9

2.5K 197 68
                                    

_____

თეჰიონი დილიდან ექვსამდე იჯდა კოლეჯში, რამდენიმე საგანში ტესტი ჰქონდა და პროექტზე მუშაობდა კურსელებთან ერთად. მისი მუცელი საოპერო არიას ასრულებდა, როდესაც კოლეჯის შენობა დატოვა და სწრაფად წავიდა ავტოსადგომისკენ, ერთი სული ჰქონდა ეჭამა და დაესვენა. მანქანასთან ჯონგუკი იდგა. ისევ ის ქურთუკი ეცვა, გასულ ღამეს თეჰიონს რომ უწვდიდა და მაღალძირიანი ფეხსაცმლით მაქანის საბურავს ეყრდნობოდა.

-აქ რა გინდა?-მისალმების ნაცვლად ჰკითხა კიმმა.

-იმ ქველმოქმედებისთვის მადლობის სათქმელად მოვედი.-ჯონგუკის ხმა უტეხი იყო, თითქოს დანასავით ჩაესო თეჰიონს.

-არ ვიცი რაზე საუბრობ, ძალიან ვარ დაღლილი გამატარე.

-არ მჭირდება შენი ფული, უბედურებაც ისაა როგორც კახპას ისე რომ მიყურებ.-ჯონგუკი მანქანის კარზე მოცილებას არ აპირებდა.

-ჯონ, დაღლილი ვარ.

-წაიღე გამათბობელი.

-მე ის ბებიაშენს ვუყიდე და არა შენ, შეგიძლია ტრაკი შორს იქონიო მისგან და პრობლემაც მოგვარებულია.-კიმმა მხრები აიჩეჩა და ოდნავ უბიძგა ბიჭს.

-არ ავიღებ შენგან ამას.

-ნუ ჩაიხვიე პატარა ბავშვივით, გეყოფა რა. გამატარე, თუ არ გინდა გამოიტანე და სხვას აჩუქე, ძალიან გამაღიზიანებელი ხარ.

-რატომ გააკეთე? შეგცოდე?

-რა ჯანდაბაზე საუბრობ? ის ქალი სიცივეში, დივანზე იწვა. რა თქმა უნდა, შემეცოდა. ეს ჩემი ფულია ვისაც მინდა იმას მივახარჯავ, შენი საქმე არაა. ახლა გასწიე ტრაკი ჩემი მანქანიდან და მომეცი საშუალება სახლში წავიდე.

  ჯონი რაღაც მომენტში მიხვდა რამდენად უაზროდ იქცეოდა და გაიწია. თეჰიონმა სწრაფად დაიკავა მძღოლის სკამი და ფანჯარა დაუშვა.

-გინდა სახლში წაგიყვანო?

-არა.

-კარგი.-ბიჭმა მობეზრებით აიჩეჩა მხრები და სწრაფად მოცილდა კოლეჯის ტერიტორიას. პარასკევი საღამო იყო და ერთი სული ჰქონდა დაესვენა.

ვარდისფერი და მძიმეWhere stories live. Discover now