როგორია ერთი ჩვეულებრივი საღამო პაკ ჯიმინისთვის? როგორი და არანაირი! უფერული, უინტერესო და მოსაბეზრებელი,დიახ თქვენ წარმოიდგინეთ კორეის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენის შვილი ასე მოსაწყენად ატარებს საღამოს,სანამ თავისი ძვირიანი სმარტფონის ხმას არ გამოჰყავს არაფრისმთქმელი ფიქრებიდან.
-ჰო,ჯეიქეი- ამბობს უფროსი -რამე გინდოდა?
-ჰიონ,ძალიან მოვიწყინე.
-მერე მე რა ჯამბაზს ვგავარ? რომელიმე კლუბში წადი,ვინმე საყვარელი ომეგა გამოიჭირე და გაერთე.-არიგებს ჯიმინი.
-არა,ჰიონ,შენ ვერ ხვდები,ყველაფერი მომბეზრდა,ეს ერთჯერადი ომეგები,რომლებიც ჩემთან მხოლოდ ფულის გამო წვებიან უკვე გულსმირევენ.
-რას მანიშნებ პატარავ? შენ იცი ჩემი საიდუმლო,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ შენი პირადი მონა ვარ ჯონ ჯონქუქ!-მკაცრად ამბობს ჯიმინი.
-არა,შენ არასწორად გამიგე,რამე საინტერესო მინდა უბრალო კლუბები არ მაკმაყოფილებს. დარწმუნებული ვარ ჩემზე ბევრი საინტერესო და ეგზოტიკური ადგილი იცი ჰიონ. დაეხმარე შენს ჯონქუქიის- ის ალფაა,მაგრამ ჯერ კიდევ ისეთი ბავშვია. ფიქრობს ჯიმინი და ამბობს:
-კარგი, ერთ საათში ჩვენს ადგილას.
-შეხვედრამდე ჰიონ!
ჯიმინმა ძალიან უბრალოდ ჩაიცვა და თავისი ძვირადღირებული მანქანით დანიშნულების ადგილისკენ დაიძრა.გზად რამდენიმე ვარიანტი განიხილა და ბოლოს,არჩევანი ახალგახსნილ და ძალიან საინტერესო კლუბზე შეაჩერა.
როცა,კაფეს მიუახლოვდა შორიდანვე იცნო ჯონგუქის მანქანა და იქვე თავად ალფას სილუეტიც დალანდა. მასაც ძალიან უფრალოდ ეცვა.მანქანიდან გადმოსულმა ჯეიქეის გაუღიმა:
-გამარჯბა,ბავშვო.
-ჰიონ! ნუ მეძახი ასე ვითომ შენთვითონ ძალიან უფროსი ხარ.-გააპროტესტა ალფამ.
-მიდი ყავა მიყიდე და წავიდეთ.
-ოქეი.
ყავის ყიდვის შემდეგ ჯონგუქის მანქანით გაემართნენ კლუბში,საჭესთან ჯიმინი დაჯდა.
უკვე დანიშნულების ადგილს უახლოვდებოდნენ,როცა უმცროსმა იკითხა:
-ჰიონ,უკვე ძაან გვიანია ასი პროცენტით დარწმუნებული ხარ,რომ ნორმალური კლუბია?
-შეუძლებელია რამეში ასი პროცენტით დარწმუნებული იყო,ისე მთლად კლუბიც არაა. აი,მოვედით კიდეც.
-კარგი, რა საინტერესო შენობაა -სარკაზმით ამბობს ჯონგუქი და უფროსისგან მწარე მუჯლუგუნს იმსახურებს.
-აიშ, რა მოხდა ჯიმინ,უბრალოდ ვიხუმრე.
-წამო,შევიდეთ.
ჰოლი რაღაცით სასტუმროს რეცეფშენს ჰგავს და მაგიდის იქით სასიამოვნო გარეგნობის ალფა ზის,რომელიც აშკარად უსაქმურობისგან იტანჯება.კლიენტების დანახვაზე კი იღიმის და ამბობს:
-გამარჯობა,მე კიმ ნამჯუნი ვარ, ოჰ თქვენ კი ბატონი ჯონი და პაკი ბრძანდებით არა?კორეის და აზიის უმდიდრესი ახალგაზრდები. დიდი პატივია თქვენი სტუმრობა. თქვენც გადაწყვიტეთ ჩვენი თამაშის გამოცდა?
-დიახ-ამბობს ჯიმინი.
-კარგით ახლა,კი ჩვენს მომსახურებაზე მოგიყვებით:ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია,რომელიც გთავაზობთ ადამიანებით თამაშს,თქვენ შეძლებთ მათ მართვა ისინი კი ვერც მიხვდებიან რაშია საქმე, აბა როგორ მოგწონთ ახალგაზრდებო?_________________
ესეც ახალი ფიკი,როგორ მოგწონთ პირველი თავი?😇🥰
YOU ARE READING
Life is a game 💥ცხოვრება თამაშია
Fanfictionრას არ მოიფიქრებს ადამიანი თავის შესაქცევად,თუნდაც ეს გასართობი სხვა ადამიანისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. სამყარო სადაც ფული ყველაფერს წყვეტს მაგრამ სიყვარულს კიდევ უფრო მეტის გადაწყვეტა შეუძლია. იდეის ავტორის ტიკტოკი: kpop_drama_bl_56 💜