holysht

245 32 18
                                    

1. როგორ ფიქრობ, ვინ იყავი წინა ცხოვრებაში და ვინ იქნები შემდეგში?

- არ მიფიქრია ამაზე, არ მჯერა რეინკარნაციის.

2. მართალია, რომ მუსიკა სამყაროს ამთლიანებს, თუმცა თაობებს ყოფს და ერთმანეთს აშორებს?

- მუსიკა სამყაროს აერთიანებს, მაგრამ თაობებს კი არა უფრო შეხედულებებს ყოფს. ასაკი არაფერს ნიშნავს მუსიკასთან მიმართებაში.

3. რატომ holysht?

- არ ვიცი, ჩემი იდეა არ ყოფილა.

4. სად ხედავ საკუთარ თავს ათი წლის შემდეგ?

- მომავალზე ნაკლებად ვფქირობ, მხოლოდ ის ვიცი რომ ათი წლის შემდეგაც ჩემს საყვარელ ადამიანებთან ვიქნები (თუ მანამდე არ მოვკვდი, რა თქმა უნდა).

5. რეალისტი ხარ?

- ზედმეტადაც კი.

6. ჰომოფობია სენია?

- სენი უნებლიეა, ჰომოფობია - არა.

7. რომელია შენი საყვარელი მხატვარი და რა გხიბლავს მასში?

- ვინსენტ ვან გოგი, ალბათ იმიტომ რომ მასზე ყველაზე მეტი გამიგია და ყველაზე მეტი მინახავს, მიუხედავად ამისა ჩემი სავყვარელი ხელოვნების ნიმუში მას არ ეკუთვნის.

8. რომელია შენი საყვარელი ნაშრომი აპლიკაციაში?

- ალბათ ის რომელიც პირველად წავიკითხე. ავტორი არ მახსოვს მაგრამ 'under you' ერქვა მგონი.

9. ყველაზე ხშირად რომელ სოციალურ ქსელს იყენებ?

- Tweeter.

10. რამ მოგცა წერის სტიმული?

- სულ თავიდან არც დამჭირვებია და ახლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანმა ადამიანმა.

11. რამდენად ახლო ურთიერთობა გაქვს მკითხველებთან?

- სამწუხაროდ არც ისე ახლო. ეს იმის გამოა, რომ არ ვიცი მათ რა ვუპასუხო. არ მიყვარს უხერხული სიტუაციების შექმნა, მაგრამ უნებურად სულ ამას ვაკეთებ, მაგრამ ყველა კომენტარსა და ყველა შეტყობინებას ვკითხულობ.

12. დაგვიტოვე სიმღერა/მელოდია და ჩვენ მას მოვუსმენთ.

- Nirvana - Rape me.

13. რა გქვია?

- არა ამ კითხვას არ ვუპასუხებ. უბრალოდ ლი შეგიძლიათ დამიძახოთ.

14. გიყვარს ბავშვები?

- ბავშვს გააჩნია. კატები მირჩევნია. (უფრო სწორად ჩემი კატები ზი და რეა).

15. ძველი, გაცრეცილი წიგნები, მაკულატურაა თუ საგანძური?

- ისტორია.

16. რას ფიქრობ კორონავირუსის ახალ ვაქცინაზე?

- ახალი? ძველიც იყო?

17. სიყვარული ერთხელ მოდის?

- სიყვარული ბევრჯერ, ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთხელ.

18. საგანი, რომელსაც სკოლაში ვერ იტანდი, არის...

- ყველა საგანი მიყვარს.

19. სწრაფი კვება თუ სახლში მომზადებული გემრიელობები?

- ჭამა საერთოდ არ მიყვარს, გარეთ მითუმეტეს, ამიტომ სახლში მომზადებული.

20. პარაფრონს დააბრუნებ?

- პარაფრონს... დავაბრუნებ კი. (ალბათ)

21. საყვარელი ავტორი/ავტორები აპლიკაციის ფარგლებში არის/არიან...

- აჰ... არ ვიცი, დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს, მაგრამ ბოლოს ჰარუკოს ვანშოთი წავიკითხე და ძალიან მომეწონა, ამიტომ ჰარუკო.

holysht

21 კითხვა holysht-სთანWhere stories live. Discover now