"But you'll never be alone
I'll be with you from dusk 'til dawn
I'll be with you from dusk 'til dawn
Baby, I'm right here
I'll hold you when things go wrong
I'll be with you from dusk 'til dawn
I'll be with you from dusk 'til dawn
Baby, I'm right here..."

ასეა, მომღიმარი ჯიმინი, რომელიც სივრცეში იცქირება და მარტოდმარტო ღიღინებს, გიტარის სიმების გარეშე.

𝙺𝚊𝚕𝚘𝚙𝚜𝚒𝚊 Where stories live. Discover now