სეული ულამაზესი ქალაქია,აქ ყველაფერი მშვენიერია,ეს ჩემი საყვარელი ადგილია,სასტუმროები,სახლები,ბაღები,რესტორნები,კაფეები,ბარები,ბევრი რამაა რაც აქ მიყვარს,ალბათ ჩემს ქალაქზე მედატ მიყვარს აქაურობა და უფრო მეტი რამ ვიცი,გზას მივუყვებოდი და თან ვფიქრობდი,მეღიმებოდა,ულამაზეს ქუჩებს შევყურებდი,იქამდე ვიყავი ასე სანამ მანქანა სახლის წინ არ გაჩერდა,მძღოლი გადმოვიდა და კარი გამიღო
- მობრძანდით
ზრდილობიანად მომმართა და საბარგულიდან ჩანთები გადმოიტანა,ორივენი შიგნით შევედით,მიმოვიხედე როგორ მომნატრებია აქაურობა
- სუჰა ჩემო გოგო
აი ისიც,მომღიმარი ბაბუა რომელიც ჩემსკენ მიემართება,მეც გავიღიმე და სწრაფად გადავეხვიე მას
- როგორ იმგზავრე ?
- მშვენივრად ბაბუ
ეს ბაბუაჩემის სახლია,ის სეულში ცხოვრობს მე კი ამერიკაში,მაგრამ უმეტეს დროს აქ ვატარებ ყოველ,ზაფხულს და შემოდგომას აქ ჩამოვდივარ
- ჩემო ლამაზო სამსახურში უნდა წავიდე,ბევრი რამ შევცვალე აქ სანამ დავბრუნდები ყველაფერი დაათვალიერე და მერე ბევრი რამ მაქვს შენთვის ნოსაყოლი
გამიღიმა და მანქანის გასაღები აიღო,ჩანთები ჩემს ოთახში ავიტანე და სამზარეულოში ჩავედი ცოტა ვჭამე,გავიარ გამოვიარე,ყველაფერი კარგად დავათვალიერე და ეს ეს რის უნდა დავმჯდარიყავი ტელევიზორთან,რაიმე ფილმის საყურებლად როცა კარი შემოიღო და დაცვამ ბაბუა საკაცეთი შემოიყვანა
- ჯანდაბა რა მოხდა
ავფორიაქდი,ოთახისკენ მიმავალ დაცვას უკან გავყევი და ანერვიულებულმა ხმამაღლა ვიკითხე
- რამოხდა მეთქი
- ქალბატონო სუჰა ბატონი ჯეონი მანქანის ტარებისას ცუდად გახდა და საჭე ვერ დაიმორჩილა,ხეს დაეჯახა,მაგრამ საავადმყოფოში წასვლა არ მოისურვა ამიტომ აქ მოვიყვანეთ,ექიმიც მალე მოვა
გავბრაზდი,თავის კონტროლი დავკარგე
- რას ქვია საავადმყოფოში წასვლა არ მოინდომა ? აბა რას აპირებთ აქ გინდათ რომ ელოდოთ როდის მოკვდება ? სულელებო
გაუჩერებლად ვყვიროდი,თითოეულ მათგანს ვკიცხავდი,იქამდე სანამ ბაბუაჩემის ხმა არ მომესმა
- სუჰა დამშვიდდი
- მაგრამ...
დაცვას ანიშნა რომ ოთახიდან გასულიყვნენ,მათაც არ დააყოვნეს და სწრაფად მოშორდნენ აქაურობას
- რა მოხდა ? რატომ არ მოისურვე საავადმყოფოში წასვლა ? ასე არ შეიძლება
- გაჩერდი სუჰა არ მოვკვდები თუ მაცდი სიცოცხლეს მომისმინე
ჩაიცინა და წამოდგა
- საავადმყოფოში ვერ წავალ
- რატომ ?
- იმიტომ რომ ზეგ ბატონ ჰოსოკს წვეულებაა აქვს ეს ძალიან დიდი საქმეა ეს წვეულება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,მე კი მისი მძღოლი ვარ მხოლოდ მე და მან ვიცით ამის შესახებ,მაგრამ მე რომ საავადმყოფოში დამაწვინონ ის ამას გაიგებს და გაბრაზდება,არ შეიძლება ხვალინდელი და ზეგინდელი დღის გაცდენა
- რას ქვია არ შეიძლება ? ჯანდაბა სახ წაუღია მისი საქმეები როცა შენ აქ მძიმე მდგომარეობაში ხარ
- შენ არ გესმის სუჰა ეს დიდ ფულს ეხება არ შეიძლება ღალატი,ან გაცდენა
- კარგი ერთი მაგ ჰოსოკსაც არ აინტერესებდეს ახლა ეგეთი საქმეები
- მართალია ის არ არის ასეთი საქმეებით დაინტერესებული მაგრამ მამამისის ბიზნესია და არ შეუძლია უარის თქმა
- მაგრამ შენ ხომ მძიმედ ხარ...
- ვიცი მაგრამ მეტი სხვა რა უნდა ვქნათ არავის ვენდობი სხვას თან ჰოსოკსაც ვერ ავუხსნი სხვა გზა არ მაქვს
ცოტახანს დავფიქრდი,ჯონგ ჰოსოკი ის ჩემთვის საკმაოდ ნაცნობი ადამიანია,ბაბუა დიდი ხანია მასთან მუშაობს 22 წლის ახალგაზრდაზე ყველაფერს მიყვება,იმასაც კი ამბობს რომ მასაც უყვება ჩემზე,სულ იმაზე საუბრობს რომ ერთმანეთს ვუხდებით და მასთან უნდა შემახვედროს,ის მართლაც სიმპათიური ადამიანია,ჭკვიანი,ძლიერი,მდიდარი,ერთი პერიოდი მომწონდა კიდეც მაგრამ ის ხომ ჩემთვის შეუძლებელია,ამასობაში ერთი აზრი მომივიდა თავში
- სხვა გზაც არსებობს
ბაბუა დაიბნა და მომღიმარს შემომხედა
- რას გულისხმობ ?
- მე წავალ იქ
- რაა სულ გაგიჟდი რაზე საუბრობ ?
- მძღოლს ეკრძალება მის უფროსთან საუბარი ხომ ასეა ?
-კი მაგრამ ეგ რა შუაშია
- შენს ტანსაცმელს ჩავიცმევ,პირბადეს გავიკეთებ,სათვალეს თმას ავიწევ და ქუდს დავიფარებ,არ გავესაუბრები,ტარებაც ვიცი თან მე ერთადერთი ვარ ვისაც შეგიძლია ენდო,მე კი არ შემიძლია შენი გასაჭირში მიტოვება
ცოტახანს ასე ვუყურებდი,დაჭყანულს მაგრამ მალევე ყველფერი შეიცვალა
- მაგრამ ხომ იცი ამან შეიძლება საფრთხეში ჩაგვაგდოს
- მოდი გავრისკოთ
ორივემ ერთმანეთს შევხედეთ და გავიღიმეთ
- საუკეთესო შვილიშვილი ხარ
- შენ კი საუკეთესო ბაბუა
- ხვალ საღამოს 7 საათზე უნდა დაელოდო სახლის წინ,იცოდე არ ჩაფლავდე,ახლა კი დაუძახე წამათრიონ საავადმყოფოში თორემ ვგრძნობ როგორ ვკვდები
გამიღიმა და დაცვას დაუძახა
YOU ARE READING
ცდუნება💦
Fanfiction- ამან შეიძლება საფრთხეში ჩაგვაგდოს - მოდი გავრისკოთ ორ თავიანი წარმოდგენა შენზე და ჰობიზე🔞💦